კარგ ლექსებს წერსო, გამიგია, ჩემზე ამბობენ,
მე მეცინება, არ ვბრაზდები, როცა "მამკობენ"
უაზრო ქების გვირვინებით მხოლოდ მართობენ,
არ დაიჯეროთ მამხნევებენ, ალბათ დარდობენ.
ესეც კარგია, იუმორით საღად ლაღობენ,
დაცინვას კაცი არ მოუკლავს, თუნდაც მასხრობენ,
საქმით თუ ვერა, სიტყვით მაინც ,ვატყობ, მათრობენ,
იქნებ მე ვცდები, მეჩვენება, მართლა გალობენ.
მადლობის მეტი რაღა მეთქმის, ცოდვილს მწყალობენ,
დედამიწაზე რომ არ დავრჩე, ზეცას მამხობენ,
განსაცდელები, რაც დამატყდა , იმას ჯავრობენ,
ღმერთმა სუყველას შეუწიროს, რასაც წვალობენ.