კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
გუნდნი ანგელოზთანი განჰკვირდეს რაჟამს გიხილეს შენ მკვდართა თანა შერავხილ, და სიკვდილისა ძალისა დამარღვეველად, და ადამის აღმადგინებლად, და ქვესკნელისა პყრობილთა ჯოჯოხეთით აღმომყვანებელად, ქრისტე ღმერთო ყოვლად ძლიერო და მადლობით გიგალობდეს შენ.
კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ჵ მოწაფენო ქრისტესნო მენელსაცხებელნო დედანო, რასათვის ტირილითა, განზავებთ ცრემლთა ელვარე ანგელოსთა, ეტყოდა მენელსაცხებლეთა დედათა, იხილეთ და განიცადეთ საფლავი ქრისტეს ღვთისა, რამეთუ აღდგა იგი მკვდრეთით დიდებით, და აცხოვნა ყოველი სოფელი.
კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ფრიად მსთუად მირბიოდეს საფლავად მენელსაცხებელნი დედანი ტირილად, ანგელოზმან ახარა, არა არს ჟამი ესე გოდებისა, აწ უკუე ნუ სტირთ სანატრელნო,, არამედ მიუთხართ მოციქულთა, აღდგომა ქრისტეს მეუფისა, და სიხარული ყოვლისა სოფლისა.
კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
დედანი რომელნი განთიად მოსრულნი იყვნენ ტირილად, საფლავსა უფლისასა ჰრქვა ანგელოსმა: რასათვის მკუდართა თანა ეძიებთ ცხოველსა მას და უკვდავსა, რამეთუ აღდგა ვითარცა ღმერთ არს, საფლავით ყოვლად ძლიერი, და იხსნა ადამ ნათესავითურთ, და დახსნა სიკვდილისა მოქლონნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
თაყვანის-ვსცემთ მამასა ძით და სულიწმიდითურთ, სამებით ერთარსებით, სამთვითებასა სამგვამოვნად ცნობილსა, მამასა ღმერთსა დაუსაბამოსა, და ძესა ღმერთსა თანა სწორსა, და სულსა წმიდასა ღმერთსა და ვიტყვით, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ სამებაო ერთარსებაო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ცხოვრება ადამისი, ბრალთა დამხსნელი გვიშევ ჵ ღვთისმშობელო, და ევას მწუხარება უოხჭნოთა აღავსე, რამეთუ შენგან შობილმან ღმერთმან, ხრწნილება მათი უხრწნელ ჰყო, იშუა რა ორითა ბუნებითა, ღმერთი სრული და კაცი სრული, და კუალად მაგნა მუნვე სამოთხედ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო დიდება შენდა.