მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მამა გიორგი თევდორაშვილი

 

უნდა იფიქრო

 

მარტო შენთვის ვერ იქნები, სხვებზეც უნდა იფიქრო,
მოხარულთან იხარო და მოტირალთან იტირო,
მტერი როცა დაისჯება, ეცადე არ იცინო,
აღარავინ განიკითხო, შურით აღარ იმზირო.

ცუდი არც კი გაიაზრო, თავზე რომ არ იწვნიო,
ვინც არ უნდა გაწყენინოს, მაინც უნდა ითმინო,
დარდიანი რომ არ დარჩე, ბევრი უნდა იკითხო.
თუ ატყობ, რომ არ გისმენენ, გაჩუმდი, არ იყვირო,

შენით როცა ვერა ხვდები, დამდაბლდი, რომ ისმინო,
სიყვარული შეისწავლე, არ გაბედო იყიდო,
ზომიერად იმოძრავე, მე არ გირჩევ ირბინო.
ნება მარხვას მიაჩვიე, ვნებით აღარ იგმინო,

თუ გინდა, რომ შეიცვალო, ცოტა უნდა იძინო, ბოროტება არ იძინებს, საჭიროა იფხიზლო, ღმერთმა იცის ყველაფერი, რატომ უნდა იჩივლო.