მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

შემდგომად შესრულებისა საღმრთოისა ლიტურღიისა , თანამდებ არს მღუდელი ესრეთ ყოფად

 

მეყვსეულად მღუდელმან, ანუ დიაკონმან , ზიარებისა დანაშთომი საღმრთოსა ხორცისა წმიდისა სასმისსა შინა კრძალულებით შთასწმიდოს , რომელ არა სადა გარდავარდეს . ეგრეთვე ოდიკსა , და შესახვევსა მისსა ზედა, მოკრიბოს ერთად ფეშხუმსა ზედა, და შთაწმედილი სასმისსა მიიღოს, და ოდიკი და შესახვევი ცეცხლსა, ანუ წყალსა ზედა არა განბერტყონ, რომელ მას ზედა თვინიერ საღმრთოისა ხორცისა სხვა არა რაი არს, და უგულს–მოდგინებითა სასიკუდინედ სცოდავენ

.

ხოლო შრომად სრულყოფისა განფრთხილებით მოძღვნან, და იხმიონ არა რაისა დატევებად, და ღრუბლითა ანუ ტილოითა მოსწმიდონ, და ღრუბელი სასმისა დაუტეონ, ხოლო სამსხვერპლოსა ზედა, ვიდრე ხმევათამდე სიწმიდისა, იყვნენ სანთელნი აღნთებულნი.

 

ხოლო ყოველი წმიდისა საკურთხეველისა მსახურნი, განსწავლულ იყვნენ მღვდლისაგან შიშით და ძრწოლით სწავლად გარემოს სამსხვერპლოისა, და წმიდისა ტრაპეზისა თაყვანის ცემასა რაჟამს იყვნენ მას ზედა საღმრთონი საიდუმლონი. ეგრეთვე შესახვევი ოდიკისა, ბარძიმ ფეშხუმისა წარსახოცელისა ტილოთურთ, ხელითა მღვდლისა, ანუ დიაკონისათა ხშირად განირეცხებოდენ საშინელსა ზედა საკურთხეველისასა, რამეთუ ამის მიერ ჭურჭელნი სიწმიდისანი, ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი და კოვზი ხშირად განიხოცებოდენ, რომელ მტვრისა ანუ სინოტიისა მიერ, არა უშვერ და განრყვნილ იქმნენ.

 

და შრომად სრულყოფისა, და ხმევისა საღმრთოთა საიდუმლოთა, განმრაცხველი შესამოსელთა სამღვდელოთა არა გამოვალს მყის, ვიდრემდის ლოცუაი სამადლობელი შემდგომად ზიარებისა არა სთქუას.

 

გამოსრული ეკლესიით მსწრაფლ საქმისა რომლისამე არა მიიქცეს, არამედ დაეყოვნოს ლოცვითა მადლობისათა, და ევედროს, რომელ ყოვლისა დღესა ეგრეთ ღირს ჰყოს იგი უფალმან. და მას უკვე დღესა რათა დაიცვას თავი თვისი ნამეტნავისა ჭამისა, სმისა, და ძილისაგან, და თანა ყოფისაგანცა მეუღლისა, რათა ტაძარ სულისა ქმნილმან, წმიდად დაიცვას სული თვისი.