მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. [იოვანე ოქროპირი პეტრე მოციქულისაჲ და ელია და ელისესი წინაწარმეტყუელთაჲ საკითხავი]
2. .................................არამედ ითხოვდ ლოცვასა მონისაგან.
3. აწ რაჲ-მე წარჴდა ელია ყოველსა მას გზასა და მოვიდა სარეფთად სიდონიაჲსა და იხილა ქურივი ჩხირთა მკრებალი.
4. აწ იხილე ელიაჲსიცა სიბრძნის-სიყუარული და სარწმუნოებაჲ და სათნოვებაჲ და სიმჴნჱ!
5. არცაღა თუ ჰრქუა ღმერთსა: – ვისა მიმავლინებ?
6. ესოდენ შემაურვებ მე და უკუანაჲსკნელ სიყმილსა ქურივისა მიმავლინებ.
7. არა-მე არიანა მდიდარნი კაცნი, რომელთამცა შემიძლეს შიმშილსა ამას ნუგეშინის-ცემად?
8. აწ უკუე ესოდენი გზაჲ მოვლე და ქურივისა თანა ვიყოა მასვე პირსა შინა?
9. და არა ხოლო თუ ქურივ, არამედ გლახაკცა იყო.
10. გულისხმა-ყავ, ვითარ არარაჲ ესევითარი თქუა, რამეთუ გული მიეპყრა თჳსსა უფალსა, რომელმან-იგი უძლურთაგან ძლიერ-ქმნის.
11. მიგუალე სარეფთად სიდონიაჲსა, და ესერა ქურივი კრებს ჩხირთა.
12. რაჲსა მიისწრაფე, ელია?
13. რაჲსა მიჰრბი ქურივისა?
14. იხილენ პირველად ბჭენი იგი სიგლახაკისანი და ნუ ჴშირად იკითხავ სიმკოდვესა მისსა.
15. ვიდრე შეხუალ, ელია, ხედავ ჩხირთა კრებს, – და შენ საზრდელსა ითხოვ მისგან.
16. არამედ წინდად აქუნდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ.
17. მივიდა და რაჲ ჰრქუა?
18. – „მომეც მე მცირედ წყალი, რაჲთა ვსუა“.
19. იგულე სიბრძნჱ ელიაჲსი: არა მეყსეულად უფროჲსი ითხოვა, არამედ უმცირჱსი;
20. არა თქუა;
21. „მეც მე პური,“ არამედ: „მასუ მე წყალი!“
22. პირველად წყალსა სთხოვს.
23. ესრე განიზრახა: თუ პოვოს წყალი, უკუე პურიცა პოვოს.
24. – „მომართუ მე მცირედ წყალი!“
25. მივიდა ქურივი იგი და მოართუა.
26. მაშინღა იკადრა და თქუა ელია: „მომართუ მე პური და ვჭამო.“
27. ხოლო მან ჰრქუა: „ცხოველ არს უფალი!
28. მიც თუ რაჲმე – მცირედ ზეთი საზეთესა და ფქვილი საფქვილესა, რომელი-ეგე შევქმნე, ვჭამოთ მე და შვილთა ჩემთა და მოვწყდეთ“.
29. რასა ეტყჳ, ელია?
30. „მიგუალე და მიქმენ ყუერბეული;
31. პირველად მე ვჭამო, ამისა შემდგომად ქმენ შვილთა შენთათჳს, და ჭამონ“.
32. რასა ზამ, ელია?
33. საზრდელსა ითხოვ, რაჲსათჳს მარტოდ?
34. რამეთუ არა მადლიერ გეყოს, შვილთა თანაღა არა შჭამე.
35. შენ გნებავს გამოზრდაჲ და შვილთა შეშთობაჲ.
36. – არა მნებავს შეშთობაჲ, არამედ უფლისასა ვხედავ კაცთმოყუარებასა.
37. ეგრეცა ქურივმან მან არა გულსა მოიჴადა, არცაღა თუ ასუმოვდა, არცაღა თუ ჰრქუა, ვითარმედ: „შენ ხარ, რომელმან შეჰქმენ სიყმილი ესე და სიყმილითა მით აქა ჴორცთა ჩუენთა განრყუნად მოხუედ.
38. და არცა თუ ესრე ჰრქუა: ესოდენსა სოფელსა თანა-წარმოჰჴედ და ჩემდა მოხუედ, სიყმილითა განჰჴრწნი ყრმათა ჩემთა, შენ გეკითხენ ესე გუასინებაჲ.
39. აბრაამის ცოლმანცა შევიდა ესეცა სიტყუაჲ ყო, ვითარცა-იგი ელიაჲსი.
40. და თუ იგულო, აბრაამის ცოლისა ქურივისაჲ მისი უმჯობჱს არს სტუმრის-მოყუარებაჲ?
41. იგი მდიდარი იყო და ისტუმრნა ანგელოზნი, ხოლო ესე სიკჳდილსა და ცხორებასა ზედა დგა და ისტუმრა წინაწარმეტყუელი.
42. და არს საკჳრველ, რამეთუ ნაწევარნი თჳსსნი შეურაცხ-ყნა და სტუმართ-მოყუარებასა პატივ-სცა, ნაწლევნი თჳსნი განსთხინა და წინაწარმეტყუელი შეიწყნარა ყოვლადვე;
43. მრავალთა მათ შვილთა სიმაძღრჱ შექმნა.
44. განზრახვითა მით ქურივისაჲთა შვილნი იგი დაწყჳდნა, ხოლო კაცთ-მოყუარებითა ღმრთისაჲთა ცხონდეს და განმტკიცნეს.
45. არა უწყი, ვითარ ვაქებდა ქურივსა მას, რამეთუ შვილნი შეურაცხ-ყვნა და სტუმართ-მოყუარებაჲ შეიწყნარა!
46. ვითარ ნაწლევთათჳს არა იურვოდა?
47. ვითარ საშოჲ არა ეცვალებოდა?
48. ვითარ წელნი არა [დაჴსნდეს?].........