აკურთხევს სული ჩემი უფალსა, კურთხეულ ხარ შენ უფალო.
ფსალმუნი 102
1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა. კურთხეულ ხარ, შენ უფალო. აკურთხევს, სული ჩემი, უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა.
1. რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი.
2. რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
1. რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
2. ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
1. აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
2. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
1. არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
2. არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
1. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
2. რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
1. ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
2. რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
1. კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
2. რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
1. ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე.
2. რომელთა დაიმარხიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
1. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
2. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთა.
1. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
2. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
აკურთხევს, სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი სახელსა წმიდასა მისსა.
კურთხეულ ხარ შენ უფალო!
მცირე კვერექსი
დიაკვანი: - მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: – უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
გუნდი: – შენ უფალო.
მღვდელი: – რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ! დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა!
II ანტიფონი (145 ფსალმუნი)
1. აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა, ცხორებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
2. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი.
1. გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.
2. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისსა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა;
1. რომელმან ჰქმნნა ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი არს მას შინა;
2. რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ჰყვის სამართალი ვნებულთაი და ჰსცის საზრდელი მშიერთა.
1. უფალმან განჰხსნნის კრულნი; უფალმან განაბრძვნის ბრმანი.
2. უფალმან აღჰმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი;
1. უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს და გზაი ცოდვილთაი წარსწყმიდოს.
2. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლადმდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
მხოლოდშობილო, ძეო და ღვთისა სიტყვაო უკვდავო არსებავ! რომელმან ჩვენისა ცხოვრებისათვის ხორცნი შეისხენ, სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა უქცეველად განკაცნენ და ჯვარს ეცვი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნე, ერთო წმიდისა სამებისაო, მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა თანა დიდებულო, გვაცხოვნენ ჩვენ!
მცირე კვერექსი
დიაკვანი: - მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკვანი: - ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ უფალო.
მღვდელი: რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
უწყოდეთ რამეთუ, დიდთა მარხვათა აკურთხევსსა და აქებსსა არა ვიტყვით, არამედ შემდგომად ლოცვისა მის, მეუფეო უფალო იესუ ქრისტე ღმერთო ჩუენო, ზედამოურთავთ ტკბილითა ხმითა მომიხსენენსა, ხმაჲ, წ.
სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩუენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
მომიხსენენ ჩუენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.
მომიხსენენ ჩუენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაჲ.
მომიხსენენ ჩუენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ნეტარ იყვნენ რომელთა ჰშიოდის, და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ.
მომიხსენენ ჩუენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
მომიხსენენ ჩუენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
მომიხსენენ ჩუენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.
მომიხსენენ ჩუენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ.
მომიხსენენ ჩუენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ, და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის.
მომიხსენენ ჩუენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
გიხაროდენ, და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა.
მომიხსენენ ჩუენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
უკუეთუ იყოს დიდი მარხვაჲ, შეკრბებიან ორნივე გუნდნი, და იტყვიან: მომიხსენენ ჩუენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა და თვითოეულსა მუხლსა ზედა თვითოსა მუხლთმოდრეკასა ჰყოფენ.
ხოლო უკუეთუ მარხვაჲ არა იყოს, ვიტყვით:
დიდებაჲ, აწ და.
მომიხსენენ, ჩუენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
მომიხსენენ, ჩუენ მეუფეო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
მომიხსენენ, ჩუენ წმიდაო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
გუნდნი ზეცისა ძალთანი, გიგალობენ შენ, და იტყვიან: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა შენითა.
მუხლი: მოვედით მისა, და განათლდით, და პირსა თქუენსა არა რცხუენეს.
გუნდნი ზეცისა ძალთანი გიგალობენ შენ და იტყვიან: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა შენითა.
დიდებაჲ.
ბანაკნი წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთანი, და ყოველთა ზეცისა ძალთანი, გიგალობენ შენ, და იტყვიან: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა შენითა.
აწ და.
გუნდი: მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატეს-ზე და ივნო, და დაეფლა. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ!
1. ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა.
2. უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ.
3. განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.
4. გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე.
5. მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს.
6. ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი.
7. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი.
8. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.
9. გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა.
10. მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.
11. მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაი გასწაო თქუენ.
12. ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაი და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?
13. დააცხრვე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუვასა;
14. მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას.
15. თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;
16. პირი უფლისაი მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქუეყანით სახსენებელი მათი.
17. ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი.
18. მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.
19. მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან.
20. დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.
21. სიკუდილი ცოდვილთაი ბოროტ არს, ხოლო რომელთა სძულდეს მართალი, უშჯულოებენ.
22. იხსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა სცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას.
დიდებაჲ, აწ და.
და გამოლოცვაჲ.