მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მამა გიორგი თევდორაშვილი

 

საით მიგორავს მარხილი?!

 

ქება ძაგება უფროა, მხილება უფლის ძახილი,
ვინც გკადრებს პირში სიმართლეს, მეგობარია ნამდვილი,
იყო კეთილი, ძნელია, ბოროტებაა ადვილი,
ღმერთი სურვილსაც იწირავს, უწყის ცოდვილთა წადილი.

მოხუცდა მამამთავარი, უმადურთაგან დაღლილი,
მძიმეა პატრიარქობა, გეპყრას მესიის მახვილი,
ბევრი ყოლია ქვეყანას კათალიკოსი მარტვილი,
აშკარად გამოიკვეთა აპოკალიფსის აჩრდილი.

ყველას აწუხებს ვირუსი ,ენის უაზროდ ქავილი,
ადამს ევასი არ ესმის, გული აქვთ გრძნობით დაცლილი,
ქალი კაცივით ჯახირობს, ქუდით შეცვალა მანდილი,
ვეღარ გაიგებ რა ხდება, საით მიგორავს მარხილი?!


29.10.24.