შენმა სიკვდილმა გააღვიძა ერში გმირობა,
ქრისტეს მხედარმა აღასრულე მტკიცე პირობა,
ძმაო ძვირფასო,დაგვანახე ბერის ზრდილობა,
უკვე ზეცაში გააგრძელე ძეობილობა.
ჯერ კიდევ ბავშვმა, გადაწყვიტე ღმერთთან წინდობა,
უხილავ მამულს შეავედრე ჩვენი მშვიდობა,
ახოვანებით გაგვიწიე მამებს გიდობა,
ადრე ინება ზეციურმა შენი მიხმობა.
გვიან გავიგე რა ყოფილა ნათელ-მირნობა,
რთულია ქვეყნად მონაზვნობა,მშვიდი ხიზნობა,
ერთობ ძნელია ვაჟკაცური სულის მწირობა,
დამღუპველია წუთისოფლის სრული მინდობა.
ევედრე უფალს, შემწყდარიყოს ხალხში ქიშპობა,
დროზე დასრულდეს გონიერთა მიამიტობა,
მლოცველთა გულში ჩაღვრილიყოს სიამ-ტკბილობა,
მოძღვრის ბაგეზე ყოფილიყოს პირდაპირობა.
დღეიდან შენზე იგალობებს ზეცის მკვიდრობა,
მსოფლიომ უმალ დააფასა ზესთა შვილობა,
საქართველოში მუდამ იყო მსგავსი ბიჭობა,
ასეთი მსხვერპლი სულიწმინდამ განაპირობა.
30.01.15