მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. [თეოდორე ჰარანელი მთისათჳს თაბორისა და ფერისცვალებისათჳს უფლისა]
2. .....................................და მათ ჰრქუეს: რომელთამე ელია, რომელთამე იერემიაო, ანუ სხუაჲ ვინმე წინაწარმეტყულთაგანი. 3. ამისთჳს გამოუცხადა მოციქულთა, ვითარმედ არა ელიაჲ არს იგი, არამედ ღმერთი არს იგი ელიაჲსი, და იგი არს, რომელი ეტყჳს იერემიას: საშოსავე დედის შენისასა წმიდა გყავ შენო და რაჲთა აუწყო[ს], ვითარმედ მომავლინელი არს წინაწარმეტყუელთაჲ. 4. და ამასცა უჩუენებს, ვითარმედ ერჩიან მას ცანი და ღრუბელნი. 5. ამისთჳს მოუწოდა მოსეს მკუდრეთით და ელიას ცხოვლივ საყოფლით მისით, რაჲთა უწყოდიან, ვითარმედ ღმერთი არს ცხოველთა და მკუდართაჲ, რომელმან-იგი მოსე სიკჳდილად მიიყვანა, ელია ქუეყანით ეტლითა ცეცხლისაჲთა მიცვალა. 6. ამან უწოდა მოსეს, და ვერ დააყენეს იგი ბჭეთა მათ სიკ˜დლისათა, და ელია დამარხულისაგან ადგილისა მწრაფლ მოიყვანა. 7. ამისთჳს გამოუცხადა მოციქულთა საიდუმლოჲ იგი, რაჲთა არა დაბრკოლდენ გამოუთქუმელსა მას ღმრთეებისა მისისასა, რამეთუ მარიამ, დედასა მისსა, ხედვიდეს, 8. და რამეთუ იოსები ჴოხდა მჴართა მისთა ზედა და შორის მათსა იქცეოდა, ჭამდა და სუმიდა, რამეთუ ყოველი ესე ბუნებისაგან ღმრთისა შეუწყნარებელ არს. 9. ამისთჳს ასმინა წამებაჲ იგი მამისაჲ, რაჲთა დაუბრკოლებელად ეგნენ შემდგომად ჯუარ-ცუმისაცა მისისა. 10. რამეთუ ჴმაჲცა იგი დიდებული მამისაგან ესმინა: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთო“. 11. ამისთჳს პირველვე დიდებასა უჩუენებდა, რაჲთა არა შემდგომად ადგმისა მისისა მკუდრეთით ეგონოს მიღებად ძალი იგი, არამედ უწყოდიან, ვითარმედ პირველვე აქუნდა მამისა თანა მტეობაჲ, 12. და პირველითგანვე მეუფებაჲ იყო სიკ˜დლისაჲ და მეუფჱ დიდებისაჲ, ვითარცა თჳთ იტყჳს: მამაო, მადიდე მე დიდებითა მით, რომელი-იგი მაქუნდა შენ თანა სოფლის დაბადების წინა. 13. მი-მე-რაჲ-ღებულ იყო ამისა დიდებისა მისგანი, და კუალად მოიხდიდა. 14. ნუ იყოფინ! 15. არამედ ღმრთეებაჲ იგი დაფარულ იყო კაცებასა მას შინა და შემდგომად ადგომისა განცხადნა; 16. კუალად ყოვლადვე [ცხად] იყო, არამედ არა ყოველთათჳს, ხოლო შემდგომად ადგომისა – ყოველთათჳს, ვითარცა იტყჳს; 17. „მე მიძლევიეს სოფელსაო“. 18. იხილეს ესე მოციქულთა განბრწყინებული, ვითარცა მზჱ. 19. ორთა მზეთა ხედვენ მოციქულნი ესე; 20. ერთსა – ჩუეულებისაებრ ყოვლადვე ხილულსა და ერთსა – უხილავსა. 21. გარნა ხოლო მათგან ყოვლისა განსრულებისა მისისა იყო ბრწყინვალებაჲ მისი, არა ვითარცა ბრწყინვალებაჲ მოსჱსი, რამეთუ პირი ხოლო მისი ბრწყინვიდა, და შინაგან არა აქუნდა ბრწყინვალებაჲ. 22. ხოლო ქრისტჱსი ბრწყინვალებაჲ ყოვლითვე სრულ იყო: ვითარცა გარეშე, ეგრეცა შინაგან. 23. მის გამო იყო ბრწყინვალებაჲ იგი და მის თანავე იყო, რამეთუ არა სხჳსაგან მოიღო და არცაღა ხილვად სიღრმესა დიდებისა მისისასა დატევნად შემძლებელ იყვნეს მოციქულნი იგი, არამედ რაჲზომ შემძლებელ იყვნეს, ეგრჱთ ეჩუენა და უჩუენნა მოსე და ელია თანა-მზრახვალად მისა. 24. ამას აუვარებდეს და მადლობასა მისა შესწირვიდეს და აღსრულება ჴმათა მათ წინაწარმეტყუელთასა იხარებდეს, თაყუანისცემასა ნაცვალად ჴსნისათჳს ნათესავისა კაცთაჲსა შესწირვიდეს. 25. ხოლო მხიარულებასა აღსრულებისათჳს ჴმათა მათთაჲსა შესწირვიდეს თავნი ესე წინაწარმეტყუელთანი. 26. ხოლო თავთა ამათ მოციქულთასა წამებაჲ მამისაჲ ესმოდა. 27. ამით უფროჲსად სიმტკიცესა ქ˜ჱსსა ღმრთეებისასა შეიწყნარებდეს, რამეთუ მოსეს და ელიას ვითარცა მონათა, წინაშე მისა მდგომარეთა, ჰხედვიდეს. 28. იხილნეს წინაწარმეტყუელთა მოციქულნი, და მოციქულთა – წინაწარმეტყუელნი, და გულისხმა-ყვნეს მოციქულთა, ვითარმედ ვერვის ძალ-ედვა მოყვანებაჲ მოსჱსი, გარნა რომელმან-იგი დამარხა, და ვერცა ელიაჲსი, თჳნიერ – რომელმან-იგი აღამაღლა, 29. რამეთუ არავინ უწყოდა საფლავი მოსჱსი, თჳნიერ დამფლველისა მისისა, და არცა საყოფელი ელიაჲსი, თჳნიერ მიმყვანებელისა მისისა. 30. ესრჱთ მოუწოდა ცხოველსა მას და მკუდარსა, რაჲთა აუწყოს მოციქულთა, ვითარმედ იგი არს ღმერთი ცხოველთაჲ და მკუდართაჲ, ცისა და ქუეყანისაჲ და ყოველთა უფსკრულთაჲ და ყოველი რაჲ არს. 31. ხედვიდეს ურთიერთას წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი. 32. იხილა ნავმან ამან ჴორციელმან, რომელმან გამოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი, კლდეჱ ესე სულიერი, რომელმან დაამტკიცნა ეკლესიანი....... |