კვირიაკესა მწუხრად, ხმა 4
ტროპარი:
ზეცისა მხედრობათა მთავარ-ანგელოსნო გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ხელ აღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.
ღმრთისმშობლის:
რომელი აღიზარდე ტაძარსა შინა, წმიდასა წმიდათასა, შემოსილი სარწმუნოებითა და სიბრძნითა, და უფროისად ქალწულებითა, მთავარანგელოზმან გაბრიელ მოგართვა ზეგარდამო მოკითხვაჲ: გიხაროდენ, გიხაროდენ, ყოვლად-დიდებულო კურთხეულო, გიხაროდენ უფალი შენთანა.
კონდაკი, ხმა 2:
მთავარ-ანგელოსნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოსთა-მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო უმჯობესისა ჩუენცა გვიოხეთ დიდისა მის წყალობისა უხორცოთა ძალთა ერის მთავარნო.
ორშაბათსა მწუხრად, ხმა 3
ტროპარი:
ხსენება მართლისა ქებით აღესრულებით, ხოლო შენდა კმა არს წამება უფლისა, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ, წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლისცემად და იწამე ჭეშმარიტებისათვის, და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორითა და სიხარულით ახარე გამოჩინებული, და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.
ღმრთისმშობლის:
საღმრთოისა ბუნებისა ზიარ ვიქმნენით შენ მიერ ღვთისმშობელო, მარადის ქალწულო, რამეთუ ღმერთი გვიშევ ჩვენ ხორცშესხმული, ამისთვის ჯერისაებრ ღირსად გადიდებთ.
კონდაკი, ხმა 8:
უფალო წინამორბედი შენი და ნათლისმცემელი შეამკევ მადლითა შენ-მიერითა და განაბრწყინვე იგი სულითა წმიდითა, და მნათობად დიდად მოჰმადლე სოფელსა, რათა უძღოდეს დაბნელებულთა ღმრთეებისა შენისა ნათლისა მიმართ წარუვალისა.
სამშაბათსა მწუხრად, ხმა 1
ტროპარი:
აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.
ღმრთისმშობლის:
მეოხებაი შენი გვაქუს ჩუენ, ყოვლადწმიდაო, ლოცვითა შენითა ვიხსენებით ბოროტთაგან, ჯუარითა ძისა შენისაითა ყოველთაგან დაცულნი, ჯერისაებრ შენ ყოველნი გადიდებთ.
კონდაკი, ხმა 4:
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენი მოგუანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღვთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევა მომადლე მას ბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძელველი, ჯუარი შენი ყოვლადძლიერი.
ოთხშაბათსა მწუხრად
ტროპარი, ხმა 3:
მოციქულნო წმიდანო ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.
ტროპარი, ხმა 4:
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ღმრთისმშობლის:
სიტყვასა მამისასა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, შენგან განხორციელებულად გიცნობთ, ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო კურთხეულო, ამისთვისცა დაუცხრომელად შენნი მგალობელნი გადიდებთ.
კონდაკი, ხმა 3:
მტკიცენი და ღმრთის-მეტყველნი, ქადაგნი და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითუალენ უფროს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა, მხოლოო რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.
სხვა კონდაკი ნიკოლოზისა, ხმა 3:
მირონით გამო წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსნენ უბრალონი სიკუდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.
ხუთშაბათსა მწუხრად
ტროპარი, ხმა 1:
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
ჯუარ-ღმრთისმშობელისაი:
მეოხებაი შენი გუაქუს ჩუენ, ყოვლადწმინდაო, ლოცვითა შენითა ვიხსნებით ბოროტთაგან, ჯუარითა ძისა შენისათა ყოველთაგან დაცულნი, ჯერისაებრ შენ ყოველნი გადიდებთ.
პარასკევსა მწუხრად
წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინასწარმეტყველნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, რომელთა ღვაწლი კეთილად მოიღვაწეთ და სარწმუნოებაჲ დაიმარხეთ, კადნიერებაჲ გაქუს მაცხოვრისა წინაშე, მას ევედრენით სანატრელნო, ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა.
მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ წყალობით მონანი შენნი, რაოდენიცა სოფელს შინა ცოდეს, შეუნდვენ, რამეთუ არავინ არის უცოდველ, გარნა შენ მხოლოო, რომელსა ძალ-გიც მიცვალებულთა მიცემად განსვენებაჲ.
ღმრთისმშობლის
წმიდაო დედაო უხრწნელისა ნათლისაო, ანგელოზთა გალობითა გაქებთ და გადიდებთ შენ, მეოხ გვეყავ ჩუენ.
კონდაკი, ხმა 8
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, მონათა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარებაჲ, არა ურვა, არცა სულთქმაჲ, არამედ სიხარული და ცხოვრებაჲ იგი დაუსრულებელი.