მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. [იოვანჱს თავის-კუეთისა საკითხავნი
2. თქუმული წმიდისა და ნეტარისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ, კოსტანტინელ ეპისკოპოსისაჲ] 3. .............მას: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ძმის-ცოლი შენი ცოლად გესუა. 4. ხედავა, ვითარ-იგი წესსა მას ზედა ღირსებით სძლევს უკეთურებასა მას ჰეროდჱსსა! 5. რამეთუ მეფესა მას სპასიაკნი ესხნეს და შემკულ იყო იგი სიმდიდრითა მით სამეუფოჲთა, ხოლო იოვანე გლახაკ იყო, უპოვარ, უქალაქო, უქუეყანაო, უზმა და არა მჭამელ, ვითარცა-იგი წესი აიძულებდა მას, რომელსა-იგი შეემოსა სტევისაგან აქლემისა. 6. და ძოწეულითა შემოსილსა შჯულსა დაუდებს უდაბნოჲსა მავალი იგი; 7. მძლევართა კაცთა ქალაქისა უფალთა წინა-აღუდგების მკლის-მჭამელი იგი და თაფლისა ველურისაჲ; 8. ტაბასტაკ-დაგებულთა და სამეუფოსა მას ტაბლასა ზედა მსხდომარეთა დაადგრა ზედა და სხუათა მბრძანებელსა ესრჱთ ეტყჳს: „არა ჯერ-არს შენდა“; 9. აწუევს მეფესა მას, რაჲთამცა განუტევა ცოლი იგი მისი. 10. თქუმულ არს: ყოველივე ჯერ-არს შენდა, არამედ არა ყოველი სარგებელ. 11. ამისთჳს ჯერ-იყო, რაჲთამცა შეჰრაცხა იგი გონებითა მეფესა მას მოძღურად. 12. არამედ არა. 13. განრისხნა ჰეროდე და უმეტჱსად ხოლო ჰეროდია, – სეხნანი იყვნეს სახელითა და ხატითაცა, უმეტჱს ხოლო მეუღლე, და იყვნეს ორნივე ესე არა თუ ერთ-ჴორც, 14. არამედ სწორ საძაგელებითა, – და ამისთჳსცა შეაგდეს წინაწარმეტყუელი იგი საპყრობილედ, რაჲთამცა განიცადეს ქორწინებაჲ იგი უკეთურებისა მათისაჲ. 15. ასწავე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ; 16. ნუ ასწავებ უგუნურსა, რაჲთა არა მოგიძულოს შენ. 17. და ვითარცა შეაგდეს იოვანე საპყრობილესა, ხოლო იგი არავე დააცადებდა კადნიერებასა, არამედ ეტყოდა: განიშორე მეუღლე ეგე შენი უკეთურებისაჲ. 18. რამეთუ უმტკიცე იქმნებოდა იგი საპყრობილესა მას შინა. 19. ხოლო მწარისა მისთჳს სასუმურისა მძლავრისა მისთჳს და ფიცხლისა, რომლისაჲ-იგი საშუებელი სიმწარისაჲ არს, და ოხჭანი მისი არს მკლველი წინაწარმეტყუელისაჲ, 20. მას ჟამსა შევიდა ჰეროდია, ასული ჰეროდიადაჲსი, ასული წარმწყმედელი სულისაჲ და ჴორცთაჲ, შევიდა იგი შეღჳნებულთა მათ მოსმურთა, როკვიდა მახიობლებრ სეფე-ქალი იგი, რომელი-იგი ჭჳრობადცა არა ჯერ-იყო დედათა, რომლისა-იგი არა ჯერ-იყო ხილვად პირი მამათაჲ. 21. არამედ მე ესრე ვჰგონებ: ვითარ-იგი იოვანე პირი დედისაჲ წინამძღურად იჴმია, ეგრეცა ქალმან მან პირი დედისაჲ მის ურცხჳნოჲსაჲ წინამძღუარ იყო და მაშინღა იკადრა მოსმურთა მათ შესლვად. 22. და არა-მე კმა-იყოა ესოდენი ესე სირცხჳლისა გარდარეულებაჲ? 23. და ვითარღა იკადრა შესლვად? 24. ანუ არა-მე სეფე-ქალი იყო, რომელსა საჭურისნი ესხნეს და შემუნვარნი, გინა თუ სხუაჲ შჳენიერებისა სამკაული, რომელი ედვა მას? 25. ბოროტ იყო შესლვაჲ ამისი და უბოროტჱს იყო აღთქუმაჲ იგი. 26. და როკვიდა იგი შორის მეინახეთა მათ, განლიგებული თუალითა სიმთრვალითა მით ღჳნისაჲთა. 27. ხოლო იგინი უფროჲს აღსცხარდებოდეს და გულს-ედვა ზრახვაჲ იგი ძჳრისაჲ და იტყოდეს: არა თუ როკავს, არამედ უმეტჱს ხოლო როკავს! 28. და არა ჰრიდებს იგინი სირცხჳლსა მას. 29. ხოლო ქებაჲ იგი იქმოდა ძჳრსა: არა უჯერო ეგოდწნ არს საქმჱ იგი სარცხჳნელი. 30. და ვითარცა იტყჳს: და სთნდა ჰეროდეს და მეინაჴეთაცა. 31. და მელი იგი არღარა იფარვიდა, ხედვიდა იგი ასულს მას ძმისა თჳსისასა და უკეთურსა მას სახლეულსა წინაშე მათსა მროკვალსა და არა ჰრცხუენოდა, და სათნო-უჩნდა მას და მის თანაცა მეინაჴეთა მათ, ვითარცა იტყჳს: წმიდისა თანა წმიდა ვიყავ, ხოლო დრკუნი იგი შენ დაამჴუენ! 32. მინდა მისთჳს მცირედ პავლჱსგანცა სწავლად: ყოვლადვე რაჲსათჳს ისმის თქუენ შორის სიძვაჲ და ესევითარი სიძვაჲ, რომელი წარმართთა შორისცა არა იქმნების, ვითარმცა ვისმე ძმის-ცოლი თჳსი ცოლად ესუა? 33. ანუ როკვაჲ და ესევითარი როკვაჲ, ვითარმცა მეფისა ასული როკვიდა? 34. და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უმეტჱს იგლოვთ. 35. არამედ უქებთ, და სასყიდელსაცა სიცხარისასა მიიღებს უძჳრჱსსა. 36. და ჰეროდეცა ეფუცების, ვითარმედ: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ ზოგი მეფობისა ჩემისაჲ. 37. ხედავთა, გულისთქუმის-მოყუარესა ამას? 38. სირცხჳლისა წინაჲსწარ ფიცავს, ვითარმედ: რაჲცა მთხოო, მიგცე შენ. 39. და დაიმცირებს როკვისა მისგან უფლებასა და წინაჲსწარ სირცხჳლსა უთხრობს ფიცით აღნათქუემისასა. 40. ხედავთა, ვითარ მეფეთაჲ იგი პატივი გულის-თქუმისასა მას სიყუარულსა მიჰყავს სირცხჳლად? 41. ხედავთა, ვითარ-იგი მეფობაჲ განაგდო? 42. „რაჲცა მთხოო, მიგცე შენ ზოგი სამეუფოჲსა ჩემისაჲ“. 43. ესოდენ შეგირაცხიეს სამეუფოჲ იგი პატივი, ესრჱთ წინაჲსწარ განგიცდეს თუალნი. 44. პირველისა მის ქალისა როკვისაგან განიძარცუე ზოგი, მეორედღა თუ როკვიდეს, მკოდოვ ხოლო იქმნეს მეფჱ. 45. სადა არიან, გულისთქმის-მოყუარეო, შარავანდნი იგი? 46. ანუ სადა არს უტანჯველი იგი სიმდიდრჱ? 47. ზოგი იგი სამეუფოჲ დასდევ ფერჴთა მროკვალისათა. 48. ილოცე, ნუუკუე კუალად იგივე როკვიდეს; 49. და მეორედღა თუ როკვიდეს, დაგაგდოს შენ პურის მთხოვლად. 50. არამედ ესე – სასყიდელისა მის უჯეროჲსა აღთქუმაჲ. 51. ანუ რაჲ არს მროკვალისა მის სასყიდელი? 52. არა ისწრაფა ნიჭისაჲ მის, არცაღა მწრაფლ სთხოვდა მას, არამედ მი-ღა-ვიდა იგი დედისა განზრახვად, რაჲმცა სთხოვა მას ნიჭი. 53. ეჰა ბოროტისა მის მოძღურისა! 54. მომეც მე აწვე ლაკნითა თავი იოვანეს ნათლის-მცემელისაჲ, და არა სტირ სირცხჳლისა მისგან გარდარეულებასა, საქმესა მას ჯერკუალსა და სასყიდელისა მის აღთქუმასა და მიჴდასა. 55. და არა ძწის მროკვალისა მის გონებაჲ, და არა ეძაგების ტყუვილისა ქებაჲ, და არა სანერწყჳელ იქმნების ზოგადისა მის ცოლისა ზრახვაჲ, იკადრებს მროკვალისა მისთჳს სიყუარულსა. 56. იკადრებ თავით თჳსით ბრძანებად: „ეტრფიალე მროკვალსა მას!“ 57. და არა გძულს ეგემლევანი საქმჱ, რომელი-იგი შეურაცხ არს და საკიცხელ და მხედველთა მათგან თანა-მდებ და აღსასრულსა მას წინაწარმეტყუელსა მოჰკლავს. 58. მოვიძულოთ მოკლვაჲ, რომელი შემთხუევა არს ეშმაკისა მის უკეთურისა. 59. ამას ზედა ჰეროდე შეწუხნა ფრიად, ვითარმცა ვინ თქუა; 60. ჰბაძავს პილატეს, უფროჲს სახესა პილატჱსსა, წინანდელ ყოფილისა მოთხრობად დაიბანს ჴელთა და წესსა მას ზედა სარჩელისასა მისცემს: ეგრეცა ესე შეჭუვნა, ხოლო ფიცისა მისთჳს და მეინაჴეთა მათთჳს აიძულა. 61. კეთილად რაჲმე თქუა უფალმან დღესა; 62. „ნუ ჰფუცავთ ყოვლადვე“. 63. იხილე უფლისა მოძღუარებაჲ; 64. „ნუ ჰფუცავთ ყოვლადვე“. 65. რაჲსა ჰფუცავ? რაჲთა არა ფიცსა ზედა შეჰჳალავანდო თავი შენი და ფიცისა მისთჳს რწმუნებისა წინაწარმეტყუელი მოჰკალ............. |