მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. [თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ, გარდაცვალებისთჳს წმიდისა ღმრთის-მშობელისა]
2. ...............რომელთა თანა არა არს სარწმუნოვებაჲ.
3. ამისთჳს განცხადებულად ღაღად-ყო და თქუა: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ენმანუელ, რომელ არს;
4. ჩუენ თანა ღმერთი“.
5. რამეთუ იხილა ღმერთმან ნათესავი კაცთაჲ წარწყმედული და მსხდომარჱ ბნელსა და აჩრდილთა სიკჳდილისათა, წარმოავლინა მთავარი ანგელოზთაჲ გაბრიელ ქალწულისა მარიამისა ხარებად.
6. მოვიდა და ჰრქუა: „გიხაროდენ, მიმადლებულო!
7. უფალი შენ თანა!“.
8. რამეთუ იქმენ შენ ტაძარ სულისა წმიდისა, და ქრისტჱ ჴორცითა იშვეს შენგან.
9. ხოლო მე აწ აღძრულ ვარ ხარებისა მისთჳს, უმეტჱს ხოლო მთავარანგელოზისა ხარებისა მიერ და ამას ქებასა შევსწირავთ წმიდისა ქალწულისა მარიამისა და ვეტყჳ უჴრწნელსა მას:
10. გიხაროდენ, მიმადლებულო!
11. უფალი შენ თანა!
12. გიხაროდენ, წმიდაო ღმრთისმშობელო, ქალწულო მარიამ!
13. გიხაროდენ, დედოფალო ბრწყინვალეო!
14. გიხაროდენ, ქალწულო, დედაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსო!
15. გიხაროდენ, კიდობანო შჯულისაო!
16. გიხაროდენ, კარაო საწამებელო!
17. გიხაროდენ, ტაძარო უფლისაო!
18. გიხაროდენ, საყდარო ქრისტჱსო!
19. გიხაროდენ, ჭურო პატიოსანო!
20. გიხაროდენ, ტაკუკო ოქროჲსაო, სავსეო მანანაჲთა, ცუარითა მით ზეცისაჲთა!
21. გიხაროდენ, ღრუბელო ნათლისაო!
22. გიხაროდენ, ზღუდეო სიმტკიცისაო!
23. გიხაროდენ, სუეტო შეურყეველო!
24. გიხაროდენ, წყაროო სიწმიდისაო!
25. გიხაროდენ, სამკჳდრებელო ჭეშმარიტებისაო!
26. გიხაროდენ, საზღვარო სარწმუნოებისაო!
27. გიხაროდენ, მარგალიტო ჭეშმარიტებისაო!
28. გიხაროდენ, ანთრაკო პატიოსანო!
29. გიხაროდენ, ქერობინო და საყდარო უფლისაო!
30. გიხაროდენ, ქალწულო წმიდაო და სამკჳდრებელო ქრისტჱს, ძისა ღმრთისაო, რამეთუ შენთჳს თქუა ამბაკუმ წინაწარმეტყუელმან,
31. ვითარმედ: „აღმაღლდა მზჱ, და მთოვარჱ დადგა წესსა ზედა თჳსსა“, ესე იგი არს: „აღმაღლდა მზჱ“ – იშვეს ღმერთი ქალწულისაგან, „და მთოვარჱ დადგა წესსა ზედა თჳსსა“ – ვითარმედ: ქალწული ქალწულადვე ეგოს.
32. დავით ესრე თქუა: გარდამოჴდეს, ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაჲ ცურინ ქუეყანასა ზედა.
33. პირველად მოსე მთასა ზედა სინასა მაყულოვანად გიხილა შენ შეუწუველად;
34. გედეონ საწმისად გიხილა შენ, და დავით, ვითარცა ცუარი, იხილა გარდამომავალი შენ ზედა;
35. ჵსე ქალწულად უჴრწნელად გქადაგა შენ, და ეზეკიელ – ბჭედ სიწმიდისად, დანიელ – მთად შეურყეველად, ესაია ძირად იესჱსად გქადაგა შენ;
36. და ნათან თქუა, ვითარმედ: ქალწულისაგან შობილისა განიხაროს ყოველმან ჴორციელმან, ვითარცა მთავარანგელოზმან გახარა შენ;
37. გიხაროდენ, ტაძარო სულისა წმიდისაო და საყდარო უფლისაო!
38. აწ ჩუენ ყოველნი მორწმუნენი, ღმრთივ განბრძნობილნი და წიგნთაგან გასწავლულნი საღმრთოთა მეცნიერად, ღმრთის-მშობელად აღგიარებთ და თაყუანის-გცემთ, ვღაღადებთ და ვიტყჳთ კუალად: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა!“
39. გიხაროდენ, მაყუალო შეუწუელო!
40. გიხაროდენ, ცაო საცნაურო და საყდარო უფლისაო, რომლისაგან გამობრწყინდა მზჱ იგი სიმართლისაჲ!
41. გიხაროდენ, სამოთხეო სიწმიდისაო, რომელმან აღმოგჳცჱნე უკუდავებაჲ და ცხორებაჲ!
42. გიხაროდენ, ხეო ცხორებისაო, რომელმან გამოიღე ნაყოფი ცხორებისაჲ, რომლისა მიერ ვცხონდით ყოველნი!
43. რამეთუ დასაბამსა მას დაბადებისა კაცთაჲსა პირველ დაბადებული იგი მამაჲ ჩუენი ადამ ხისა მისგან ნაყოფისა, რომელ გამოეღო ხესა მას ცნობისა კეთილისა და ბოროტისა, დედაკაცისა მიერ შესცთა და ჭამა იგი და სამოთხისა მისგან ექსორია-იქმნა იგი და ჩუენ ყოველნი.
44. ხოლო რაჟამს წმიდამან ქალწულმან ანგელოზისა მიერ „გიხაროდენი“ შეიწყნარა, მყის პირველშექმნული მამაჲ ჩუენი დაცემისაგან აღემართა და წყევაჲ იგი პირველისა დედისა ჩუენისაჲ ევაჲსი განქარდა და სიხარულით ეტყოდა:
45. კურთხეულ ხარ შენ, ასულო, რამეთუ ჩუენ, დაცემულნი ესე, შენ მიერ აღვემართენით.
46. გიხაროდენ, ასულო, განმანათლებელო ყოვლისა სოფლისაო!
47. გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო, უჴრწნელო, რამეთუ შენ მიერ ცხონდა ყოველი სოფელი!
48. გიხაროდენ, წმიდაო ქალწულო მარიამ, საუნჯეო დაბეჭდულო!
49. გიხაროდენ, საფასეო დიდისა მეუფისაო, რომელი განამდიდრებ ყოველსა სოფელსა!
50. გიხაროდენ, სანთელო მწუხრისაო დაუშრეტელო, რომლისათჳსცა იტყჳს სჳმეონ წინაწარმეტყუელი, ვითარმედ: ვიხილეთ ნათელი სამწუხროჲ, რომელი-იგი იშვა შენგან;
51. რომლისათჳსცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაჱლისა“.
52. მინდა დადუმების და კმა-ყოფად ქებაჲ ესე წმიდისათჳს ქალწულისა მარიამისა, არამედ კუალად, რაჟამს მოვიჴსენი ნაყოფი იგი მუცლისა მისისაჲ, არა მიტევის მე კმა-ყოფად;
53. და რაჟამს მოვიჴსენი მე ცთომაჲ იგი ევაჲსი, ავვივსი მე ცრემლითა;
54. და მოვიჴსენი მე კუალად ნაყოფი ქალწულისაჲ მარიამისი, აღვივსი კუალად სიხარულითა დიდითა, და ვითარცა ჯურღმული წყლისა ცხოველისაჲ, აღმოვდუღდი და კუალად ვიტყოდი: აწ მოვედით, მორწმუნენო, ვდღესასწაულობდეთ საჴსენებელსა წმიდისა ღმრთის-მშობელისასა.
55. რამეთუ ანგელოზნი ცათა შინა იხარებენ, და ჩუენ ქუეყანასა ზედა ვღაღადებთ და ვიტყჳთ: დღეს ქუეყანისა ტაძარი ღმრთისა სიტყჳსაჲ მიიცვალების, ზეცისა იერუსალჱმსა დაემკჳდრების;
56. დღეს ქალწული ქუეყანით ზეცად მიიცვალების;
57. დღეს კარავი იგი ქუეყანისაჲ ზეცისა საყდარ იქმნების;
58. დღეს ეზოჲ იგი კარვისაჲ, რომელსა ჰრქჳან წმიდაჲ წმიდათაჲ, ზეცისა მას კარავსა ბრწყინვალესა მიიცვალების;
59. დღეს მაყუალი იგი შეუწუველი ზეცისა სძალ იქმნების;
60. დღეს გამოუცდელი ქორწინებითა ცათა შინა დაემკჳდრა და მის თანა იხარებს პირველი იგი დედაჲ ჩუენი;
61. დღეს უჴრწნელი იგი დედოფალი მარიამ ზეცისა ქერობინ იქმნების, და პირველი იგი მამაჲ ჩუენი ადამი სიკუდილისაგან განთავისუფლდების;
62. დღეს წმიდაჲ ღმრთის-მშობელი უზჱშთაეს ყოველთა მთავრობათა იქმნების;
63. დღეს ხილული იგი უხილავ იქმნების კაცთაგან, არამედ იხილვების ანგელოზთაგან.
64. ნუუკუე ვინმე ძნიად მსმენელთაგანმან იკადროს და თქუას, ძმანო ჩემნო საყუარელნო, თუ: ვითარ შესაძლებელ არსო ესოდენსა დიდებასა წმიდაჲ ქალწული?
65. დაიყაჳნ პირი, რომელი იტყოდის სიცრუვესა, არამედ აღმოვიკითხნეთ მცნებანი ღმრთისანი, რომელსა გჳეტყჳს და გუასწავებს პატივცემასა მას შენსა.
66. თჳთ უფალი ამას გუასწავებს, – არა-მე-მცა თჳთ უფალმან უფროჲს ყოველთასა პატივ-სცა თჳსსა მას მშობელსა?
67. და ესე რავდენი ვთქუათ ქებაჲ წმიდისა მის ქალწულისაჲ, მრავლისაგანი მცირედი გჳთქუამს, ხოლო წმიდაჲ ქალწული უბიწოჲ უმეტჱსსა მიიწია დიდებასა, რომლისა ვერ შემძლებელ არს.........