მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მამა გიორგი თევდორაშვილი

 

ქრისტე ტიროდა

 

ტაძრის კარებთან მოწყალებას ბებო ითხოვდა,
იდგა მდუმარე, ნაღვლიანი, არას იტყოდა,
"ორ ლეპტას" არვინ მიუგდებდა, კარგად იცოდა,
უფალმა უწყის დედაბერი რაზე ფიქრობდა.


- გილოცავთ მირქმას, ტელეფონში ვიღაც ყვიროდა,
ვერ შეამჩნია "მაცხოვარი" ისე მიქროდა,
უცბად გაწვიმდა, ავიხედე, ქრისტე ტიროდა,
უკან გავბრუნდი, იქ დარჩენა აღარ მინდოდა.


სულდამძიმებულს გაბზარული გული მტკიოდა,
ვერ მოვისვენე, შინაგანად ისე მციოდა,
პეტრეს მამალი გამახსენდა რატომ ყიოდა,
-აი, ესა ხართ, მორწმუნენო, ეშმა კიოდა.

20.02.23.