მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პირველშეწირული ტარიგის დამზადება

 

ოთხშაბათისა და პარასკევის ტარიგი მზადდება წინა კვირას. თუ ჩვეულებრივი წირვისათვის ჩვენ გვინდა სულ 5 სეფისკვერი, ეხლა უნდა ავიღოთ შვიდი, ე.ი. ემატება 2 ტარიგი ოთხშაბათი და პარასკევისათვის.


ჩვეულებრივი წესით პირველ ტარიგს; დავიწყებთ: მოსახსენებლად უფლისა... და დავამთავრებთ: ერთმან მხედართმთავარმან ლახვრითა... და ჩავასხამთ ბარძიმში ღვინოს და წყალს. მთელი ეს წესი უნდა შევასრულოთ მეორე და მესამე ტარიგზე ღვინისა და წყლის ჩასხმით და ამ ტარიგებს დავდებთ ფეშხუმზე პირველთან. შემდეგ მოდის ღვთისმშობლის სეფისკვერი: შემდეგ 9-დასთა სეფისკვერი, შემდეგ ცოცხლებისა და ბოლოს მიცვალებულთა: სულ 7 სეფისკვერი. შესაძლებელია მოხდეს სხვა შემთხვევა: დიდ მარხვაში ორშაბათს, სამშაბათს ან ხუთშაბათს დაემთხვას რომელიმე დღესასწაული (გარდა ხარებისა), მაგალითად: 40 მოწამისა, ან მეხუთე შვიდეულის ხუთშაბათი. ამ შემთხვევაში უნლა დაამზადო არა სამი, არამედ ოთხი ტარიგი. კვირა დღეს, როდესაც ფეშხუმზე მდებარეობს სამი ან მეტი ტარიგი წირვა მიდის ჩვეულებრივად. კურთხევის დროს სამივე ტარიგს ერთად გადავსახავთ – ჯვარის სახეს და იტყვის: და ჰყავ უკვე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა.


დაიმახსოვრეთ: ცალკე კი არ ვაკურთხევთ თითო ტარიგს, არამედ ყველას ერთად, ერთ ჯვარის სახეს გადავსახავთ. როდესაც ვიტყვით: "წმიდაა წმიდათა“ - ავამაღლებთ არა ერთ ტარიგს, არამედ ყველას ერთად. შემლედ ჩვეულებრივ გავტეხთ ერთ ტარიგს: "იესოს ჩაუშვებთ ბარძიმში. ოთხშბათისა და პარასკევის წმიდა ტარიგებს არ გავტეხთ, არამედ თითეულ ტარიგზე ოთხივე გვერდიდან კოვზით ჩაუშვებთ სისხლს და შევინახავთ ორივე ტარიგს სანაწილეში; ერთს ოთხშაბათისათვის და მეორეს პარასკევისათვის. ეს სანაწილე კარგად უნდა იხურებოდეს, რომ მას არ მიეკაროს ბუზი და თაგვი.