ნუ ამბობ მაგას: „მარტო ვარო“ ღმერთს ეწყინება,
არ ყვარებიხარ, მიგატოვა, რად გეტირება?!
სიცრუის სული გპირდება და თან გეფიცება,
გამჩნევ წარსულზე სინანულით სულ გეფიქრება.
სევდას მოეშვი კლანჭებივით გულს გეჭიდება,
თავისუფლება ოცნებიდან შენ გენიჭება,
ვიცი სიმართლის გააზრება რად გემძიმება,
ესეც კარგია, სიზმარიდან რომ გეღვიძება.
მჯერა დღეიდან დამშვიდებულს დაგეძინება,
მიუსამძიმრე „ დონჟუანში“ ვინც გეცილება,
იქნება ვცდები მიპასუხე ნუ გერიდება,
გატყობ გამიგე, რაც გითხარი და გეცინება.