მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მამა გიორგი თევდორაშვილი

 

ილია მეორეს

... დავიღალეო, წამოგცდა ერთხელ,
მაინც ლოცულობ უმადურ მრევლზე,
დიდხანს იყავი, ნუ მიგვატოვებ,

გეამბორები კურთხეულ ხელზე.

 

... ილიას კვალზე დააბიჯებდი,
მუდამ ფიქრობდი სამშობლოს ბედზე,
"ღმერთი, მამული, ადამიანი" -

რწმენით დაწერე სამოთხის ხეზე.

 

... იგერიებდი მწვალებელ მხეცებს,

"ტკბილი იესო" გეხატა კვერთხზე,
აწ და მარადის ტკბილო მოხუცო,

პავლეს სარტყელი გარტყია წელზე.

 

02.09.2014.