მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდებამაღალიანი

 

 

კვირის ცისკარზე

 

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ.

თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ,
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ,
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.

 

 

სადაგი დღის ცისკარზე

 

დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყუანის-გცემთ შენ, დიდების-გმეტყუელებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათჳს. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა-მპყრობელო, უფალო ძეო, მხოლოდშობილო იესუ ქრისტე, და წმიდაო სულო, უფალო ღმერთო, კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმხუმელო ცოდვათა სოფლისათაო, მიწყალენ ჩუენ, რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი, მიითუალე ვედრებაჲ ჩუენი. მჯდომარეო მარჯუენით მამისათაო, მიწყალენ ჩუენ. რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, შენ მხოლოჲ უფალი იესუ ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა, ამინ.

თჳთოეულსა ღამესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი-უკუნისამდე. უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩუენ ნათესავითი-ნათესავადმდე. მე ვთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა. უფალო, შენ შეგევედრე, მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი, მოგუფინე წყალობაჲ შენი მცნობელთა შენთა ზედა.

და ღირს-მყვენ ჩუენ, უფალო, ღამესა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ, დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ. იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო, გულისჴმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი. უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე. ქმნულსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შუენის გალობაჲ, შენდა შუენის ქებაჲ, შენდა დიდებაჲ შუენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.