ვითომ მეგობარს მირჩევნია აშკარა მტერი,
გვიან გავიგე ვინ ვინ იყო, არა ვარ შტერი,
უგულო კაცი კაენია, უსულო მტვერი,
ჭირში ერთობით ძლიერდება ერი და ბერი.
27.10.24
ლია ვახტანგიშვილის მინაწერი:
ჭირში ერთობით ძლიერდება ერი და ბერი...
ლხინში ცალ-ცალკე გადარბიან კრავი და მგელი...
ასე ყოფილა, დასაბამიდან სარსარებს გველი...
ადამს და ევას ახლაც აცდუნებს ბოროტი მტერი.