მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პატერიკი
(ეპიზოდები მამათა ცხოვრებიდან)

 

საიქიოზე

 

საოცარი ამბავი თუ რა დიდი ძალა აქვს მიცვალებულთათვის ლოცვას.

 

 

წმინდა პავლეს სავანეში ცხოვრობდა მხცოვანი მონაზონი სახელად კონსტანტინე, წარმოშობით კუნძულ კეფალინიიდან. იყო სხვა მონაზონიც, დიმიტრი, ისიც ამავე მხარიდან.

ერთხელ მამა დიმიტრიმ წერილი მიიღო (მაშინ ტელეფონები არ არსებობდა), რომ დედა (მარიამი ერქვა) გარდაეცვალა.

იგი მამა კონსტანტინესთან მივიდა და უთხრა:

- მამაო კონსტანტინე, ძალიან გთხოვ, დედაჩემის სულისთვის ორმოცი დღე სკვნილზე ილოცე.

- აუცილებლად ვილოცებ, - უთხრა მან. თავდადებული მონაზონი ყოველ ღამეს სკვნილზე ლოცულობდა.

მეორმოცე დღეს, როცა მამა კონსტანტინე სენაკში იჯდა და სკვნილზე ლოცულობდა სიტყვებით: "უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე მხევალი შენი მარიამი", დაინახა, რომ მის სენაკში ერთი ქალი შევიდა (ეს გარდაცვლილი მარიამი იყო).

- დამლოცეთ მამაო.

- ღმერთმა დაგლოცოთ. შენ აქ საიდან გაჩნდი?

- ნუ შეცბუნდები, მამაო, მე აქ ღმერთმა გამომგზავნა.

- და რა გინდა?

- არაფერი არ მინდა, მხოლოდ მადლობა უნდა გადაგიხადო, რადგან შენმა ლოცვებმა დიდი სარგებელი მომიტანა და ჩემმა სულმა განსვენება ჰპოვა. მადლობელი ვარ, მამაო, მადლობელი ვარ! - და გაუჩინარდა.


წიგნიდან: "ათონის მთის ისიქასტური და სამოღვაწეო გარდამოცემა" - დან, ტომი I.