"ინტერნეტის დიეტა" დროა ყველამ დავიწყოთ,
ერთმანეთის ვარამი უკეთესად გავიგოთ.
გულში შურის ლოდები არავისი ჩავიდოთ,
როცა წავალთ იმერში სიყვარული წავიღოთ.
უხილავი ვნებები მოთმინებით დავიპყროთ,
დალაქული სხეული აღსარებით გავწმინდოთ,
უანგარო განწყობით მოწყალება გავიღოთ.
სანუგეშო ერთობით ქრისტეს ჯვარი ავიღოთ.
22.10.24.