წმიდასა და დიდსა ორმეოცსა, რაჟამს ეგულვებოდეს მღვდელსა ყოფად პირველ შეწირული, ჰკვეთოს კვირიაკესა და ჰყოს ჩვეულებისაებრ. და შემდგომად კვეთისა პირველისა პურისა და დაკლვისა და განღებისა, ჰკვეთოს მეორე პური და ჰსთქვას თვითეულსა ზედა ესე:
მოსახსენებლად უფლისა;
ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგვარა;
დაიკლვის ტარიგი ღმრთისა;
ერთმან მხედართაგანმან ლახვარითა განაღო გვერდი მისი
ეგრეთვე შთაასხამს წმიდასა შინა სასმისსა ღვინოსა და წყალსა, და იტყვის ჩვეულებისაებრ, და დააფარებს სამღვდელოთა დაფარნათა. და უკმევს, და იტყვის ლოცვასა წინადაგებულისასა. და ესრეთ იწყების საღმრთო ლიტურღია, და აღესრულების ვითარცა ჩვეულება არს.
ხოლო რაჟამს ენებოს კურთხევა პურისა შემდგომად მოწოდებისა სულისა წმიდისა, ჰსთქუას:
და ჰყავ უკუე პური ესე: ერთისათვის, რამეთუ ერთი არს ქრისტე, და არა პურნი ესე, მრავალ რიცხვად არა ჰსთქვას. და რაჟამს ეგულვებოდეს ამაღლება ტარიგთა, აღამაღლოს ყოველი ერთად, და განჰყოს შეწირული პირველი პური, და ჰშთაასვენოს ნაწილი წმიდასა შინა სასმისსა, და შთაასხას მდუღარება, ვითარცა ჩვეულ არს.
ეგრეთვე აღიღებს წმიდასა კოვზსა მარჯვენისა ხელითა. დალტობილსა წმიდასა შინა სისხლსა, ხოლო მარცხენითა ხელითა მიიღებს თვითოეულსა პურსა, და აღმოიღებს წმიდასა კოვზსა წმიდით სისხლით დალტობილსა, და ჰშთაუშვებს მას წმიდასა პურსა შინა ჯვრის სახედ, ქვეშე კერძო დასახულისა მის ჯვრისა, ლბილსა მას შინა, და შთასდებს სანაწილესა. ეგრეთვე მიიღებს მეორესა, და ჰყოფს ეგრეთვე თვითეულსა ზედა, და დაჰკრძალავს მათ ყოველთა სანაწილესა შინა. შემდგომ მღვდელი ილოცავს და ეზიარების, ვითარცა ჩვეულება არს, და აღესრულების საღმრთო მღვდელმოქმედება განწესებისაებრ.
ხოლო რაჟამს ეგულვებოდეს მღვდელსა მოქმედებად პირველ შეწირულისა, შევალს წმიდასა შინა საკურთხეველსა შეიმოსს სამღვდელოსა სამკაულსა, ჯვარსა დასახავს და ემთხვევის მხოლოდ, არა რაისა მთქმელი გარნა: უფლისა მიმართ ვილოცოთ. თვითეულსა სამკაულსა ზედა იტყვის.
და ისწავებს დიაკონი ჟამსა და განვალს. და დასდგების ჩვეულებისაებრ ადგილსა და იტყვის: გვაკურთხენ მეუფეო.
მღვდელმან ასამაღლებელი: კურთხეულ არს მეუფება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: მოვედით თაყვანი-ვსცეთ (3-გზის)
და ითქმის წინა დასაწყისი ფსალმუნი, ხოლო მღვდელი წარიკითხავს ლოცვათა განმანათლებელთა, რომელ არიან მწუხრისანი - მეოთხე ლოცვითგან, ვინაიდან პირველნი სამნი ლოცვანი წარიკითხვიან შემდგომად კვერექსებისსა. ოდესცა ფსალმუნი აღსრულდების, დიაკონი იტყვის დიდსა კვერექსსა.
და შემდგომად ასამაღლებელისა ვფსალმუნებთ: ჭირსა ჩემსა. და იქმნების თაყვანის-ცემა ალილუიასა ზედა. ხოლო თვითოეულსა აღსავალსა, ითქუმის კვერექსი მცირე, დიაკონის მიერ და ასამაღლებელი მღვდლის მიერ. ხოლო დაწყებასა ფსალმუნისასა შევალს მღვდელი წმიდასა შინა საკურთხეველსა, განხსნის წმიდა ოდიკსა და აღმოიღებს პირველ შეწირულსა პურსა სანაწილისაგან და დასდებს კრძალულებითა მრავლითა წმიდას ზედა ფეშხუმსა. უკმევს გარემო 3-გზის და წარასვენებს სამკვეთლოსა ზედა, და შთაასხამს წმიდასა შინა სასმისსა ღვინოსა და წყალსა ჩვეულებისაებრ, არა რაისა მოქმედი. და მიიღებს სასაკმევლესა, უკმევს ვარსკვლავსა და დაფარნათა დააფარებს, არა რაისა მოქმედი, არცა ლოცვასა წინადაგებისასა, არამედ:
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ.
ხოლო უკეთუ მცხეთა-თბილისის ეპარქია იყოს, ასე ითქმის: ლოცვითა უწმიდესისა და უნეტარესისა მეუფისა ჩვენისა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ.
ხოლო თუ სხვა ეპარქია იყოს და საკათედრო ტაძარში აღესრულებოდეს წირვა განახლებისა, მაშინ მღვდელი იტყვის: ლოცვითა ყოვლადუსამღვდელოესისა (ან მაღალყოვლადუსამღვდელოესისა) მეუფისა ჩვენისათა, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ. და უკეთუ ეპარქიის საკათედრო ტაძარი არ იყოს, მაშინ: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ.
რამეთუ პირველ შეწირული არს და აღსრულებულ ესე ძღვენი. შემდგომად კანონისა - "უფალო ღაღად-ვჰყავსა" ხმასა ზედა თვითხმოვანსა დღისასა აღვიღებთ მუხლთა 10 და 3-გზის თვითხმოვანი. ეგრეთვე მოწამეთა, და 3-გზის მსგავსადნი მარხვისანი, 3 თვენისა. ერთი მუხლი 3-გზის. დიდება, აწდა. ღმრთისმშობელისა. გამოსლვა თვინიერ სახარებისა. ხოლო რაჟამს ეგულვებოდეს წარკითხვა სახარებისა, დღესასწაულსა ეკლესიისასა, გინა წმიდისასა - მაშინ გამოსლვასა ვჰყოფთ სახარებითა.
დიაკონმან: სიბრძნით, აღემართენით.
მგალობელთა: ნათელი მხიარული
დიაკონმან: მოხედენ
მღვდელი: მშვიდობა ყოველთა
მგალობელთა: და სულისაცა შენისათანა
დიაკონმან: სიბრძნით
მკითხველმან: წარდგომა. და შექმნათა საკითხავი. და მეორე წარდგომა.
და მერმე მაღლისა ხმითა დიაკონმან: ჰბრძანეთ.
ხოლო მღვდელი აღიღებს ორთავე ხელითა სასაკმევლესა, და სასანთლესა სანთლითა, დასდგების წინაშე წმიდისა ტრაპეზისა, მხედველი აღმოსავალად, და გამოსახავს ჯვარსა, და იტყვის: სიბრძნით, აღემართენით.
ეგრეთვე მოიქცევის დასავალად, ერისა მიმართ და იტყვის: ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა.
მკითხველმან: იგავთა საკითხავი.
დიაკონმან: მოხედენ
შემდგომად საკითხავის აღსრულებისა ჰსთქვას მღვდელმან: მშვიდობა შენდა.
დიაკონმან: სიბრძნით
მკითხველი იგალობებს: წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე. აპყრობა ხელთა ჩემთა - მსხვერპლ სამწუხროდ.
და შემდგომად მკითხველისა გალობისა, მგალობელთა იგალობონ იგივე: წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე. აპყრობა ხელთა ჩემთა - მსხვერპლ სამწუხროდ.
მუხლი ა: უფალო ღაღად-ვჰყავ შენდამი, ისმინე ჩემი. მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.
მგალობელთა: წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე. აპყრობა ხელთა ჩემთა - მსხვერპლ სამწუხროდ.
მუხლი ბ: დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა, და კარი ძნელი ბაგეთა ჩემსა.
მგალობელთა: წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე. აპყრობა ხელთა ჩემთა - მსხვერპლ სამწუხროდ.
მუხლი გ: ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა, მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა.
მგალობელთა: წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე. აპყრობა ხელთა ჩემთა - მსხვერპლ სამწუხროდ.
მკითხველი: წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე.
მგალობელთა: აპყრობა ხელთა ჩემთა - მსხვერპლ სამწუხროდ.
შვენის უწყებად - რაჟამს მკითხველი გალობდეს: წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, ყოველნი ერნი, მყოფნი ეკლესიასა შინა და საკურთხეველსა, მოსდრკებიან მუხლთა ზედა ვედრებად. ხოლო რაჟამს იწყონ: აპყრობა ხელთა ჩემთა - მსხვერპლ სამწუხროდ - აღსდგებიან. ხოლო შემდგომთა მუხლთა წარემართება გალობისათა, ოდეს რომლისაცა კერძოსა მგალობელნი გალობდენ ყოველნი მუნ კერძოსანიერნი მდგომარე არიან. ხოლო მეორე მგალობელნი და მის კერძონი მოსდრკებიან მუხლთა ზედა. ხოლო მღვდელი დასდგების საკურთხეველსა შინა წინაშე წმიდისა ტრაპეზისა. მიიღებს სასაკმეველსა საკმეველითა და უკმევს. ხოლო უკანასკნელსა წარემართესა ზედა, მისცემს სასაკმეველსა, და თვით მღვდელი მოსდრკების მუხლთა ზედა ვედრებად. შემდგომად აღსრულებისა წარემართესისა ვჰყოფთ თაყვანის-ცემასა 3-გზის.
ესრეთ დიაკონმან ჰსთქვას კვერექსი: ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა, და შემდგომი.
ხოლო დიდსა გამოსლვასა: აწ ძალნი ცათანისასა.
ლოცვა ქერუბიმთა არა ითქუმის არამედ აკმევს მღვდელი და იტყვის 50-ე ფსალმუნსა. და შემდგომად გამოსვენებისა წმიდისა ძღვენისა და აღსრულებისა აწ ძალნი ცათანისა ვჰყოფთ თაყვანის-ცემასა 3-გზის, მყოფნი ქუდ მოხდილ.
ხოლო მღვდელი აღიღებს დაფარნათა წმიდათაგან ძღვენთა და დააფარებს დიდსა დაფარნასა.
რაჟამს ეგულვებოდეს ამაღლება წმიდისა პურისა, არა აღხდის სიწმიდეთა, არამედ მასვე დაფარნასა შინა ქვეშე საღმრთოსა მყოფსა ძღვენსა არა აღიღებს მღვდელი ხელითა თვისითა, არამედ შეეხების საღმრთოსა პურსა კრძალულებითა და შიშითა.
და ოდეს იტყვის დიაკონი: მოხედენ.
ხმამაღლად მღვდელმან: პრველ შეწირული წმიდაა წმიდათა.
და შემდგომი წესისაებრ, და აღესრულების წმიდა ლიტურღია, ვითარცა განწესებით უჩენს.