ღმერთო, როცა მიჭირს, მაშინ მენატრები,
თვალებს მინათებენ მადლის კელაპტრები,
ცუდი მოძღვარი ვარ, რატომ მეთანხმები,
ყველა ცოდვილივით ძლიერ გედარდები.
ისიც შემაყვარე, ვისაც ვეჯავრები,
ხშირად გულნატკენი ცრემლით გეაჯები,
მუდამ ჩემთანა ხარ, ჭირში მესარჩლები,
ხან რომ მავიწყდები, მაინც გენაღვლები.
მხოლოდ მე დამსაჯე, სხვას რას ემართლები,
როგორც დავეცემი, უმალ მეცხადები,
მჯერა გასაწირად როგორ გენანები,
ცოდვის ჭაობიდან სულით გესალმები.
ხანაც აქა-იქა ფეხში გებლანდები,
ურცხვი უძღებივით სადღაც გეკარგები,
ვერას გახდებიან შურით ვერაგები,
ღმერთო, როცა მილხინს, აღარ მენატრები.
05.11.24.