არ არსებობსო უკვდავება უსიყვარულოდ,
თვით სიყვარულიც არ არსებობს უსიყვარუოდ,
ჯოჯოხეთია ეს ცხოვრება უსიყვარულოდ,
კაცობრიობა სოდომია უსიყვარულოდ.
განწირულია ქორწინება უსიყვარულოდ,
ოჯახი მალე დაინგრევა უსიყვარულოდ,
უცხოა ცოლი თუ შეირთე უსიყვარულოდ,
კაცი ვერ კაცობს დამერწმუნეთ უსიყვარულოდ.
გერია შვილი მშობლებისთვის უსიყვარულოდ,
დედმამიშვილი გავიწყდება უსიყვარულოდ,
დედის დედობას ვერ გაიგებ უსიყვარულოდ,
მამის მამობა უგულოა უსიყვარულოდ.
მამულს გაყიდი უძღებივით უსიყვარულოდ,
მიცვალებული მოგიკვდება უსიყვარულოდ,
შეყვარებული მემრუშეა უსიყვარულოდ,
ადამიანი ვერ გახდები უსიყვარულოდ.
სასტუმროშია მასპინძლობა უსიყვარულოდ,
პირფერობაა ჩახუტება უსიყვარულოდ,
ვინ მოგიკითხავს როცა ცხოვრობ უსიყვარულოდ,
შემოგეცლება სამეგობრო უსიყვარულოდ.
ღმერთი განკაცდა ნუ დარჩები უსიყვარულოდ,
სასუფეველში ვინ შეგიშვებს უსიყვარულოდ,
დედაღთისმშობელს ვერ იხილავ უსიყვარულოდ,
ცოცხალმკვდარი ხარ დამერწმუნე უსიყვარულოდ.