მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
ფსალმუნი 53
1. ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე.
2. ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.
3. რამეთუ უცხონი აღსდგეს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა.
4. აჰა ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა.
5. მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი.
6. და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ.
7. რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან, მიხსენ მე და მტერთა ჩემთაი იხილა თუამლან ჩემმან.
ფსალმუნი 54
1. ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისაი და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა.
2. მომხედენ მე და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი.
3. ხმითა მტერისაითა და ჭირითა ცოდვილისაითა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უშჯულოებითა და რისხვით მითქუმიდეს მე.
4. გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისაი დამეცა ჩემ ზედა.
5. შიში და ძრწოლაი მომიხდა მე და დამფარა მე ბნელმან.
6. და ვსთქუ, ვინმცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო.
7. ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა.
8. მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულ-მოკლებისაგან და ნიავქარისა.
9. დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უშჯულოებაი და ხდომაი ქალაქსა შინა.
10. დღე და ღამე გარე მოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უშჯულოებაი და სიცრუვე და შრომაი შორის მათსა.
11. და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკუვაი.
12. რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან.
13. ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინაძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო.
14. რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა.
15. მოვედინ სიკუდილი მათ ზედა და ცოცხლივ შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაი იყო სამკვიდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა.
16. მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და უფალმან ისმინა ჩემი.
17. მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ხმისა ჩემისაი.
18. იხსნეს სული ჩემი მშვიდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყვნეს იგინი ჩემ თანა.
19. ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა.
20. მიყო ხელი მისი, რაითამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს ჰსჯული მისი.
21. განიყუნეს იგინი რისხვითა პირისა მისისაითა და მიეახლნეს გულნი მათნი, ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროის ზეთისა და იგინი იყვნეს ვითარცა ისრის პირნი.
22. მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა ჰსცეს შერყევაი უკუნისამდე მართალსა.
23. ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰხადნე იგინი მღვიმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკუართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი; ხოლო მე, უფალო, შენ გესავ.
ფსალმუნი 90
1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.
2. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.
4. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.
5. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.
7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.
9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;
12. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;
13. ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.
16. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
უკუეთუ ღმერთი-უფალი იყოს,
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ტროპარი მის დღისაჲ,
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ, და ღმრთისმშობლისაჲ:
რამეთუ არა მაქუს ჩუენ კადნიერებაჲ მრავალთაგან შეცოდებათა ჩუენთა, არამედ შენგან შობილსა ევედრე, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ვედრებად დედაჲ ძისა მიმართ შეწყალებად მვედრებელთა მისთა. ნუ შეურაცხ-ჰყოფ ოხასა ჩუენ ცოდვილთათჳს, ყოვლადწმიდაო, რამეთუ მოწყალე არს და ცხორებად ჩუენდა შემძლებელ, რომელმანცა ჯუარსა ზედა ვნებაჲ ნებსით თავს-იდვა ჩუენთჳს.
მსთუად მეწიენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად, შემეწიენ ჩუენ, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათჳის სახელისა შენისა. უფალო, მიჴსნენ და მილხინენ ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათჳს.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
და უკუეთუ მარხვანი არა იყოს, თქუან კონდაკი მის დღისაჲ, ანუ წმიდათაჲ, რომელიცა იყოს.
უფალო, შეგჳწყალენ 40-ჯერ
რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა, მარადის, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყუანის-იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, ცხოველო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა მართალი გიყუარს და ცოდვილთა სწყალობ, რომელმან ყოველთა გჳწოდე ცხორებად აღთქუმითა მით ყოფადთა კეთილთა შენთაჲთა, შენ, უფალო, შეიწირე ლოცვაჲ ჩუენი ჟამსა ამას, წარჰმართე ცხორებაჲ ჩუენი მცნებათა შინა შენთა, სულნი ჩუენნი წმიდა ჰყვენ, ჴორცნი - უბიწო, გონებანი განგჳწმიდენ და გულისსიტყუანი განგჳმართლენ, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, ძჳრთა და სალმობათაგან, და შემზღუდენ ჩუენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, რაჲთა, დაბანაკებითა მათითა დაცულნი და ძღუანებულნი, მივიწინეთ ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა უხილავისა დიდებისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგჳწყალენ 3 გზის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
სახელითა უფლისაჲთა, მაკურთხენ, მეუფეო.
მღდელმან: ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
უკუეთუ იყოს მარხვაჲ, ვყოფთ მუჴლთმოდრეკასა წესისაებრ, ლოცვითა მით ღირსისა ეფრემისითა. ამისა შემდგომად ვიტყჳთ ლოცვასა ამას:
ღმერთო და უფალო ძალთაო და ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან სიტკბოებითა მიუწდომელისა მოწყალებისა შენისათა მხოლოდშობილი ძე შენი და უფალი ჩუენი იესო ქრისტე გარდამოავლინე ცხორებისათვის ჩუენისა, და პატიოსნითა ჯუარითა მისითა ხელითწერილი ცოდვათა ჩუენთა განჰხეთქე და შეჰმუსრენ მის მიერ მთავრობანი და ხელმწიფებანი ბნელისანი, შენ, მეუფეო კაცთმოყუარეო, შეიწირე ჩუენ ცოდვილთა სამადლობელი ესე და სავედრებელი ჭრტინვა, და მიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ცთომილებისა და საცთურიანისა ბნელისა, და ყოველთა ბოროტისყოფად მეძეიბელთა ჩუენთა უხილავთა მტერთაგან, განმშჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩუენნი და ნუ მისდრეკ გულთა ჩუენთა სიტყუათა მიმართ გინა გულისსიტყუათა უკეთურებისათა, არამედ სურვილითა შენითა მოსწყლენ სულნი ჩუენნი, რათა მარადის შენდა მომართ აღმხილველნი თუალითა და შენ-მიერითა ნათლითა განათლებულნი, შენ მიუწთომელისა ნათლისა მოვივლტოდეთ, დაუცხრომელად აღსარებასა აღვავლენდეთ და მადლობასა შევწირვიდეთ შენდა, შენ დაუსაბამოსა ნათლისა მამისა, მხოლოდშობილისა ძისა შენისა და ყოვლად-წმიდისა სულისა შენისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
განსრულებაჲ მეექვსისა ჟამისაჲ.