მღვდელი (დახურული აღსავლის კარის წინ): "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი"
მედავითნე: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ ჩუენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ 3-გზის
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ. უფალო, გვიჴსნენ და გვილხინენ ცოდავათა ჩუენთაგან. მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ 3-გზის.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი. მოვედინ სუფევაჲ შენი; იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა; პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდება
მედავითნე: უფალო, შეგჳწყალენ 12-გზის,
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
1. ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.
2. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა.
3. მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!
4. გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი.
5. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყუანის-გცემთ შენ, დიდების-გმეტყუელებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათჳს. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა-მპყრობელო, უფალო ძეო, მხოლოდშობილო იესუ ქრისტე, და წმიდაო სულო, უფალო ღმერთო, კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმხუმელო ცოდვათა სოფლისათაო, მიწყალენ ჩუენ, რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი, მიითუალე ვედრებაჲ ჩუენი. მჯდომარეო მარჯუენით მამისათაო, მიწყალენ ჩუენ. რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, შენ მხოლოჲ უფალი იესუ ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა, ამინ. თჳთოეულსა ღამესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე. უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩუენ ნათესავითი-ნათესავადმდე. მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა. უფალო, შენ შეგევედრე, მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი, მოგუფინე წყალობაჲ შენი მცნობელთა შენთა ზედა.
და ღირს-მყვენ ჩუენ, უფალო, ღამესა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ, დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ. იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო, გულისჴმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი. უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე. ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შუენის გალობაჲ, შენდა შუენის ქებაჲ, შენდა დიდებაჲ შუენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
გუნდი: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მედავითნე: წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მღვდელი: "რამეთუ შენი არს სუფევა..."
მედავითნე: ამინ.
კონდაკი დღისა:
"უფალო შეგვიწყალენ" - 40 გზის.
ლოცვა:
"რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა, მარადის, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყუანის-იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, ცხოველო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა მართალი გიყუარს და ცოდვილთა სწყალობ, რომელმან ყოველთა გჳწოდე ცხორებად აღთქუმითა მით ყოფადთა კეთილთა შენთაჲთა, შენ, უფალო, შეიწირე ლოცვაჲ ჩუენი ჟამსა ამას, წარჰმართე ცხორებაჲ ჩუენი მცნებათა შინა შენთა, სულნი ჩუენნი წმიდა ჰყვენ, ჴორცნი - უბიწო, გონებანი განგჳწმიდენ და გულისსიტყუანი განგჳმართლენ, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, ძჳრთა და სალმობათაგან, და შემზღუდენ ჩუენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, რაჲთა, დაბანაკებითა მათითა დაცულნი და ძღუანებულნი, მივიწინეთ ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა უხილავისა დიდებისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
"უფალო შეგვიწყალენ" - 3 გზის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
უპატიოსნესა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ!
მღვდელი: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა..." და აღასრულებს წმ. ეფრემ ასურის ლოცვას 16 მეტანიით წესისამებრ.
მედავითნე: წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მღვდელი: "რამეთუ შენი არს სუფევა..."
მედავითნე: ამინ.
"უფალო შეგვიწყალენ" –12-გზის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა:
უბიწოო, შეუგინებელო, უხრწნელო, ღვთისა სძალო დედოფალო, რომელმან დიდებულითა შობითა შენითა კაცნი ღმერთსა შეაერთნენ და განგდებული ბუნება ნათესავისა ჩუენისა ზეცისა ძალთა შეაერთე, უსასო ქმნილთა სასოებაო, მბრძოლვილთა შემწეო, განმზადებულო ხელის აღმპყრობელო შენდა მოლტოლვილთაო და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელო. ნუ მომიძაგებ მე ცოდვილსა ამას, რომელმან შეკრებითა ბილწთა გულისთქმათა, ყოვლითურთ სიტყვით და საქმით თავი ჩემი უცხო ვყავ, გემოსა და უდებებასა მეცნიერებით დავემონე, არამედ ვითარცა კაცთნოყვარე და დედა კაცთმოყვარისა ღვთისა, მოწყალე იქმენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა. შეიწირე მწიკვლევანთაგან ბაგეთა შეწირული ვედრება ჩემი, მხედველმან ძისა შენისა, მიმართ, მეუფისა და უფლისა ჩუენისა, დედობრივისა კადნიერებისამან, შეიწირე, რათა განმიხვნეს მე ნაწლევნი თვისისა სახიერებისა და კაცთმოყვარებისანი და უგულებელ-ყვნეს ჩემნი აურაცხელნი შეცოდებანი. მომაქციე მე სინანულად და მცნებათა მისთა მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე მე და მექმენ მე კეთილისმოყვარე, მარადის თანალმობილ მოწყალე და აწინდელსა ამას ცხოვრებასა მხურვალე ზედამდგომელ და შემწე, წინააღმდგომთა ძალთა მაოტებელ და ცხოვრებისა მიმართ წარმმართებელ, და ჟამსა განსვლისა ჩემისასა შეეწიე უბადრუკსა სულსა ჩემსა, და ბნელნი იგი პირნი ბოროტთა ეშმაკთანი შორს განიოტენ ჩემგან. ხოლო საშინელსა მას დღესა განკითხვისასა, საუკუნოსა სასჯელისაგან მიხსენ და გამოუთქმელსა მას დიდებასა ძისა შენისასა და ღვთისა ჩვენისასა მკვიდრად გამომაჩინე, რომლის მი-მცა მთხვეულ ვართ, დედოფალო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეწევნითა და შუამდგომელობითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა:
მომეც ჩვენ მეუფეო, ძილად მისვლაი ესე განსასვენებლად სულისა და ხორცთა, დამიცვენ ჩვენბნელისაგან წყვდიადისა, ძილისაგან ცოდვათასა, და ღამითისა ბნელისა გემოვნებითისა. დააცხვრე ზედა მოსვლანი ვნებათანი, დაშრიტენ განხურვებულნი ისარნი ბოროტთანი ჩემდა მომართ აღძრულნი მზაკვარებითა, ხორცთა ზედა აღდგომაი დააყენე და ყოველნი ქვეყნიერნი და ნივთიერნი ზრუნვაი დააძინე, მომეც ჩვენ ღმერთო მღვიძარეი გონებაი, სიწმიდე გულის სიტყვისა, გულის სიფრთხილეი, ძილი მსუბუქი, და ყოვლისაგან ოცნებისა განყენებულნი, აღმადგინენ ჩვენ ჟამსა ლოცვისასა განმტკიცებულნი მცნებათ შინა შენთა, მქონებელნი შეუგინებლად თავთა შორის ჩვენთა განკითხვათ შენთნი, და ღამე ყოველი ქებად შენდა მოგვმადლე, რათა მოუკლებელად უგალობდე, ვაქებდე და ვაკურთხევდე ოვლადწმიდასა და დიდად მშვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა:
უფროსად დიდებულო, კურთხეულო ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო, შეიწირე ლოცვაი ჩვენი წინაშე ძისა შენისა, და ღმრთისა ჩვენისა, რათა შენ მიერ შეიწყალნეს სულნი ჩვენნი.
ლოცვა:
"სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა".
მღვდელი: "დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა".
გუნდი: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
"უფალო შეგვიწყალენ" -3-გზის.
სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ!
მღვდელი: მცირე ჩამოლოცვა.