ჩამოდით ან ჩვენც წამოვალთ, დაცარიელდა სახლი,
ოჯახი ვეღარ ოჯახობს, როცა წავიდა ქალი,
ამბობენ სხვაგან კარგია, ბევრია რძე და თაფლი,
შვილები დადარდიანდნენ, დაკარგეს დედის მადლი.
უთქვენოდ გახდა უდაბნო, დაშრა სიცოცხლის წყალი,
გული ცივდება ადვილად, როცა შორდება თვალი,
ნუ დავაბრალებთ ნურავს, ვისია მეტი ბრალი,
ნელ-ნელა ვკარგავთ ერთმანეთს, ცხოვრება გახდა მშრალი.
06.11.24.