ცუდი რატომ გიხარიათ, კარგი რატომ გაწუხებთ,
რაც არ იცით, არ გინახავთ, იმას როგორ აშუქებთ,
უფლისაგან დაისჯებით, სიცრუეს რომ აუწყებთ,
მხედველობა თუ გაწუხებთ სათვალეებს გაჩუქებთ.
ეკლესიას მუდამ ებრძვით, ვერაფრით ვერ გვაჩუმებთ,
გახარებულს რომ იხილავთ, ბოღმა შურით გაჩუმებთ,
სასჯელისა გეშინოდეთ, სიმართლეს ნუ ამრუდებთ,
სამართალი ურმით დადის, ღმერთის რისხვას გაუწყებთ.
02.11.24
ლია ვახტანგიშვილის მინაწერი:
ამათ ტვინში ჩამახედა, კარგი რატომ აწუხებთ..
ერთ დროს მაინც შემოუჭერს ღმერთი მაგათ მარწუხებს...
რას ხედავენ მორწმუნეში, ნეტავ ისეთ საშურველს..
ამდენ ბოღმას უსირცხვილოდ ტგუილით რომ აშუქებს..
შეხეთ ცოდვა ეს ამდენი, დედამიწას ადუღებს..
უსამართლო ქცევა შვილის, მამას მეტად აწუხებს..
გველოდება გონზე მოსვლას, კვანძი შევხსნათ საგულეს..
სიყვარული გავიმრავლოთ, მანამ მართლა გაგვუგდეს.