მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პატერიკი
(ეპიზოდები მამათა ცხოვრებიდან)

 

სინანულზე

 

ცოდვის ქვა და სინანულის ზღვა

 

 

ქრისტიანი მივიდა ამბა თეოფილესთან და უთხრა: - მამაო ძალიან მეშინია ღვთის სააჯელის, რადგან ყველანაირი ცოდვით სავსეს ვხედავ ჩემ თავს.

მაშინ ამბა თეოფილემ უთხრა: აიღე ქვა და გადააგდე ზღვაში.

ქრისტიანმა აიღო ქვა და გადააგდო.

- სად არის ქვა? კიდევ ხედავ მას? - თქვა ამბა თეოფილემ.

ქრისტიანმა თქვა: არა. ამბა თეოფილემ უპასუხა: ქვა წარმოადგენს ადამიანის ცოდვებს, ზღვა წარმოადგენს ღვთის განუზომელ სიყვარულს ჩვენდამი. იმ მომენტში, როდესაც ადამიანი მოინანიებს თავის ცოდვებს და აღიარებს, ღმერთი აპატიებს მას და ფარავს მის ცოდვებს, როგორც ზღვამ დაფარა შენს მიერ გადაგდებული ქვა.

ჭეშმარიტმა ქრისტიანმა მონანიებით უნდა იცხოვროს. მონანიება ხსნის ღვთის სიყვარულს. ღვთის სიყვარულის ზღვა იმდენად დიდია, რომ წისქვილის ქვაც (უდიდესი ცოდვა) კი, თუ მას გადავაგდებდით მას შეძლო დაეფარა იგი...