შენ არაფერს დაგიშავებს თვითონ თუა ბედნიერი,
უწესობას არ დაგწამებს სულიერად წესიერი,
უშნო ხარო არ გაკადრებს შინაგანად მშვენიერი,
თუ არ იცი შეგასწავლის არ დაგცინებს მეცნიერი.
სიყვარულის ჭურჭელია აზროვნებით წესიერი,
დღე და ღამე ლეშზე ზრუნავს ურწმუნო და მშვინვიერი,
არასწორად აღზრდილია უხეში და ნებიერი,
დაუკვირდი რატომ არის ის მაძღარი, შენ - მშიერი.
მიიხედე, მოიხედე, რა ცოტაა ღვთისნიერი,
მაღლა არვინ იხედება მასა გახდა მიწიერი,
შურიანი უნიჭოა მოიძულა ნიჭიერი,
სიმართლე თქვი, არ გაჩუმდე, ქმნილება ხარ სიტყვიერი.
23.10.24.