მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. თთუესა აგჳსტოსა ვ
2. ფერისცვალებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი და ესე საკითხავნი 3. თქუმული წმიდისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ დღისა მისთჳს, რომელსა იცვალა ხატი მაცხოვარმან მთასა წმიდასა თაბორსა 4. ბრწყინვალე არს ჩუენდა კრებაჲ ესე დღისაჲ ამის, საყუარელნო; 5. ბრწყინვალე არს დღესასწაული ესე ჭეშმარიტისა ამის ტალავრობისაჲ უფროჲს ძუელისა მის; 6. ბრწყინვალე არს კარავი ესე ჩუენი უფროჲს პირველისა მის; 7. არა ფურცელთაგან ხეთაჲსა შექმნული, რომელთა წარმავალი საჭმელი გამოაქუს, არამედ საღმრთოთაგან წესთა შემკულ არს, რომელსა სულიერი და წარუვალი საზრდელი გამოაქუს; 8. არა საწუთროჲ ტალავარი არს, რომელი დაშთის ოჴერი მყოფთა მისთაგან, არამედ საუკუნოჲ კარავი არს, რომელი მოუკლებელ არს მკჳდრთა მისთაგან; 9. არა თუ ცეცხლითა განილევის, არამედ სულითა განმტკიცნების, რომლისათჳს იტყოდა წინაწარმეტყუელი: „უფალო, ვინ დაშჱნოს კარავსა შენსა?“ 10. ტაძარი არს სამეუფოჲ და ეკლესიაჲ, ღმრთისა ცხოველისაჲ სჳეტი და სიმტკიცჱ ჭეშმარიტებისაჲ, რომელსა შინა ვდღესასწაულობთ დღესასწაულსა სიხარულისასა. 11. დღეს თაბორი ცათა მობაძავ იქმნების, რამეთუ ხედავს დიდებასა შემოქმედისა თჳსისასა, და შეიმკვების ღრუბლითა ნათლისაჲთა და იხარებს ჴმითა მამისაჲთა. 12. დღეს მოსე შჯულის-მდებელი გჳრგჳნოსან იქმნების წამებითა მამისაჲთა, რამეთუ რომლისათჳს-იგი წინა-აუწყა ისრაჱლსა, ვითარმედ: „წინაწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე, მისი ისმინეთ“. 13. ამას დაამტკიცებს მამაჲ და იტყჳს: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; 14. მაგისი ისმინეთ“. 15. იგი იტყოდა, ვითარცა მომავალსა, ვითარმედ „მისი ისმინეთ,“ ესე იგი არს: ოდეს მოვიდესო, ხოლო ესე უწამებს, ვითარცა თანამდგომარესა, ვითარმედ: „მაგისი ისმინეთ,“ ესე იგი არს, რომელი.............................................. 16. .......მოწამენი ესე, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ ესე მათი, რამეთუ „პირისაგან ორისა და სამისა მოწმისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ“. 17. ამისთჳს მამაჲცა ზეგარდამო სამ გზის წამებს და დიდებასა ძისასა აუწყებს: პირველად იორდანესა ზედა, ვ˜დ-იგი უწინარჱს თქუა; 18. და მეორედ – მთასა ზედა თაბორსა, რომელსა ვდღესასწაულობთ, და მესამედ – იერუსალჱმს, ოდეს-იგი ჴმაჲ იყო და თქუა: „გადიდე და მერმე გადიდო“. 19. რომლისათჳსცა ეტყოდა უფალი ერსა მას: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქ˜ნ“, რაჲთამცა არწმუნა ერსა მას ჴმისა მისგან და უწამა მათ, ვითარმედ: „აწ საშჯელი არს სოფლისაჲ“. 20. რაჲ-მე არს საშჯელი იგი? 21. – არამედ ესე არს საშჯელი, რამეთუ ნათელი მოივლინა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ, ვითარცა-იგი პირველ ვთქუ; 22. „რომელსა არა ჰრწმენეს იგი, აწვე დაშჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა მას სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა“. 23. სარწმუნო არს იოვანჱსიცა დიდისაჲ მის შორის წინაწარმეტყუელთა და უფროჲსისა მის ნაშობთა დედათაჲსაჲ და უფლისა წინამორბედისაჲ და მქადაგებელისაჲ, რომელსა-იგი ესმოდა იორდანეს მამისა მიერ წამებაჲ და იტყოდა: 24. „რომელსა ჰრწმენეს ძჱ, აქუნდეს მას ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩი იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ, დაადგრეს მის ზედა“............... 25. ...არა შეიწყნაროს და მოციქულთა ქადაგებაჲ არა შეჰრაცხოს სარწმუნოდ. 26. რამეთუ ვიცით, რომელმან-იგი თქუა: „ჩემი არს შურის-გებაჲ, მე მივაგო,“ – იტყჳს უფალი, და განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. 27. საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა. 28. აწ მოვიდეთ დასასრულსა ამის სიტყჳსასა, რამეთუ გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნებდა იესუ, ვითარმედ: „ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძჱ კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს“. 29. რაჲ-მე არს მცნებაჲ ესე, ვითარმედ: „ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას,“ რომელი უფროჲს ყოვლისა ხილვისა ქადაგებად ჯერ-არს? 30. – არამედ მისითა მით.......... 31. ერდოსა ზედა. 32. და ვითარცა იგივე კუალად ეტყჳს მათ და ასწავებს: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“. 33. ხოლო რაჟამს მოიწია ჟამი იგი, ოდეს ჯერ-იყო მისლვაჲ, ეტყჳს მათ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“. 34. ხოლო თჳნიერ ჟამისა თხრობაჲ სიტყჳსაჲ უწესო არს, და თჳნიერ წესისა კეთილი რაჲმე უჟამო არს, და თჳნიერ კეთილისა სათნოვებაჲ შეუძლებელ არს, ხოლო თჳნიერ სათნოვებისა სრულებასა ვერვინ მიიწიოს. 35. აწ უკუე ვისწაოთ მოციქულისაგან, რომელი-იგი ჩუენ, ვითარცა (კეთილისა) თანამზრახველი გუასწავებს და იტყჳს: (რაჲთა გამოიც)ადოთ..... |