ეს დღეც დაღამდა, ისე ადრე როგორც სხვა დღენი,
სხვებზე რამდენი ისაუბრეთ არ გახსოვთ თქვენი,
ჭორაობა და განკითხვაში გადიან დღენი,
ვერ დაიოკეთ ენა, პირი, ყბედობის სენი.
ამ დროს რამდენი საფიქრალი გვაყრია ჩვენი,
სახლი, ოჯახი, სამსახური, ასულნი, ძენი,
ხომ არ ჯობია შევაკეთოთ გონების სხვენი?!
რამდენი კარგი აზრი მოდის უფლისგან ძღვენი.
სული რომ ჩართოთ მიაწოდეთ ზეციდან დენი,
დაბადებიდან დაცემული მივიღეთ გენი,
მარხვით და ლოცვით გაგვეღება ცხონების ბჭენი,
ნებით განვაგდოთ მავნებელი ვნებათა ზნენი.
სინდის-ნამუსი გვეკითხება „ეს რატომ ქენი“?!
ცვალებადია ეს საწუთრო ტკბილ-მწარე წვენი,
ზოგს მონა ჰქვია, ზოგს - ბატონი, ზოგს - ბიზნესმენი,
ცნობისმოყვარე ნუ იქნები იცოდე შენი.