მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

I ჟამი

 

შენიშვნა: თუ სათანადო მიზეზთა გამო დღის მსახურება I ჟამნით დაიწყება, მაშინ მას წინ უძღვის მღვდლის ასამაღლებელი და დასაწყისი ლოცვები

 

აღსავლის კარი და კრეტსაბმელი დახურულია. მღვდელი ოლარითა და (სამკლაურებით) შემოსილი, ამბიონზე აღსავლის კარის წინ ამბობს ასამაღლებელს:
"კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე"

მედავითნე: ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მედავითნე: ამინ.

 

უფალო შეგვიწყალენ − 12-ჯერ,

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

 

 

ფსალმუნი 5

 

1. სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი,


2. მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო;


3. რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.


4. განთიად შეისმინე ჴმისა ჩემისა, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ. რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაჲ;


5. არა დაიმკჳდროს შენ თანა უკეთურმან, არცა დადგენ უსჯულონი წინაშე თუალთა შენთა;


6. მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა; კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა.


7. ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.


8. უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳს წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი.


9. რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი ამაო,


10. სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს. საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთასა განიშორენ იგინი, რამეთუ გაგამწარეს შენ, უფალო.


11. და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკჳდრო მათ შორის. და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.


12. რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისათა გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ.

 

 

ფსალმუნი 89

 

1. უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე.


2. პირველ მთათა დაბადებადმდე და შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ.


3. ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო.


4. რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა და ვითარცა სახუმილავი ერთი ღამესა შინა.


5. წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწუანე წარხდეს; განთიად აღყუავდეს და წარხდეს, მწუხრი დაჭნეს, განხმეს და დაცვივეს.


6. რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულის წყრომითა შენითა შევძრწუნდით.


7. დასხენ უშჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა და ცხოურებაი ჩუენი ნათელსა პირისა შენისასა.


8. რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ;


9. წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს, დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი. რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშვიდე, და ჩუენ განვისწავლენით.


10. ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისაი და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაი.


11. მარჯუენე შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა სიბრძნე შენი.


12. მოიქეც, უფალო, ვიდრემდის; და ნუგეშინის-ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა.


13. აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ.


14. მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი.


15. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.


16. და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.

 

 

ფსალმუნი 100

 

1. წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო.


2. გიგალობდე და გულისხმა-ვჰყო გზასა უბიწოსა, ოდეს მოხვიდე ჩემდა, ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისაითა შორის სახლისა ჩემისა.


3. არა დავიდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უშჯულოი და მყოფელნი გარდასლვისანი მოვიძულენ.


4. არა შემომეყო მე დრკუი გული; გარე-მიქცევაი ბოროტისაი ჩემგან მე არა უწყოდე.


5. რომელი იტყვინ იდუმალ მოყუსისა თვისისა ძვირსა, ესე წარვსდევნი; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამი.


6. თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რაითა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მსახურებდა მე.


7. არა დაიმკვიდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავანებაი, რომელი იტყვინ სიცრუვესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა.


8. ცისკარსა მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 

უკუეთუ ალილუიაჲ იყოს, ვიტყჳთ ტროპარსა ამას, ჴმაი ვ.

განთიად შეისმინე ჴმისა ჩემისაჲ, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.

მუჴლი ა:

სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო.

მუჴლი ბ:

რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.

 

 

უკუეთუ ღმერთი-უფალი იყოს,
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ტროპარი მის დღისაჲ,
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ, და ღმრთისმშობლისაჲ:

 

 

რაჲ-მე სახელ-გდვათ შენ, ჵ მიმადლებულო? - ცად? რამეთუ აღმოუბრწყინვე სოფელსა მზჱ სიმართლისაჲ; სამოთხედ? რამეთუ აღმოუცენე ყუავილი უხრწნელებისაჲ; ქალწულად? რამეთუ დაადგერ უხრწნელად; წმიდად დედად? რამეთუ იტჳრთე წმიდათა წიაღთა შენთა ძჱ და ყოველთა ღმერთი. მას ევედრე ცხორებად სულთა ჩუენთათჳს.

 

სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უშჯულოებაჲ.

 

მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთაჲსა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი.

 

გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა, და მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

 

აღავსე პირი ჩემი ქებითა, რაჲთა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდადშუენიერებასა შენსა.

 

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

 

და უკუეთუ მარხვანი არა იყოს, თქუან კონდაკი მის დღისაჲ, ანუ წმიდათაჲ, რომელიცა იყოს.

 

ხოლო უკუეთუ მარხვაჲ იყოს,
ორშაბათსა, სამშაბათსა, ხუთშაბათსა ესე მუჴლი თქუან:

ღმრთისმშობელისაჲ.

ყოვლად-დიდებულო დედაო ღმრთისაო და წმიდათა ანგელოზთა უწმიდესო, დაუდუმებელად გადიდებთ გულითა და პირითა, და ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ, რამეთუ ჭეშმარიტად გჳშევ ჩუენ ღმერთი ჴორცითა, და მეოხ ხარ მარადის სულთა ჩუენთათჳს.

 

ოთხშაბათსა, და პარასკევსა ესე მუჴლი თქუან:

მსწრაფლ მეწიე, პირველ დამონებად ჩუენდამდე, რამეთუ მტერნი გგმობენ შენ და მექადიან ჩუენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, არამედ მოსრნე ჯუარითა შენითა მბრძოლნი ჩუენნი; სცნედ, რაბამი ძალუც მართლმადიდებელთა სარწმუნოებასა, მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მხოლოო კაცთმოყუარე.

 

შაბათსა ესე მუჴლი თქუან:

სოფლისა შემოქმედისა პირველად ნაყოფად, მჴსნელო, ყოველი სოფელი შესწირავს ღმერთშემოსილთა მოწამეთა შენთა, უფალო, და გევედრების; მათითა მეოხებითა მშჳდობაჲ მოჰმადლე ეკლესიათა და ერსა და სოფელსა და ქალაქსა შენსა, მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, და დაამჴვენ მტერნი ჩუენნი, მრავალმოწყალეო.

 

ხოლო უკუეთუ კჳრიაკე იყოს, თქუან კონდაკი მის ჴმისაჲ.

 

უფალო, შეგჳწყალენ 40-ჯერ

 

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა, მარადის, ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყუანის-იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, ცხოველო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა მართალი გიყუარს და ცოდვილთა სწყალობ, რომელმან ყოველთა გჳწოდე ცხორებად აღთქუმითა მით ყოფადთა კეთილთა შენთაჲთა, შენ, უფალო, შეიწირე ლოცვაჲ ჩუენი ჟამსა ამას, წარჰმართე ცხორებაჲ ჩუენი მცნებათა შინა შენთა, სულნი ჩუენნი წმიდა ჰყვენ, ჴორცნი - უბიწო, გონებანი განგჳწმიდენ და გულისსიტყუანი განგჳმართლენ, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, ძჳრთა და სალმობათაგან, და შემზღუდენ ჩუენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, რაჲთა, დაბანაკებითა მათითა დაცულნი და ძღუანებულნი, მივიწინეთ ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა უხილავისა დიდებისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

უფალო შეგჳწყალენ 3 გზის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

სახელითა უფლისაჲთა, მაკურთხენ, მეუფეო.

 

მღდელმან: ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

 

უკუეთუ იყოს მარხვაჲ, ვყოფთ მუჴლმოდრეკასა, ვითარცა წერილ არს შუაღამისა განგებასა შინა: უფალო და მეუფეო, და შემდგომი

წმიდაო ღმერთო. ყოვლად-წმიდაო. მამაო ჩუენო.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ.

უფალო შეგჳწყალენ 12. და ზედა ლოცვაჲ ესე.

ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად, გამოაჩინე ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისაჲ, რაჲთა ვიხილოთ ჩუენ ნათელი შენი მიუწთომელი, და წარმართენ სლვანი ჩუენნი ქმნად მცნებათა შენთა, მეოხებითა უხრწნელისა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, ამინ.

 

ზეშთამბრძოლისა ჩემისათჳს და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ჴსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

დიდებაჲ, აწ და. უფალო, შეგჳწყალენ 3 გზის.

მეუფეო წმიდაო, მაკურთხენ.

და გამოლოცვაჲ: ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთან ჩუენმან...