მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ციცი სულაშვილი

 

ზოგჯერ შემშურდება ბუნებისაც

 

მთა ცას გამოება იალბუზად,
თითქოს ეჟვნებით მზეს აკავებსო,
აგერ, ამეტყველდა მდუმარებაც,
ცა მთის ფერდობებთან მუსაიფობს.

 

სათქმელს ხან ჩამოთოვს, ხან ჩამოწვიმს,
რაღაც სევდის ფერი ხიბლი სჭირსო,
ზოგჯერ შემშურდება ბუნებისა,
მისგან ლამაზ-თქმული სიტყვებისო.

ამირან მიაჯაჭვეს კავკასიონს,
მთა ჰყვება გმირთა გმირ ლეგენდებსო,
რაღაც უცნაურად ცა შეიძრა,
ჰყრის დედის ცრემლივით თბილ წვიმის წვეთსო.

 

ღმერთო, სიცოცხლე მსურს მხოლოდ მისთვის,
დავტკბე შენ ნახელავ ქმნილებითო,
ღმერთო, სიკვდილი მსურს მხოლოდ მისთვის,
მკვდარს გულზე მეფინოს მთის საძირკვლო.