მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ციცი სულაშვილი

 

ოხ გვირილებო

 

ოხ გვირილებო, მთათა შვილებო
მომნატრებიხართ ცამდინ
თქვენ თეთრ ფურცლებს რომ ცრემლით ვნამავდი
ტკივილს მართმევდით ფარვით.

ჩამომიღამა ბედმა ტიალმა
ბედშავს დარდისფრად მაწვიმს,
ოხ გვირილებო მთათა შვილებო
სად მოგიკვლიოთ, რა გზით??

 

ღამე სასთუმალს თალხი ნისლები
ფიქრად მაწვება წამით,
ცაც მიავდრდება ლეწავს სიმშვიდეს
ბეჩავ ღიმილსაც ამყრის...

 

ჰო გვირილებო, ნეტავ თქვენს მხსომარს
კვლავ იმედებით დაცლილს...
შემომხვდებოდეთ სანამ დაჭრილი
გული შეწყვეტდეს ხავილს...

ჩამოგიჯდები ისევ გვირილავ,
სული მიმიგავს არწივს,
ნაშალ კოშკებში თითქო დაჭრილა,
ვერც არწივულად ფრთას შლის...

ვიცი გადმიშლი ფურცლებს გვირილავ,
გული მზესავით გაქვს შიგ,
ვიცი მიწამლებ ბეჩავს იარებს,
მიაფერმკრთალებ ავ ფიქრს.

ვიცი და გელი, გელი იმედად
გეძებ უიღბლო თვალით...
ნატვრად გამიხდი შემომხვდებედე
იქნებ სულ წამით მაინც...