მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. [სებერიანოს გაბალონელი მოციქულთათჳს]
2. .....................................................შეურაცხ-ყვნეს და ბრძენთა მათ გამოცა, რაჲთა სიბრძნითა მით უკეთურებითი იგი, იგი მეცნიერებაჲ განწმიდოს. 3. და ზღუდედ მოადგა სამწყსოსა თჳსსა, რაჲთა კრძალულ იყვნენ, და რაჲ-იგი უცებთა და მეცნიერთაგან აჩუენა, ეგრევე-სახედ მეუფეთაგანცა. 4. და სთქუა, ვითარმედ: ვითარ ისმინე, შემძლებელ იყო ქრისტჱ დასაბამსა მას სახარებისასა მეუფეთაცა დადგინებად ქადაგად და თანამოღუაწე-ყოფად ღმრთის-მსახურებისა მის, 5. ვითარცა-ესე აწ არიან, არამედ არა ყო ეგრე, რაჲთა არა მიზეზი დაედვას ზედა ჭეშმარიტებასა, ვითარმედ კაცთა განწესებითა და არა ღმრთისა ძალითა დაემტკიცნეს ეკლესიანი. 6. განაშოვრა იგი კაცობრივისა შეწევნისგან და შთააცუა ზეცისა იგი ძლიერებაჲ, ვიდრე ღმრთის-მსახურისა მისმდე კოსტანტინე მეფისა ოც და ათხუთმეტ შარავა[ნ]დედი დადგომილ იყო ბე[რ]ძენთა ზედა შემდგომითი შემდგომად და სარწმუნოებისა მორჩილებასა არავინ ინება შედგომად, 7. რაჲთა გულისხმა-ჰყო, რამეთუ მადლსა მას არა კაცობრივი შეწევნაჲ უჴმს, არამედ თჳსი იგი ბუნებითი აქჳს და რამეთუ იხილა ყოველი სოფელი შეცთომასა შინა 8. და რაჲთა არა მიზეზობდენ მიზეზად ცოდვისა და თქუან, ვითარმედ უცებნი და უმეცარნი შეიტყუვნა და მეფეთა და ჴელმწიფეთა ვერ შეუძლო დამორჩილებად. 9. შეჭურნა სიტყუანი თჳს[ნი] და შეადგინნა მეფენი ღმრთის-მსახურებად და [წ]ინამძღუა[რ ექმნა ყოველთა] ნათესავ[თა ერთობასა] ჭეშმ....... 10. მიმოედვა მეთევზურთაჲ მათ, განითქუა უცებთაჲ მათ, რომელთა სწავლაჲ იგი მიმოდადვეს სოფელსა. 11. გულისხმა-ყავ ძლიერებაჲ, რამეთუ თავ ათორმეტთა სჳმონ იყო, რომელსა ეწოდა პეტრე, საძირკუელი ეკლესიათაჲ და მტკიცებულებაჲ ღმრთის-მსახურებისაჲ. 12. სჳმონ სახელი მამისა და დედისაგან აქუნდა, და პეტრე მაცხოვრისაგან ეწოდა, რამეთუ ჰრქუა; 13. „შენ გერქუას პეტრე, რომელი გამოითარგმანების კლდჱ და მაგას კლდესა ზედა აღვაშჱნო ეკლესიაჲ ჩემი. 14. ყოველივე ქადა[გებაჲ] სარწმუნოვებ[ისაჲ კლდესა მ]ას ზედა და[მტკიცებული დგას] და......... შჱნებულსა. 15. დაუმტკიცებელ არიან სიტყუანი მათნი, განცჳბრებულ არიან თქუმულნი, ტყუვილ არიან განწესებულებანი მათნი, რამეთუ კაცობრივ არიან ზრახვანი იგი. 16. შეეძინეს სამწყსოსა მას ღმრთისასა, დაშურების თიჴაჲ იგი კლდისა მის შეძრვად. 17. ხოლო არა მიეცა შეძრვად კლდჱ იგი, რამეთუ თქუა; 18. „ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას არა ერეოდიან“. 19. მსგავს არიან მოწაფენი იგი მწვალებელთანი ალიზისა მოქმედთა, რამეთუ იგინი თიჴისა მის გამო ნაყოფსა რასმე ჰგონებენ და ეგრე განამტკიცებენ დაჴსნილსა მას, და უჩს რეცა მტკიცე. 20. ფატარი იგი ჩას მტკიცე, ვიდრე მავნებელი ზედა არღა მიწევნულ არს, რამეთუ უკუეთუ ანუ წჳმაჲ, გინა ღუარნი, გინათუ ცეცხლი, ანუთუ სხუაჲ რაჲმე შეემთხჳოს, ვერ წინა-დამდგომელ არს. 21. ამისთჳსცა წინაწარმეტყუელი იტყჳს მათთჳს, რომელნი რასმე ესვიდენ და გონებდენ, ვითარმედ არა ვინაჲ იყოს ვნება. 22. ღაღადებს და იტყჳს: ესრე იტყჳს უფალი: შთაჴედ თიჴასა და აღზილე ბზითურთ და განაჴმე, ვითარცა ალიზი, და ცეცხლმან შეგჭამოს შენ. 23. შეატყუებს მათ, რომელნი ჴორციელებისა და ქუეყანისასა რასმე ესვიდენ. 24. ეკლესიაჲსა საძირკუელი კლდჱ იგი, დაღათუ თავადად კლდედ ეკლესიაჲ ვთქუა, არავე ვტყუვი და არცა კლდესა მას უვარ-ვყოფ, რომელსა ზედა დამტკიცებულ არს: კლდჱ არს ეკლესიაჲცა, რამეთუ მტკიცჱ იგი კლდჱ აქუს, რომელ არს თავადი ქრისტჱ. 25. და მეორჱ იგი კლდჱ – პეტრე, რომელმან-იგი წამებით მიიღო სახელი, რამეთუ ჰრქუა; 26. „შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“. 27. ხოლო ესეცა მნებავს გამოჭეშმარიტებად, ვითარმედ: რაჲსა-მე იოვანე მახარებელმან, რომელი-იგი უმეტჱს სავსე იყო, რომელმან-იგი სახარებისა ცუარნი თჳსად შეკრიბნა, რომელსა-იგი ერქუა „ძე ქუხილის“, 28. რომელმან-იგი ყოვლადვე აღდგომისა მის მადლნი თჳსად მიიზიდნა, ვითარცა იწყო სახარებისა მის, არა პეტრჱესბრ ჴმა-ყო და არა თქუა: დასაბამითგან იყო ძე, და არცა თქუა; 29. დასაბამითგან იყო მხოლოდშობილი, არამედ: ძე და მხოლოდშობილ სახელი დაუტევა და სიტყუასა მას მოვიდა და თქუა: „დასაბამითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“. 30. პეტრე, არა თუ სიტყუა, სახელი ჰრქუა მას და ნეტარ ეწოდა, არამედ ძედ ღმრთისად წამა. 31. და რაჲსა-მე ნეტარმან იოვანე, რომლითამცა ნეტარ ეწოდა, დაუტევა და სიტყუასა მას მირბიოდა, ვითარმედ: „დასაბამითგან იყო სიტყუაჲ.“ 32. მოციქულთა მათ უწყოდეს, რასა-იგი ქადაგებდეს და რომელთა-იგი მათგან შეწყნარებად იყო, და არა დასცხრებოდეს უმეტჱს სიტყუად, 33. რამეთუ: დასაბამითგან იყო [სიტყუაჲ] სახარებისაჲ მის, და სიტყუაჲ იგი ღირსთა მიმართ ოხრის, რაჲთა არა კაცობრივთა გონებათა საღმრთოჲთ კერძოჲ იგი მოძღურებაჲ შეაგინონ, რამეთუ რაჟამს ძე სახელი ესმეს, მამაჲცა და დედაჲცა გულსა მოიჴადონ. 34. მისთჳს სიტუაჲ თქუა, რომელი-იგი შემძლებელ იყო მუნქუესვე და დასაბამსა სიტყჳსასა გამოუთქუმელისა მისთჳს თქუმად. 35. და იხილე რომელი-იგი სახჱ იწყო თქუმად: კიბენი აღმართნა და მრავალსა მას დაკიბულსა აღიყვანნა ძე – სახელისასა მას გულისხმის-ყოფასა, არათუ იგი რაჲმე უვარ-ყო, არამედ ჟამსა თჳსსა დაჰმსახურა და თქუა: 36. „დასაბამითგან იყო სიტყუაჲ,“ რაჲთა შეუძლებელი იგი ისწაო და საზეპუროჲსა მის შობისაჲ აქავე გულისხმა-ჰყო, რამეთუ სიტყუაჲ ღმრთისაჲ არა ხოლო ზეცისაჲ არს, არამედ ცათაჲ უფალი და ანგელოზთაჲ და ანგელოზთ-მთავართაჲ. 37. ეგრეცა ნეტარი დავით იტყჳს მისსა ზეცისად, რამეთუ ვპოვებ სახელსა ამას ძუელსაცა და ახალსაცა. 38. პავლე იტყჳს: „შევიმოსოთ ხატი ზეცისაგანისაჲ მის“, და დავით იტყჳს: „რაჟამს წარარჩევდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, თოვლად დაესხნეს სელმონსა“. 39. ხედავა, რამეთუ გონებათა მათ სიტყუათასა თითოეულად ძალი გამოთარგმანებისაჲ აქუს? 40. რაჲ არს „თოვლად დაესხნეს იგინი?“ 41. ანუ რაჲ არს „წარმორჩევაჲ იგი მეუფეთაჲ ზედა ქუეყანასა?“ 42. მეუფებასა ქუეყანისასა იტყჳს აქა არა მათსა, რომელნი ამის სოფლისაჲთა ხოლო პატივითა არიან, რომელნი ზეცისაჲთა მით გონებითა გამობრწყინებულ არიან სიწმიდითა, რომელთასა იტყჳს პავლე: „უკუეთუ ვივნოთ მის თანა, მის თანაცა ვსუფევდეთ“. 43. იტყჳს პავლე მეუფეთა მათ წმიდათაჲსა არა თუ ცუდად............... 44. ...ღმერთო ამას ვიტყოდით მარადის და ამას უქადაგებდეთ ყოველი პირი, რამეთუ პირნი წინაწარმეტყუელთანი სარწმუნო გჳექმნეს ჩუენ; 45. დაღათუ არა ღირს ვართ ჩუენ წინაწარმეტყუელთა მათ, პირნი მოციქულთანი სარწმუნო გჳექმნნეს ჩუენ. 46. დაღათუ არა მახლობელ ვართ მოციქულთა მათ ხოლო სარწმუნოჲსა მის პატივისა, არა ჯერ-არს დათრგუნვაჲ, არამედ ენანი ჩუენნი აღვმახულნეთ არა თუ მოსაწყჳედელად, არამედ მოქცევად დაუმორჩილებელთა მათ. 47. პირნი კადნიერნი აღებულ წინაწარმეტყუელთანი მათ იყვნეს პირნი კადნიერნი საზეპუროთა მათ მოციქულთანი, იყვნეს, რომელნი-იგი დამტკიცებულნი სჳეტნი ღმრთის-მსახურებისანი იყვნეს. 48. პირნი აღებულნი და არა დაჴშულ, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: პირნი ჩუენნი დაღებულ არიან თქუენდა მიმართ, კორინთელნო. 49. და მერმე იტყჳს: პირი აღებული მიგეცეთ თქ˜ნ. 50. აღებულ არიან პირნიცა ჩუენნი თქუენდა მიმართ, რომელნი-ესე პირ-აღებულ და მადიდებელ ვართ ჭეშმარიტებისა მის დიდებისა დაყოფად პირისა მწვალებელთა მათ. 51. და ჩუენნი პირნი აღებულ არიან და არა დაჴშულ. 52. დაღათუ სიტყჳსაგან დავდუმნეთ, წესიერებანი იგი გან-ვე-ძლიერდებიან. 53. რამეთუ უწყის უფალმან, რომელნი-იგი ჴსნად არიან, დაღათუ ჩუენ არა უწყით რომელთა გონებასა დაემკჳდრნეს სიტყუანი ესე, ხოლო ღმერთმან უწყის, რომელნი მოინადირნეს სიტყჳთა ამით. 54. სიტყუაჲ იგი ქადაგებისაჲ სათრომელ არს. 55. ვითარცა თევზის-მონადირემან განუდგის მასჱ და სდვის სათრომელი დასადებელი და იგი უწყინ, ხოლო რომელი-იგი შეაყენის სათრომელსა მას, და იგი არღა უწყინ, რამეთუ დაფარულ სიღრმესა წყალთასა არნ საქმარი იგი. 56. ეგრეცა, რაჟამს სათრომელი იგი საღმრთოჲსა სიტყუაჲ დაფა(რულ არს) გონებასა კაცისასა (...დღისა) და რომელი ეტყჳნ, არა უწყინ, რომელი შეეყენა სათრომელსა. 57. ხოლო ღმერთმან უწყინ, რომელი იგი შეეყენა მას, ვითარცა თევზი: რომელიმე ჭეშმარიტებისა მის მბრძოლთაგანი შეაყენა სათრომელსა მას სულისა წმიდისა მადლმან, და რომელნიმე არიანოზთა მათგანნი მიიზიდნეს ქრისტჱსთა მათ დიდებათა. 58. და გამოეძიებს ღმერთი გონებათა და ხედავს სიტყუათა მათ მასწავლელთასა, ვითარცა საქმარსა. 59. და სხუაჲცა სახჱ გიჩუენო. 60. ვითარცა სათრომელისა დებასა კიდენი იგი სათრომელისანი ურთირთას შორვედ და გარემო მათსა ვითარცა ზღუდჱ, საშოვალ შეუყენებიან სიმრავლჱ თევზებისაჲ. 61. რამეთუ რაჟამს გამოზიდვად იწყონ, კიდენი განშორებულნი ურთიერთას შეეახლნიან, ეგრეცა ღმერთმან პირველთა მათ ჟამთა მოავლინნა წინაწარმეტყუელნი, და მოადგეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სათრომელსა. 62. და მეორესა მას ჟამსა მოციქულნი იგი ძუელითა მით მოადგმიდეს, და ესენი – ახლითა. 63. ორკერძოთა მათგან ორნი დასნი მესათრომელნი, და საშოვალ უბესა მას შეაყენნეს, და გარემო უბესა მას ერთკერძო აღმოსავალი და ერთკერძო დასავალი, ერთკერძო ბღუარი და ერთკერძო ჩრდილოჲ. 64. ისმინე სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: მოვიდოდიან აღმოსავლით და დასავლით, ჩრდილოეთით და ზღჳთ და ინაჴ-იდგიან აბრაამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა. 65. მასვე უბესა, მათვე წიაღთა შეკრბენ რჩეულნი იგი, და იყოს ერთობა მესათრომელთაჲ მათ. 66. და რომელნი-იგი გარეშე დაშთენ, წარვიდენ თჳსთა თანა, რამეთუ აღსასრულსა მას.......................... .....ვალ. 67. საღმრთოთა მათ მოძღუარებათაჲ, დაბეჭდული წიგნთაგან წმიდათა, რამეთუ იტყჳან: რაჲ მსგავსება არს ღმრთეებაჲ ღჳნოსა, არამედ რამეთუ წინაწარმეტყუელისა მის მოძღურებ [.....] შეუცოდელი ჴსნაჲ [.....] 68. და თქუა: დასცხრა მოაბ სიყრმითგან და დაადგრა დიდებასა თჳსსა და არა იცვალა ჭურჭლითი ჭურჭლად ამისთჳს სული მყრალობისაჲ მისგან და გემოჲ მისი მის თანა. 69. ეკლესიაჲ გამოიცადა უკეთურთაგან, იცვალა ჭურჭლითი ჭურჭლად მშჳდობისაგან ღუაწიდ და ღუაწლისაგან მშჳდობად ეგო და დაადგრა მის თანა სული სუნელებისაჲ, რამეთუ თქუა: სულ სუნელების ვართ ჩუენ ქრისტჱსა. 70. ესე ყოველი ვთქუ და უწყი, რამეთუ განვაგრძვე სიტყუაჲ ესე. 71. ხოლო ჯერ-იყო ჩემდა, რომელსა-ესე დამაკლა სამართალი ჩუენებად, რამეთუ ესევითარი ცილის-წამებაჲ ყოველთა ეკლესიათა განფენილ არს: არა ხოლო თუ ვინმე ერთი უკეთურად იტყჳს, არამედ ყოველნივე გმობასა ქუეშე არიან. 72. აწ ჩემ წილ და ყოველთა ეკლესიათათჳს მიეგე სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: ეკლესიასა ერთი უფალი აქუს და ერთი შემოქმედი და ერთი ღმერთი, და (ერთი) მერთისა მპყრობელი და ერთი მეუფჱ. 73. ხოლო რაჟამს გესმეს, ვითარმედ: ერთი განუყოფელი იგი სამებაჲ, გულისხმა-ყავ დაუსრულებელი იგი და განურყუნელი მეუფებაჲ, დიდებაჲ იგი და ჭეშმარიტებაჲ, რომელ არასადა განიყოფის, 74. არამედ დგას და ჰგიეს სამარადისო ცხორება, რომლისა იყავნ ჩუენ ყოველთა მიწევნაჲ ჭეშმარიტებითა დიდებისა მიცემად მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უკუნითი უკუნისამდე. ამენ. |