მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წარდგომანი საცისკრო სახარების წინ

 

ხმა 1-ლი: აწ აღვდგე იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განვცხადნე მას ზედა.

მუხლი: სიტყვანი უფლისანი არიან სიტყვა წმიდა.

 

 

ხმა მე-2: განიღვიძე უფალო ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით რომელი ამცენ, და კრებული ერთა გარემოგადგეს შენ.

მუხლი: უფალო ღმერთო ჩემო შენ გესავ, მაცხოვნე მე.

 

 

ხმა მე-3: თქუთ წარმართთა შორის რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი რომელი არა შეიძრას.

მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა.

 

 

ხმა მე-4: აღდეგ ღმერთო შემეწიენ ჩვენ, და მიხსენ ჩვენ სახელისა შენისათვის.

მუხლი: ღმერთო ყურთა ჩვენთა გვესმა ჩვენ, და მამათა ჩვენთა გვითხრეს ჩვენ.

 

 

ხმა მე-5: აღდეგ უფალო ღმერთო ჩემო ამაღლდინ ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.

მუხლი: აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკვირველება შენი.

 

 

ხმა მე-6: უფალო აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად ჩვენდა.

მუხლი: რომელი ჰმწყსი ისრაელსა მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა.

 

 

ხმა მე-7: აღდეგ უფალო ღმერთო ჩემო ამაღლდინ ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.

მუხლი: აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკვირველება შენი.

 

 

ხმა მე-8: სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი თესლადმდე.

მუხლი: აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა.

 

 

საცისკრო სახარების შემდგომ:

 

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა უცოდუელსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა ჩუენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა.

 

 

50 ფსალმუნი

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

მოციქულთა ვედრებითა, მოწყალეო აღხოცენ ცოდუათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მოწყა-ლეო აღხოცენ ცოდუათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობი-თა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი და შემიწყალე მე ღმერთო.

 

აღდგა რა იესო განთიად, ვითარცა სთქუა პირველად, და მოგვანიჭა ჩუენ ცხოვრება საუკუნო და დიდი წყალობა.

 

წმიდაო ღმერთო, რომელმან ძისა მიერ შეჰქმენ ყოველნი სულითა წმიდითა, წმიდაო ძლიერო რომლისაგან მამა ვიცანთ და სული წმიდა სოფლად მოვიდა და გვიხსნა, და წმიდაო უკვდაო სულო, რომელი მამისაგან გამოხვალ და ძისა თანა განისვენებ, დიდება შენდა სამებაო წმიდაო!