1. ყველა საზოგადო თუ კერძო მსახურება და დილა-საღამოს ლოცვები დაიწყება ტროპარით:
"ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი." - 3-გზის
2. სადღეღამისო ციკლის ზოგიერთ მსახურებათა დასაწყისში:
მწუხრზე, 1 და 6 ჟამნებზე, ნაცვლად ლოცვისა "მოვედით თაყვანის-ვცეთ..." - 3-გზის, ითქმის
"ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი." - 3-გზის
ხოლო სადღეღამისო ციკლის დანარჩენ მსახურებებზე, ყველგან სადც ეგება "მოვედით თაყვანის-ვცეთ..." - 3-გზის, იგი არსად დაიტევება. მაგ: მე-3, მე-9, სერობისა და შუაღამის ჟამნებზე.
3. ღამისთევის მსახურებაზე, მწუხრის ბოლოს, შემდგომად მღვდლის სიტყვებისა "კურთხევა უფლისა თქვენზედა... გუნდი: ამინ! და ტროპარი:
"ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი." - 3-გზის. შემდეგ
"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა..." - 3-გზის და "უფალო ბაგენი ჩემნი აღაღვენ..." - 2-გზის და მედავითნე კითხულობს ექვსფსალმუნს.
4. ზატიკში, შვიდეულის დღეებში ხშირად მითითებულია დღესასწაულის საკითხავები, რომელშიც იგულისხმება ბოლო კვირა დღის, განზოგების, ამაღლების ან სულთმოფენობის საკითხავები ( და არა პასექის ან დიდ წმინდანთა დღესასწაულისა). ამასთან სამარიტელის კვირის შვიდეულის ზოგიერთ დღეებში და განზოგების დღესასწაულის შემდგომ პერიოდში, სიტყვა "დღესასწაული" გულისხმობს განზოგების საკითხავებს და არა სამარიტელისა.
მეტი სიცხადისათვის დავძენთ, რომ აკოლოთია სამარიტელისა იგალობება ოთხ დღეს: სამარიტელის კვირიაკეს, სამარიტელის შვიდეულის ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს, ხოლო ამავე შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს კი იგალობება აკოლოთია განზოგებისა.
შენიშვნა: განზოგება უფრო ადრე მოიწევა, ვიდრე სამარიტელის კვირა, ხოლო განზოგების დღესასწაული კი, სამარიტელის კვირის მომდევნო ოთხშაბათს წარიგზავნება (ზატიკი გვ. 191)
5. ლიტურგიაზე:
I) მესამე აღსავალს - "ნეტარებებს" ჩაერთვის "მომიხსენენის" 6 მუხლი ზატიკიდან:
ორშაბათს - I გალობიდან,
სამშაბათს - IV გალობიდან,
ოთხშაბათს - V გალობიდან,
ხუთსაბათს - VII გალობიდან,
პარასკევს - VIII გალობიდან,
შაბათს - IX გალობიდან,
ამასთან, თუ ამ დღეებში მოიწია მცირე წმიდის" - I რანგის მსახურება, წაიკითხება მხოლოდ 6 მუხლი ზატიკიდან.
II-IV რანგის მსახურებებზე ამ მუხლებს, წმიდის საცისკრო კანონის VI გალობის ოთხი მუხლი დაემატება.
II) "ღირს არს"-ის ნაცვლად იგალობება: "ანგელოსი ღაღადებს.." და "განათლდი, განათლდი...", გარდა ერგასის განზოგებისა და მისი წარგზავნისა, სადაც იგალობება სძლისპირი: "შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო..." (ზატიკი გვ.162)
III) იგალობება "წმიდაო ღმერთო:
IV) შემდგომად მცირე შესვლისა " შვიდეულის ყველა დღეს იგალობება "მოვედით თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღვთისაო აღდგომილო მკვდრეთით, მგალობელნი შენნი ალილუია", რის შემდეგაც წაიკითხება ან იგალობება ტროპარ-კონდაკები:
(I-II-III რანგებზე ტროპარი დღესასწაულისა, შემდეგ ღვთისმშობლისა ან ტაძრის წმიდისა და რიგის წმიდისა, კონდაკი ტაძრის წმიდისა, "დიდება" - რიგის წმიდისა "აწ და" - დღესასწაულისა.
V) შვიდეულის დღეებში:
სამოციქულოს წარდგომა და ალილუიას მუხლები ითქმის დღესასწაულისა, შემდეგ კი წმიდისა (თუკი აქვს). ამასთან "ალილუიას" ყველა მუხლი წაიკითხება.
სამოციქულო და სახარება წაიკითხება პირველად შვიდეულის დღისა, შემდეგ კი წმიდისა (თუკი აქვს).
VI) განიცადე: "ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ". "ალილუია, ალილუია, ალილუია" 3-გზის.
გარდა თომას კვირის შვიდეულისა, ერგასის განზოგებისა და მისი წარგზავნისა.
VII) ნაცვლად "ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ..." იგალობება ტროპარი:
"ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი." - 1-გზის.
VIII) ლიტურგიის ბოლოს შემდგომად მღვდლის ასამაღლებელისა: "დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა". გუნდი გალობს:
"ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი." - 3-გზის.
ხოლო სადღეღამისო ციკლის სხვა მსახურებათა ჩამოლოცვისას კი - "დიდება". "აწ და". "უფალო შეგვიწყალენ" 3-გზის. სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ და შემდგომი.
IX) შვიდეულის სადაგ დღეებში მღვდელი ასრულებს ჩამოლოცვას:
"მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან..."
ხოლო კვირა დღეებში კი შემდგომად ჩამოლოცვისა გადასახავს რა მრევლს ჯვარს 3-გზის იტყვის: "ქრისტე აღდგა", რაზეც ტაძარში მდგომარენი მიუგებენ: "ჭეშმარიტად აღდგა", რის შემდეგაც გუნდი გალობს:
"ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი." - 3-გზის
და ჩვენ მოგვანიჭა ცხოვრება საუკუნო, თაყვანის-ვსცეთ მისსა მესამისა აღდგომასა".
6. არ იკითხება და არ იგალობება ლოცვები: "დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა" და "მეუფეო ზეცათაო".
7. მცირე სერობაზე იკითხება ღვთისმშობლის კანონი პარკლიტონიდან (თომას კვირას მეორე ხმისა და ა.შ.)
I ხმის ათვლა საეკლესიო წლის განმავლობაში ყოველთა წმიდათა კვირიაკის შემდგომ პირველი კვირიდან იწყება, ანუ თვით ყოველთა წმიდათა კვირიაკეს შეესაბამება მე-8 ხმა.
ხსენებულ კანონებს, ზატიკის სერობის კანონის სამსაგალობელიც ემატება.
ამასთან ის გალობები, რომლებიც მითითებულია ზატიკში, პარაკლიტონიდან დაიტევება.
რაც შეეხება კვირა საღამოს სერობის ჟამნს, ნაცვლად ზატიკის სამსაგალობელისა, წაიკითხება კვირის ცისკარზე დატევებული წმიდის საცისკრო კანონი თვენიდან.
8. I-III-VI-IX ჟამნები წაიკითხება ყოველდღიური, "ღმერთი უფალი"-ს მსახურებისა,
ხოლო შემდგომად ჟამნებისა წაიკითხება "ჟამნთა შედეგები" (გარდა შაბათ-კვირისა და შვიდეულის დღეებში IV-VI რანგის მსახურებისა, ამასთან I ჟამნზე ნაცვლად "ზესთამბრძოლისა..." იგალობება აღდგომის კონდაკი: "დაღაცათუ ნებსით თვისით..."
9. I) კვირას არ იგალობება "უპატიოსნესა", ხოლო კვირის სხვა დღეებში იგალობება. (გარდა განზოგებისა, განზოგების წარგზავნისა და პასექის წარგზავნისა).
II) შვიდეულის დღეებში საცისკრო კანონთა გალობის წინ, 50-ე ფსალმუნის წაკითხვამდე იგალობება "აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ" 1-გზის, ხოლო კვირის ცისკარზე 3-გზის.
სადაგ დღეებში III, VI, VIII, IX გალობებზე კატავასიად იგალობება წმიდის საცისკრო კანონის ძლისპირი.
III) პასექის კანონი იგალობება: მენელსაცხებლე დედათა, განრღვეულის, სამარიტელის და შობითგან ბრმის კვირიაკეთა ცისკარზე, თავისი ტროპარებით და ღვთისმშობლის მუხლებით. ამასთან შემდგომად კატავასიისა ტროპარი "ქრისტე აღდგა მკვდრეთით..." არ იგალობება.
კვირა დღეებში კატავასია პასექის წარგზავნამდე არის "აღდგომისა დღე არს..." ( გარდა აღდგომიდან მე-6 კვირას და პასექის წარგზავნაზე იგალობება: "მხსნელსა ჩვენსა ღმერთსა..."
რაც შეეხება თომას კვირას და შვიდეულის დღეებში IV და V რანგის მსახურებებს, კატავასიად აქაც იგალობება პასექის ძლისპირები.
IV) აცისკრო კანონების გალობისას ჩაერთვის "უმცირესები" - "უგალობდით უფალსა".
V) სადიდებლის" - მე-19 კანონის ნაცვლად კვირა დღეებში იგალობება "ნეტარ არიანი" - მე-17 კანონის გამოკრებილი მუხლები.
გარდა თომას კვირისა და სულთმოფენობისა. ამაღლებას მე-19 კანონი იგალობება.
VI) დაწყებული თომას კვირიდან, კვირის სააცისკრო სახარებები წაიკითხება შემდეგი თანმიმდევრობით: 1-3-4-7-8-10
VII) როცა ზატიკის საკითხავები უერთდება თვენის საკითხავებს, ყოველთვის პირველად წაიკითხება ზატიკის, შემდეგ კი თვენის საკითხავები.