დღეს საქართველო მომაგონებს ნოეს კიდობანს,
აქ პოულობენ უცხო ერნი სულის მშვიდობას,
მცირე მამული არ აპირებს ვინმეს შვილობას,
სადარდებელი ბევრი მოაქვს ალალ მინდობას.
გათავხედება მოსდევს შემდეგ მტერთა მწირობას,
ხიზნები ურცხვად დაარღვევენ ყველა პირობას,
ვითომ ტურისტებს მოღალატე უწევს გიდობას,
გვემულ სხეულზე ნუ გავიჩენთ ახალ ჭრილობას.
29.09.22.