მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

მამა გიორგი თევდორაშვილი

 

ცუდზე კარგის თქმით

 

ნუ გეშინიათ, სიყვარულის დილა თენდება,
კმარა დარდები, სიხარულის ბაღი შენდება,
ღმერთმა ისმინა სინანულით ჩვენი ვედრება,
გულში სიამის ჟრუანტელი გრძნობით ფეთქდება.

ღვთაებრივია ჩახუტების თბილი ქმედება,
ადამიანი მოტრფიალე უფრო მშვენდება,
უნდა დასრულდეს მოყვასისგან ყველა ყვედრება,
მადლიერება გამხდარიყოს ერის წესდება.

მიჯნური სული სანთელივით ნაზად ენთება,
უფლის დაშვებით ყველაფერი მადლით კეთდება,
გამჩენს არასდროს მოწყინდება შვილთა ფერება,
შურით ნათელი მომავალი ძალზე ფერხდება.

ჭორი მართალზე გაცილებით მალე ვრცელდება,
ისეთს იტყვიან, რომ გაიგებთ, შიგნით შეგრცხვებათ,
პოზიტიურზე ვიქადაგოთ, შეწყდეს კვეთება,
ცუდზე კარგის თქმით ამაღლდება კაცის შეგნება.