ერთხელ მაკარი ალექსანდრიელს ყურძნის მტევანი მიართვეს ძღვნად. წმინდა მამას ძალიან უნდოდა, ხილისთვის გემო გაესინჯა, მაგრამ რაკი თავშეკავების გამოჩენა სურდა, მტევანი ერთ-ერთ ძმას გაუგზავნა.
ბერს, რომელმაც ძღვნით უზომოდ გიახარა, ასევე გულით ეწადა ყურძნის შეჭმა, მაგრამ ნდომა დასძლია და მტევანი სხვა ძმას გაუგზავნა.
იმ ძმამაც, წინამორბედთა მსგავსად, მტევანი სხვას გაუგზავნა, თუმცა მასაც გულით ეწადა, ხილით დამტკბარიყო.
ამგვარად, ყურძნის მტევანმა მთელი საძმო ისე მოიარა, რომ არც ერთ ბერს მისთვის პირი არ დაუკარებია.
ბოლოს კი იმ ძმამ, რომელსაც უკანასკნელს ერგო მტევანი, იგი, როგორც ძვირფასი ძღვენი, კვლავ მაკარის მიართვა.
წმინდა მამამ მტევანი იცნო, ყოველივე წვრილად გამოიძია და გაოცებულმა განადიდა უფალი, რომელმაც საძმოს ასეთი თავშეკავება და მოთმინება მიმადლა.
დაბრუნებულ ხილს კი ღვთივსულიერმა ბერმა გემო მაინც არ გაუსინჯა.
წიგნიდან: (წმ. მამათა ცხოვრება)