მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მამა გიორგი თევდორაშვილი

 

სიყვარულით ვეწვალები

 

გათენებას ველოდები, "ნააზრევის" დადებას,
მიხარია, თუკი ვინმე მოინდომებს გაგებას,
რომ იცოდეთ როგორ ვიწყებ წერისათვის მზადებას,
სიყვარულით ვეწვალები ნაფიქრალის ლაგებას.

ადრიანად ვდგები დილით, ვასწრებ ცისკრის ნათებას,
სტრიქონების გულში ვცდილობ სასოების ჩადებას,
არ ვაპირებ, ჯერ-ჯერობით, არცერთი დღის ჩაგდებას,
იგნორიც კი მახალისებს, სჯობს აბუჩად აგდებას.

ღვთისგან ვითხოვ შემწეობას, თქვენთან საშვის დაშვებას,
ჩემებურად ვინც იღვიძებთ, გირჩევთ ლოცვით დაწყებას,
სადაც შუქი ჩამქრალია, იქ ვახერხებ ანთებას,
ინტერესი რომ გაქრება, შევძლებ კალმის დაგდებას.


24.10.24.