ქრისტეს დაბადებიდან დაახლოებით შვიდასი წლის შემდეგ ცხოვრობდა ერთი ბერი, რომელიც განთქმული იყო თავისი სათნოებით - სიბრძნით. მას ეგიდიუსი ერქვა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა და წმინდა მიწაზე მომლოცველად გაემგზავრა. იქ უდაბნოს დაუსახლებელ და საიდუმლო ადგილას აღმოაჩინა გამოქვაბული, რომლის ახლოსაც წყარო იყო, ხოლო მის გარშემო კი და ხეები. მოეწონა იქაურობა და დარჩა. ცხოვრობდა როგორც ასკეტი, იკვებებოდა ველური ხილით, ბალახებით და ფესვებით.
იმ გამოქვაბულის ახლოს იყო ერთი სოფელი, რომლის მოძღვარიც არ იყო მაინდამაინც ღრმად მორწმუნე, თურმე ღვთისმშობლის ქალწულობაში ეჭვი ეპარებოდა. არაფრის გაკეთება არ შეეძლო ამ დემონური გამოთვლების გონებიდან განდევნას. "როგორ შეიძლება ქალი იყოს დედა და იყოს ქალწული?" - ამბობდა მუდამ .
როდესაც, მან გაიგო ბრძენი ეგიდიუსის შესახებ, გადაწყვიტა წასულიყო და გასაუბრებოდა მას მისი გამოთვლების შესახებ და დახმარებოდა მას ამ მკრეხელური აზრისგან თავის დაღწევაში.
როცა ბერი გამოქვაბულიდან გამოვიდა და მღვდელი დაინახა, მისთვის არაფერი არ უთქვამს, მხოლოდ თავისი კვერთხი დაარტყა ქვას ძლიერად და თქვა: "ქალწული მარიამი შობამდე" და პირდაპირ ქვაზე ამოიზარდა ლამაზი და საოცრად სურნელოვანი შროშანი.
ის კვლავ ურტყამს ქვას კვერთხს და ამბობს: "ქალწული მარიამი შობის შემდეგ" და მეორე შროშანი პირველის მსგავსად გაიზარდა.
შემდეგ მან მესამედ დაარტყა კვერთხი ქვას და თქვა: "და ღვთის შობის შემდეგ დარჩა ქალწულად". და მაშინვე კიდევ ერთი მშვენიერი შროშანი ამოვიდა ქვიდან.
შემდეგ შებრუნდა და უსიტყვოდ, თავის გამოქვაბულში შევიდა. მღვდელი კი, ამ სასწაულით გაოცებული და განსაცდელისაგან განთავისუფლებული, წავიდა და უქადაგა ზემოხსენებული სასწაული ყველას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და უბიწო მარიამის სადიდებლად...
აგაპიოს ლანდოსის წიგნი: "ცოდვილთა ხსნა"