დღეს სულში რაღაც უჩვეულოდ შეიძრა დღენი,
გადამახედა უკან, წარსულს, მოვავლე თვალი,
ვეძებდი რაღაც რწმენის ფერის სიკეთის მარცვალს,
თუმც თავო ჩემო ბილიკები გივლია სხვა გზით.
მე დღეს მაჩვენა უფლის ძალამ სიცოცხლის არსი,
წამი ყოფილა მხოლოდ წამი ყოფობის მრწამსი,
ზეციურ ტაძრის სამრეკლოში ჩამორეკს ზარი
მიიცვალება მდუმარებით ცხოვრების ჟამი
თუკი სიცოცხლე ღვთის წყალობამ მოგართვა ძღვენად,
სულს აღარ უნდა აწაებდეს მწუხრის ფერები,
უფლის მცნებებით მოიფარე სამყარო ნაბდად,
მტერი გვიყვარდეს, ვლოცულობდეთ მისთვის ცრემლებით.
გზაზე ხელგაწვდილ მათხოვარს ნუ ჩაუვლი ცივად,
ღმერთო რა ვიცით მის სულში რა საუნჯე სახლობს,
შემომანათებს რაღაც სათნო მოწყალე თვალებს
ისე დამლოცავს, თითქოს ღმერთო შენ მლოცავ ამ დროს.
ნუ მოიხვეჭავ აქ ოქრო-ვერცხლს, მიწიერ საზრდოს,
ნუ დაგიმონებს თვალწარმტაცი ნაჭრის ფერები,
სული გალიე ეძიებდე უფლისკენ ბილიკს,
იქ დაივანე სამყოფელი შენი ცხოვრების.
ღმერთო მომეცი შენით ძალა ლოცვად აღვენთო,
აღსარებებად ჩამოწვიმოს სულის კედლებში,
მომეცი ძალი რომ მტერს ისევ მოყვრულად ვეძმო,
არ განკითხვისა, მიტევების მომეცი ძალი.
ღმერთო მასწავლე სიკეთის ქმნა სანამ კვლავ ვცოცხლობ,
გამაძლიერე რომ სუსტისთვის კვლავაც დავსუსტდე,
მასწავლე რწმენის სიყვარულით ზეცად რომ მოგწვდე,
რომ შენთან მოსულს თუნდ მუჭის ხელა წყალობა მქონდეს.
ნუ მომკლავ ღმერთო სანამ შენ გზად არ დავთეს რწმენას,
სანამ გულს ჩემსას შენს სავანედ არ გადავაქცევ.
სანამ დაზაფრულ ჩემ წარსულის ცოდვებს არ გეტყვი,
გარდაცვალებას ღმერთო შეგთხოვ ჯერ ნუ შემახვედრ.
დღეს სულში რაღაც უჩველოდ შეიძრა დღენი,
მივხვდი უფალო უაზრობით გავკვლიე გზები,
ცოტაც მომეცი რომ თავს რაღაც ვუშველო ღმერთო,
და მიიბარე ამ ქვეყნიდან შენ სული ჩემი.