ნუ გაიაფდი დიაცო, არ ეღირები ჩირადა,
ლამაზ თოლების ბრიალი გადაგექცევა ჭირადა,
იცოდე, შენი ღირსება უნდა ფასობდეს ძვირადა,
იყავი ციხე-სიმაგრე შეყვარებულის ფიქრადა.
არა თქვა ცუდი ვაჟკაცზე, ვინც კი ოდესმე გიყვარდა,
გამჩენმა მოგცეს მეუღლე, კარგი ბავშვები შვილადა,
დედა იყავი დღერგძელი, არვის ენახო ქვრივადა,
არ დაემონო ქონებას, ნამუსი გქონდეს მზითვადა.
მადლობდე უფალს ყოველთვის, ჯაფას წირავდე ქირადა,
ეძებე სულის სიმშვიდე, ბედნიერება მიზნადა,
შეწევნა შენთან იქნება, განსაცდელში რომ გიცავდა,
არ დაიჩივლო არასდროს, თავი გეჭიროს ღირსადა.
22.10.24.