საეკლესიო მსახურებათა წლიურ ციკლში ზატიკის პერიოდი განსაკუთრებული საზეიმო ხასიათით და თავისებურებით გამოირჩევა, რაც დაკავშირებულია მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომასთან და მის შემდგომ პერიოდთან, ამაღლებისა და სულთმოფენობის დღესასწაულთა ჩათვლით.
ზატიკის პერიოდი პირობითად სამ ნაწილად იყოფა:
1. ბრწყინვალე შვიდეული;
2. თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე;
3. ამაღლებიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე;
აქვე შევნიშნავთ, რომ ვნების შვიდეულის ოთხშაბათს, პირველშეწირულის ლიტურგიის დასრულების შემდეგ დიდი მეტანიები აღარ აღესრულება სულთმოფენობამდე, გარდა დიდი მეტანიებისა გარდამოხსნის წინ. რაც შეეხება მცირე მეტანიებს, საეკლესიო ტიბიკონით მისი აღსრულება ნებადართულია მთელი წლის განმავლობაში.
1.ბრწყინვალე შვიდეულში:
ა) საზოგადო, და კერძო ღმრთისმსახურებისას არ იკითხება ფსალმუნები (მათი კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრისა და ცისკრის ჟამნებზე)
ბ) დილა-საღამოს, ნაცვლად ლოცვანში მითითებული "დილისა და ძილის წინ" ლოცვებისა, იკითხება ჰასექის ჟამნი. შესაძლებელია აგრეთვე წაკითხულ იქნას პასექის კანონი თავისი ჩასართავებით.
გ) ზიარების წინა ლოცვებიდან დაიტევება. ფსალმუნები, „წმიდაო ღმერთო“, „ყოვლად-წმიდაო სამებაო“, „მამაო ჩვენო“ და მისი შემდგომი ტროპრები.
დ) პარაკლისები აღესრულება განსხვავებული თანმიმდევრობით, როგორც ეს მცირე ზატიკშია მითითებული (4. 66-69, 7, 508-517),
ე) I – III – VI – IX, სერობისა და შუაღამის ჟამნები ერთნაირი თანმიმდევრობით აღესრულება, ისე როგორც პასექის ჟამნი (L 520), ამასთან, თითოეული ეს მსახურება დაიწყება ასამაღლებლით და ჩამოლოცვით დასრულდება;
ვ) მწუხრის, ცისკრისა და ლიტურგიის დასაწყისი იქნება ისეთი, როგორი დასაწყისიც აქვს ცისკრის ჟამნს აღდგომის დღეს (3. 9, 4, 21-23)
ზ) ცისკარზე პასექის კანონს ემატება ღვთისმშობლის კანონი (რომელიც მითითებულია მენელსაცხებლე დედათა კვირის ცისკარზე). ჩასართავი ღვთისმშობლის ტროპარებს შორის და კანონის ბოლოს ნაცვლად „დიდება, აწ და“-სი, იქნება: "ყოვლადვლადწმიდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ". პასექის კანონის გალობისას ტროპარებს შორის ჩაერთვის „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ (მხოლოდ ეს სამი სიტყვა), ხოლო კატავასიის შემდეგ იგალობება ტროპარი: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით..."; I – IV – VII გალობებისას აღესრულება კმევა მღვდლის მიერ, ხოლო IX-ზე კი დიაკვნის მიერ.
თ) ლიტურგიაზე:
1. იგალობება აღდგომის ანტიფონები;
2. "შესვლად“ დიაკონი შემდგომად „სიბრძნით აღემართენისა“ ამბობს სიტყვებს: „ეკლესიასა შინა აკურთხევდით, ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაილისათა“.
გუნდი: „ეკლესიასა შინა აკურთხევდით, ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაილისათა“. შემდეგ კი გალობს:
ტროპარს: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით" - 1-გზის;
იპაკოს: „ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ ...";
კონდაკს: „დაღაცათუ ნებსით თვისით...";
3. „წმიდაო ღმერთოს" ნაცვლად იგალობება „რაოდენთა ქრისტეს მიერ...";
4. მიცვალებულთა კვერექსი - არ აღესრულება;
5. ნაცვლად „ღირს არს“-ისა. იგალობება: „ანგელოზი ღაღადებს“ და "განათლდი განათლდი";
6. განიცადე: "ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ", „ალილუია“ – 3-გზის;
7. შემდგომად სიტყვებისა: „შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით", ნაცვლად "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა", იგალობება ტროპარი: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით." – 1-გზის;
8. შემდგომად სიტყვებისა: „აცხოვნე უფალო ერი შენი" და "ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე", იგალობება ტროპარი: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით." – 1-გზის;
9. შემდგომად ამბიონის ლოცვისა, ნაცვლად „იყავნ სახელი უფლისა...", "დიდება, აწდა", „ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა..." და 33-ე ფსალმუნისა, იგალობება ტროპარი: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით 12-გზის, რის შემდეგაც:
მღვდელი: – „კურთხევა უფლისა თქვენზედა..."
გ უ ნ დ ი: ამინ!
მღვდელი: – „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“.
გ უ ნ დ ი: (დააბოლოვებს) "... და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
მღვდელი:(აღასრულებს ჩამოლოცვას): „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა, და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე“
გ უ ნ დ ი: ამინ!
მღვდელი: – აღამაღლებს ჯვარსთანაარსთან ერთად და 3-გზის იტყვის: „ქრისტე აღსდგა!“!
ტაძარში მდგომარენი მიუგებენ: – „ჭეშმარიტად აღსდგა".
გუნდი:- ტროპარი: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით..." – 3გზის.
და ჩვენ მოგვანიჭა ცხოვრება საუკუნო, თაყვანის-ეჰსცემთ მისსა მესამისა დღისა აღდგომასა:
მრავალჟამიერი!
2. თომას კვირიდან აღდბომის წარბზავნამდე:
ა) ყველა საზოგადო თუ კერძო მსახურება და დილა-საღამოს ლოცვები დაიწყება ტროპრის: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთი.“ – 3-გზის გალობით;
ბ) ღამისთევის მწუხრის დასაწყისში, შემდგომად ასამაღლებელისა იგალობება ტროპარი: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ – 3-გზის, ხოლო „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“ კი არ იგალობება;
გ) სადღეღამისო ციკლის ყველა მსახურებაზე (გარდა ღამისთევის მწუხრისა), შემდგომად ტროპრისა „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“ – 3-გზის, არსად არ დაიტევება „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“;
დ) ღამისთევის მსახურებაზე (მწუხრის ბოლოს) შემდგომად მღვდლის სიტყვებისა „კურთხევა უფლისა თქვენზედა ..."
გუნდი: ამინ, ტროპარი: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით..“ – 3-გზის;
–„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა...“ – 3-გზის;
–„უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ...“ – 2გზის;
და მედავითნე კითხულობს 6 ფსალმუნს!
ე) ლიტურგიაზე:
1. მესამე აღსავალს – „ნეტარებებს“ ჩაერთვის „მომიხსენენის“ 6 მუხლი ზატიკიდან დღესასწაულის კანონისა:
ორშაბათს I გალობიდან,
სამშაბათს IV გალობიდან,
ოთხშაბათს V გალობიდან,
ხუთშაბათს VII გალობიდან,
პარასკევს VIII გალობიდან,
შაბათს IX გალობიდან.
2. ზატიკში შვიდეულის დღეებში ხშირად მითითებულია „დღესასწაულის საკითხავები“, რომელშიც იგულისხმება ბოლო კვირა განზოგების, ამაღლების, ან სულთმოფენობის საკითხავები (და არა პასექის ან დიდ წმინდანთა დღესასწაულის საკითხავები).
3. ნაცვლად „ღირს არსი“-სა იგალობება „განათლდი, განათლდი–", გარდა ერგასის განზოგებისა და მისი წარგზავნისა.
4. იგალობება „წმიდაო ღმერთო“.
5. შემდგომად „მცირე შესვლისა“ ყველა დღეს იგალობება:
"მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა... აღდგომილო მკვდრეთით, მგალობელნი შენნი, ალილუია“, რის შემდეგაც იგალობება (წაიკითხება) ტროპარები და კონდაკები.
6. შვიდეულის დღეებში:
ა) სამოციქულოს წარდგომა და „ალილუია"-ს მუხლები ითქმის დღესასწაულისა, შემდეგ კი წმიდისა (თუკი აქვს).
ბ) სამოციქულო და სახარება წაიკითხება პირველად დღისა, შემდეგ კი წმიდისა (თუკი აქვს).
7. განიცადე: "ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ", „ალილუია“ – 3-გზის; (გარდა თომას კვირის შვიდეულისა, ერგასის განზოგებისა და მისი წარგზავნისა);
8. ნაცვლად საგალობლისა "ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ...", იგალობება ტროპარი: „ქრისტე აღსდგა მკედრეთით..." 1-გზის;
9. ლიტურგიის ბოლოს, შემდგომ ასამაღლებელისა: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა“,
გ უ ნ დ ი გალობს ტროპარს: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ – 3-გზის, ხოლო სადღეღამისო ციკლის სხვა მსახურებათა ჩამოლოცვისას კი - "დიდება, აწდა", უფალო შეგვიწყალენ“ – 3-გზის, „სახელითა უფლისათა ... გვაკურთხენ" და შემდგომი;
10. შვიდეულის ყველა დღეს მღვდელი აღასრულებს ჩამოლოცვას: "მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან...", ხოლო კვირა დღეებში კი, შემდგომად ჩამოლოცვისა გადასახავს რა ჯვარს მრევლს, 3-გზის იტყვის: "ქრისტე აღსდგა“! ტაძარში მდგომარენი მიუგებენ:
"ჭეშმარიტად აღსდგა“, რის შემდეგაც გუნდი გალობს ტროპარს „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...“ – 3-გზის; "და ჩვენ მოგვანიჭა ცხოვრება საუკუნო, თაყვანის-ვჰსცემთ მისსა მესამისა დღისა აღდგომასა;
ვ) არ იკითხება და არ იგალობება „მეუფეო ზეცათაო“ (ვიდრე სულთმოფენობამდე);
ზ) მცირე სერობაზე იკითხება ღვთისმშობლის კანონი პარაკლიტონიდან (თომას კვირას – I ხმისა, მენელსაცხებლეთა დედათა ზატიკის სერობის კანონის სამსაგალობელთან ერთად. ამასთან ის გალობები, რომლებიც მითითებულია ზატიკში, პარაკლიტონიდან დაიტევება. რაც შეეხება კვირა საღამოს სერობის ჟამნს, ნაცვლად ზატიკის სამსაგალობელისა, წაიკითხება კვირის ცისკარზე დატევებული წმიდის საცისკრო კანონი თვენიდან;
თ) I – II – VI – IX ჟამნები წაიკითხება ყოველდღიური "ღმერთი უფალის“ მსახურებისა, ხოლო შემდგომად ჟამნებისა წაიკითხება "ჟამნთა შედეგები“ (გარდა შაბათ-კვირისა და შვიდეულის დღეებში IV, V რანგის მსახურებისა). ამასთან I ჟამზე ნაცვლად "ზესთა მბრძოლისა..." იგალობება აღდგომის კონდაკი: "დაღაცათუ ნებსით თვისით...";
ი) ცისკარზე
1. კვირას არ იგალობება "უპატიოსნესსა", რაც შეეხება კვირის შვიდეულის დღეებს, ცისკრად "უპატიოსნესსა" იგალობება;
2. საცისკრო კანონთა გალობის წილ შვიდეულის დღეებში იგალობება "აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ" 1-გზის, ხოლო კვირის ცისკარზე 3-გზის.
3. პასექის კანონი იგალობება: მენელსაცხებლე დედათა, განრღვეულის, სამარიტელის და შობითგან ბრმის კვირიაკეთა ცისკარზე, თავისი ტროპარებითა და ღვთისმშობლის მუხლებით. ამასთან შემდგომად კატავასიისა, ტროპარი: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით..." არ იგალობება. რაც შეეხება თომას კვირას და შვიდეულის დღეებში IV და V რანგის მსახურებებს, კატავასიად იგალობება პასექის ძლისპირები;
4. საცისკრო კანონების გალობისას ჩაერთვის "უმცირესი" - "უგალობდით უფალსა“;
5. მე-19 კანონის ("სადიდებლის") ნაცვლად კვირა დღეებში (გარდა თომას კვირისა) იგალობება მე-17 კანონი (ნეტარიანი);
კ) ზატიკის საკითხავები თუ უერთდება თვენის საკითხავებს, ყოველთვის პირველად წაიკითხება ზატიკის საკითხავები, შემდეგ კი - თვენისა;
3. ამაღლებიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე:
ა) აღარ ითქმის ტროპარი: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...".
ბ) „მეუფეო ზეცათაო...“ პირველად იგალობება სულთმოფენობის ღამისთევის მწუხრზე.
ბ) ლიტურგიაზე:
1. ნაცვლად „ღირს-არსი“-სა იგალობება:
- ამაღლებიდან ამაღლების წარგზავნამდე (კვირა დღის ჩათვლით) – ჩასართავი – „ადიდებს სული ჩემი ქვეყანით ზეცად ამაღლებულსა...“ და ძლისპირი – "შევ ქალწულო მიუწთომელი ბუნებათა..."
– სულთმოფენობიდან სულთმოფენობის წარგზავნამდე;
ჩასართავი - "მოციქულთა რა იხილეს გარდამოსვლა..." და ძლისპირი – "გიხაროდენ შენ წმიდაო დედოფალო“.
2. ნაცვლად საგალობლისა „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ...“, იგალობება
– ამაღლებიდან ამაღლების წარგზავნამდე (კვირა დღის ჩათვლით): ტროპარი ამაღლებისა – „ამაღლდი დიდებით ქრისტე ღმერთო..“.