მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მამა გიორგი თევდორაშვილი

 

რაღა გავაკეთო...

 

ჩემი სიყვარულის წმინდა კელაპტარი
შენი ტრფიალების ალით ამინთია,
მინდა მოგიშუშო ძველი იარები,
სევდამ დამიტოვა დარდის არითმია,

ის, რაც გაწუხებდა, წარსულს ჩავაბარე,
ყველა ამბიცია სხვისთვის დამითმია,
სოფელს ვემიჯნები თავსაც ვერ ვენდობი,
რაღა გავაკეთო, ვეღარ გამიგია.


25.10.24.