მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. [კჳრილე იერუსალჱმელი, საკითხავი სულისა წმიდისაჲ]
2. ...რამეთუ მსაჯულმან მან ცხოველთა და მკუდართამან განაჩინა, ვითარმედ არა არს მიტევებაჲ; 3. უკუეთუ ვინმე შესცოდოს მას, რომელი-მე სასოებაჲ აქუნდეს მისვე ქრისტჱს მადლისაჲ? 4. იყავნ საქმედ, რაჲთა მომცეს ჩუენ შეუცოდებელად სიტყუად და თქუენ – გულისხმის-ყოფით სმენად, რამეთუ გულისხმის-ყოფაჲ უღირს არა ხოლო მეტყუელსა, არამედ მსმენელსაცა, რაჲთა არა სხუაჲ ესმოდის და სხუაჲ რაიმე ცნან გონებითა. 5. ხოლო აწ ითქუნედ ჩუენ მიერ სიტყუანი სულისა წმიდისათჳს, გარნა წერილთაგან ხოლო, და რაჲ-იგი არა წერილ არს, ნუმცა გამოვიკითხავთ, რამეთუ თჳთ იგი სული წმიდაჲ იტყოდა მათ წიგნთა და მანვე თავისა თჳსისათჳს თქუა, რავდენ უნდა მას, გინა რავდენ ჩუენ დამტევნელ ვიყვენით. 6. ხოლო აწ სულისა წმიდისათჳს იგი სიტყუანი განყოფილ არიან, ხოლო იგი არა განიყოფის, ერთ არს და იგივე ჰგიეს, 7. ვითარცა-იგი მამისათჳს სიტყუათა მათ შინა ოდესმე მხოლოდ-მთავრობისა მისისათჳს ვასწავებთ და ოდესმე მამად და ყოვლისა მპყრობელად ვხადით და ოდესმე – ყოვლისა შემოქმედად. 8. და ესრეთ განყოფილ არს სწავლაჲ ესე თითო-პირისა მით სიტყჳთა. 9. ხოლო სარწმუნოვებაჲ იგი არა განყოფილ არს, ერთ არს და იგივე ჰგიეს ღმრთის-მსახურებისა სასოვებაჲ, და ვითარცა-იგი მხოლოდშობილისათჳს ძისა ღმრთისა – ოდესმე ღმრთეებისა მისისათჳს გასწავებდით, 10. მრავალ ღათუ სიტყუად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთჳს სიტყჳთ განვყავთ, არამედ განუყოფელად მისა მიმართ სარწმუნოებასა გჳთხრობდა. 11. ეგრეცა აწ სულისა წმიდისათჳს სწავლათა მათ თითოეულად განვჰყოფთ და ძისა მიმართ სარწმუნოებასა მას განუყოფელად ვქადაგებთ. 12. ერთ არს და იგივე: სული წმიდაჲ განუყოფს მადლთა მათ თითოეულსა, ვითარცა ჰნებავს, ხოლო იგი თავადი ჰგიეს განუყოფელად. 13. არა თუ სხუაჲ არს ნუგეშინი–მცემელი და სხუაჲ – სული წმიდაჲ, არამედ იგივე არს თავადი და თითოეულად სახელის-დებითა მით სახელ-დებულ არს, 14. ცხოველ არს და მტკიცედ იტყჳს და შეწევნათა აჩუენებს და ღმრთისა მიერ ქრისტჱს ჴელითა ქმნულთა მათ ყოველთა პირმეტყუელთა – ანგელოზთა და კაცთა – განმწმედელ არს. 15. ხოლო ამისთჳს, რაჲთა არა თითო-პირად სახელის-დებითა მით სულისა წმიდისაჲთა ვჰგონებდეთ ვინმე უმეცრებით, ვითარმედ თითოეულ არს სულები იგი და არა ერთ და იგივე სული წმიდაჲ, 16. რომელი არს მხოლოჲ, ამისთჳს წინაჲსწარ განგაკრძალებს შენ კათოლიკე ეკლესიაჲ და გასწავებს მითხრობასა მას სარწმუნოებისასა, რაჲთა გრწმენეს მხოლოჲსა მიმართ სულისა წმიდისა ნუგეშინის-მცემელისა, რომელი იტყოდა წინაწარმეტყუელთა მიერ, 17. რაჲთა სცნა, ვითარმედ მრავალ არს სახელის-დებაჲ, ხოლო ერთ არს მხოლოჲ სული წმიდაჲ, რომლისა-იგი სახელის-დებანი, მრავლისაგანნი მცირედნი, აწ გითხრნე თქუენ. 18. რამეთუ ჰრქჳან სულ, ვითარცა-ესე აწინდელმან საკითხავმან თქუა, ვითარმედ: რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ. 19. და კუალად ჰრქჳან სული ჭეშმარიტებისაჲ, ვითარცა-იგი მაცხოვარი იტყჳ, ვითარმედ: ოდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ...; 20. ჰრქჳან კუალად ნუგეშინის-მცემელ, ვითარცა-იგი თქუა: „უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა“. 21. რამეთუ ერთი და იგივე არს სული წმიდაჲ და თითოეულითა მით სახელდებულ არს, და ამათგან ჩას განცხადებულად, რამეთუ იგი არს სული წმიდაჲ და ნუგეშინის-მცემელი. 22. თქუმულ არს, ვითარმედ: „ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ“, და კუალად, რამეთუ იგივე არს „ნუგეშინის-მცემელი„ და „სული ჭეშმარიტებისაჲ“. 23. თქუმულ არს, ვითარმედ: „სხუაჲ ნუგეშინის-მცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა იყოს უკუნისამდე სული იგი ჭეშმარიტებისაჲ“. 24. და მერმე იტყჳს: „რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მოგივლინო თქუნ მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ“. 25. და კუალად ჰრქჳან: „სული ღმრთისაჲ,“ ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი“. 26. მერმე იტყჳს, ვითარმედ: „რავდენნი-იგი სულითა ღმრთისაჲთა იქცევიან, იგინი შვილნი ღმრთისანი არიან“. 27. და კუალად ჰრქუან: „სული მამისაჲ“, ვითარცა იტყჳს მაცხოვარი, ვითარმედ: „არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი იგი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ თანა“. 28. მერმე პავლე იტყჳს: „ამისთჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა მამისა მიმართ“. 29. და ამისა შემდგომად იტყჳს, ვითარმედ: „განმტკიცენით სულითა მისითა“. 30. და ჰრქჳან „სული უფლისაჲ“, ვითარცა პეტრე იტყჳს: „რაჲსათჳს შეითქუენით განცდად სულსა უფლისასა“ და კუალად ჰრქჳან „სული ღმრთისაჲ და ქრისტჱსი“, ვითარცა-იგი მისწერს პავლე, 31. ვითარმედ: „თქუენ არა ხართ ჴორციელ, არამედ სულიერ, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის, უკუეთუ ვისმე სული ქრისტჱსი არა აქუნდეს, იგი არა არს მისი“. 32. მერმე ჰრქჳან: „სული ძისა ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი წერილ არს, რამეთუ; 33. „ხართ თქუენ შვილ, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ“. 34. და ჰრქჳან „სული ქრისტჱსი“, ვითარცა წერილს არს: „ვინაჲ ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ სული იგი ქრისტჱსი“. 35. და კუალად იტყჳს: „ვედრებითა თქუენითა და შეწევნითა სულისა ქრისტჱსითა“. 36. დ[ა ამას თა]ნა სხუანიცა სა[ხელისდებ]ანი სულისა წ~დი[სანი ვპო]ვნე, რამეთუ ჰრ[ქჳან სული] სიწმიდისაჲ, ვითარცა წე[რილ] [ა]რს: „სულითა მით სიწმიდისაჲთა“. 37. და კუალად ჰრქჳან: „სული შვილებისაჲ,“ ვითარცა-იგი პავლე იტყჳს, რამეთუ: „არა მიგიღებიეს თქუენ სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, რომელ არს „მამაო“. 38. და ჰრქჳან „სული გამოცხადებისაჲ“, ვითარცა წერილ არს; 39. „მოგეცინ თქუენ უფალმან სული იგი გამოცხადებისაჲ“, და ჰრქჳან „სული აღთქუმისაჲ“, ვითარცა-იგი მასვე წერილ არს: „რომლითა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა“. 40. და სხჳთაცა მრავლითა სახითა ესევითარითა სახელ-დებულ არს, რამეთუ გასმიეს განცხადებულად პირველსა მას სწავლასა, ვითარმედ ფსალმუნთა შინა ოდესმე „სახიერად“ და ოდესმე „სულ ჴელმწიფებისა“ სახელ-ედების. 41. ხოლო ესაიამან „სული სიბრძნისაჲ“ და „გულისხმის-ყოფისაჲ“, „ზრახვისაჲ“, და „ძლიერებისაჲ“ და „შიშისა ღმრთისაჲ“ უწოდა, რომელი-იგი ყოველთა მათგან პირველთა და აწინდელთა თქუმულთა წამებულ არს, თითო-პირ არს იგი სახელის-დებითა. 42. ხოლო ერთ არს და იგივე ჰგიეს სული წმიდაჲ, რომელი მტკიცე არს და მამასა და ძესა თანა არს არა თუ პირისაგან და ბაგეთა მამისა და ძისათა იტყჳების, გინა სულად აღმოვალს და აერად განქარდების, 43. არამედ არსება-მტკიცე, თჳთმეტყუელ და მოქმედ, განმგებელ, მოღუაწების და სიწმიდის მოქმედ განუყოფელისაჲ ჩას ხოლო და შეთქუმისაჲ და ერთარსებისა მის მაცხოვნებელისა ჩუენდა მომართ მოღუაწებისაჲ, მამისაგან და ძისა და სულისა წმიდისა, ვითარცა-იგი პირველ ვთქუთ. 44. რამეთუ მოჴსენებაჲ თქუენდა გულითად მნებავს მისიცა, ვითარცა აწინდელ თქუმულთაჲ, 45. რაჲთა უწყოდით განცხადებულად, ვითარმედ არა სხუაჲ შჯულსა შინა და წინაწარმეტყუელთა და სხუაჲ სახარებათა და მოციქულთა, არამედ ერთი არს და იგივე თავადი სული წმიდაჲ, რომელი ძჳელსა და ახალსა შჯულსა შინა იტყოდა წიგნთა. 46. ესე იგი სული წმიდაჲ არს, რომელი მოვიდა წმიდასა ზედა ქალწულსა მარიამსა, რამეთუ ქრისტჱ მხოლოდშობილ იყო, 47. რომელი-იგი მარიამისგან შობად იყო, ძალი იგი მაღლისაჲ ჰფარვიდა მას, და სული წმიდაჲ მოვიდა მის ზედა და განწმიდა იგი, რაჲთა შემძლებელ იქმნეს დატევნად მისა, რომლისაგან არს ყოველი. 48. არა მიჴმან მე მრავალნი სიტყუანი, რაჲთა სცნა, რამეთუ შეუგინებელად უჴრწნელ არს შობაჲ იგი, ვითარცა-იგი გისწავიეს. 49. გაბრიელ არს, რომელმან ჰრქუა მას, ვითარმედ: მე ვარ ქადაგი შობადისაჲ მის, არა თუ შემწჱ. 50. დაღათუ ანგელოზთ-მთავარ ვარ, არამედ ვიცი წესი ჩემი. 51. ხოლო სიხარულსა ამას გახარებ შენ. 52. არამედ ვითარ-იგი შევ, არა ჩემისა მადლისგან არს – სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. 53. ამისთჳსცა შობილსა მას შენგან წმიდასა ძე მაღლის ერქუას. 54. ესევე სული წმიდაჲ შეეწია ელისაბედს. 55. არა ხოლო ქალწულნი იცნის, არამედ იცნის ქორწინებულნიცა, უკუეთუ შჯულიერად იყოს ქორწილი იგი. 56. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და წინაწარმეტყუელებდა და იტყჳს კეთილი იგი მჴევალი უფლისათჳს: და ვინაჲ ესე ჩემდა, რამეთუ მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?. 57. ჰნატრიდა თავსა თჳსსა ელისაბედ; 58. ამითვე სულითა წმიდითა ზაქარია, იოვანჱს მამაჲ, და წინაწარმეტყუელებდა. 59. ესოდენისა კეთილისა მომატყუებელ არს მხოლოდშობილი და წინამორბედი იგი ნათლის-მცემელი იოვანე. 60. ამისვე სულისაგან განძლიერდა სჳმეონ მართალი. 61. მითვე სულითა უწყებულ იქმნა არა ხილვად სიკჳდილისა, ვიდრემდის იხილოს ცხებული უფლისაჲ. 62. და შეიწყნარა იგი მკლავთა ზედა თჳსთა და მისთჳს განცხადებულად წამებდა. 63. და იოვანე სულითა წმიდითა აღივსო, ვიდრე საშოსა დედისასა იყო, მის მიერვე წმიდა იქმნა, რაჲთა ნათელ-სცეს უფალსა. 64. არა იგი მისცემდა სულსა, არამედ მომცემელსა მას სულისასა ახარებდა, რამეთუ იტყჳს თჳთ: „მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი-იგი შემდგომად ჩემსა მოვალს, მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა და ცეცხლითა“. 65. ცეცხლითა რაჲსა-მე? 66. – რამეთუ ენითა ცეცხლისაჲთა ყოფად იყო მოსლვაჲ იგი სულისა წმიდისაჲ, რომლისათჳს სიხარულით იტყჳს უფალი: „მოვედ მიფენად ცეცხლისა ქუეყანასა ზედა“. 67. და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღატყდეს?! 68. ესე სული გარდამოჴდა ნათლის-ცემასა უფლისასა, რაჲთა არა დაეფაროს ნათელ-ღებულისა მის პატივი, ვითარცა-იგი იოვანე იტყჳს, 69. ვითარმედ: „რომელმან-იგი მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი, დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“. 70. არამედ იხილე, ვითარ-იგი იტყჳს სახარებაჲ: „განეხუნეს ცანი“. 71. განეხუნეს პატივისა მისთჳს გარდამომავალისა. 72. და იტყჳს: „აჰა ესერა განეხუნეს. 73. და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი“ და მომავალი მის ზედა ნეფსით არს, ჩას ხოლო გარდამოსლვაჲ იგი. 74. რამეთუ ჯერ-იყო, ვითარ-იგი გამო-ვიეთმე-თქუეს, პირველი იგი ნაყოფი სულისა წმიდისაჲ ნათლის-მღებელთამდე, რაჲთა ცნობასა მას მაცხოვრისასა მიეცეს, რომელმან-იგი ესევითარი მოსცა მადლი და გარდამოჴდა სახედ ტრედისა. 75. რამეთუ თქუეს ვიეთმე წმიდისაჲ მის და უმანკოჲსაჲ და შობილთა მათთჳს შვილთა და ცოდვათა მოტევებულთა მათ ლოცვათა შეწევნითა, ვითარცა-იგი იგავად თქუმულ არს ამისთჳს, რამეთუ ქრისტემან თუალით ხილულად ეგრჱთ გამოაჩინა. 76. რამეთუ ქებათასა შინა სიძისა მისთჳს ღაღადებს და იტყჳს: „თუალნი შენნი, ვითარცა ტრედისანი, ზედა სავსებასა წყალთასა“. 77. ამისი სახჱ აქუნდა ზოგს-რომელსამე ზედა ნოვესა ზე ტრედსა მას, ვითარ-იგი მათსა ზე ძელითა და წყლითა იყო მათა ცხორება და კაცთა ახლად შესაქმისა დასაბამ. 78. და ტრედმან მან მოაქცია მუნვე მიმწუხრად და აქუნდა ფურცელი ზეთისხილისაჲ. 79. ესრჱთ თქჳან სულისა წმიდისაჲ, რამეთუ გარდამოჴდა ჭეშმარიტსა მას ზედა ნოვესა.................. 80. .....აღმოგიკითხენ შენ, რაჲთა არა ერჩდე კაცობრივთა სიტყუათა. 81. ამის სულისა წმიდისა ზიარებასა მიანიჭებდა მოციქულთა. 82. რამეთუ წერილ არს, ვითარცა ესე თქუა; 83. „შთაჰბერა მათ და ჰრქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ! 84. უკუეთუ ვინმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; 85. და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“. 86. ესე მეორჱ შთაბერვაჲ არს. 87. რამეთუ პირველი იგი განქარდა ნეფსით ცოდვითა მით, რაჲთა აღესრულოს: აღმოვიდა შთამბერველი პირისა შენისაჲ და განმარინებელი ჭირისა შენისაგან. 88. ხოლო მო-იგი-ვინაჲ-ვიდა? 89. – არამედ ჯოჯოხეთით, რამეთუ ეგრჱთ გჳთხრობს ჩუენ სახარებაჲ, ვითარმედ: შემდგომად აღდგომისა შთაჰბერა მოციქულთა სული. 90. არამედ მისცემს აწცა მადლსა, ხოლო უუხუეს-ადრე უფროჲს მათა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: განმზადებულ ვარ მიცემად თქუენდა აწცა, არამედ წმიდაჲ იგი ვერღა დაიტიოთ. 91. აწ მი-ღა-იღეთ მადლი ესე, რავდენ დაიტიოთ, არამედ უფროჲსსა მოელოდეთ. 92. თქუენ დასხედით ქალაქსა მას შინა, ვიდრემდის შეიმოსოთ ძალი მაღლით გამო. 93. აწ მიიღეს ზოგს-რაჲმე, რომელ-იგი მიიღეს, ხოლო რომელმან შეიმოსოს სამოსელი, ყოვლით კერძოვე მოიცვის და თქჳს: ნუ გეშინინ ჭურისა და ისრისა ეშმაკისა, რამეთუ შეგიმოსიეს თქუენ ძალი სულისა წმიდისაჲ. 94. ხოლო შენ გეჴსენენ აწინდელთა მათ თქუმულთაჲ, რამეთუ სული არა განიყოფის, არამედ მისმიერი იგი მადლი. 95. აწ უკუე ამაღლდა იესუ ზეცად და აღთქუმაჲ იგი აღასრულა, რამეთუ ჰრქუა მათ: „მე ვჰლოცვიდე მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინის-მცემელი მოგცეს თქუენ“. 96. მოციქულნი სხდეს და ილოცვიდეს მოსლვასა სულისა წმიდისასა და აღსრულებასა მას დღისა მის ერგასისთასა ქალაქსა მას ირუსალჱმსა, რამეთუ ჩუენი არს ესეცა პატივი, რომელსა ვიტყჳთ არა თუ სხუათა ადგილთა კეთილთა, არამედ ჩუენ შორის მომადლებულთა. 97. და მეერგასისესა მას დღესა სხდეს მოციქულნი. 98. და გარდამოჴდა ზეცით ნუგეშინის-მცემელი იგი, ზღუდჱ სიმტკიცისაჲ და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაჲ და მოღუაწჱ იგი სულთაჲ, შემწჱ იგი სულთაჲ, შემწჱ ჭირვეულთაჲ, განმანათლებელი შეცთომილთაჲ, გჳრგჳნის-მომცემელი იგი მოღუაწეთაჲ. 99. გარდამოჴდა, რაჲთა შეჰმოსოს ძალი და ნათელ-სცეს მოციქულთა, რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა თუ შემდგომად მრავალთა მათ დღეთა“. 100. არა ზოგს-რაჲმე არს მადლი ესე, არამედ სრულ არს ძლიერებაჲ. 101. ვითარცა-იგი, რომელი შთაჴდის წყალსა, და ყოვლით-კერძოვე მოიცვის წყალმან, რომელი-იგი იბანებინ, ეგრეცა სულისა მისგან ნათელ-იღეს მათ სრულიად. 102. არამედ წყალმან მან გარეშჱ ოდენ განბანის, ხოლო სულმან წმიდამან სულსა ნათელ-სცის უნაკლულოდ. 103. და რაჲსა გიკჳრს? 104. ისმინე სახედ იგავი ესე ჴორციელი: მცირე არს სიტყუაჲ იგი და შეურაცხ, ხოლო სარგებელ არს წრფელთა მათთჳს. 105. უკუეთუ ცეცხლი იგი სიზრქესა მას რკინისასა შეჴდის შინაგან და ყოვლადვე ქმნის იგი ცეცხლ, და ცეცხლი იგი იქმნის მჴურვალე, და შავი იგი იქმნის მბრწყინვალე. 106. უკუეთუ ცეცხლი იგი ჴორციელი რკინასა მას ჴორციელსა შევიდის და ესრჱთ სრულიად მბრწყინვალე იქმნის, შენ რაჲსა გიკჳრს, ვითარმედ სული წმიდაჲ შევიდეს შინაგანსა სულსა მას? 107. ხოლო რაჲთა ესოდენისა მის მადლისა მომავლისაჲ არა უცნაურ იყოს სიმდიდრჱ, საყჳრი ზეცისაჲ ოხრიდა, რამეთუ იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, 108. ვითარცა მოწევნაჲ ქარისა ძლიერისაჲ, და აუწყებდა მოსლვასა მას მადლისასა, რაჲთა თუალითა იხილონ ენები იგი ცეცხლისაჲ, და ყურთა ესმეს ოხრაჲ იგი. 109. და აღივსო ყოვლად სახლი იგი, სადა სხდეს........................................ 110. .......არამედ პირმშოთაცა მათ შვილთა ეკლესიისათა, რომელი-იგი ოდესმე ბერწ იყო, შჳდთა მათ დიაკონთა ვიტყჳ, 111. რამეთუ ესენი გამოირჩინეს, „სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა“, რომელთაგანი იყო სახელის მსგავსი სტეფანჱ, პირველი იგი ნაყოფი მარტჳლთაჲ, „კაცი სავსჱ სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა“. 112. „ჰყოფდა ნიშებსა და სასწაულებსა დიდ-დიდსა ერსა შორის“ და იღუწიდა სიტყჳს-მგებელთა მისთა მიმართ. 113. „და ვერ ეძლო წინადადგომად მისა სიბრძნითა მით და სულითა, რომლითა იტყოდა“. 114. და სარჩელად რაჲ მოიყვანეს, ცილსა შესწამებდეს, ანგელოზებრი გამოჰკრთებოდა ბრწყინვალებაჲ. 115. აღიხილნეს თუალნი მათნი „და იხილეს ყოველთა, რომელნი სხდეს შესაკრებელსა მას. 116. და იყო პირი მისი, ვითარცა პირი ანგელოზისაჲ“. 117. გონიერითა მით სიტყჳს-გებითა მისითა ქედფიცხელთა მათ და წინადაუცუეთელთა გულითა და სასმენელითა ჰურიათა ამხილა, რომელნი მარადის სულსა წმიდასა წინა-აღუდგებიან. 118. ხედვიდა ცათა განხუმულთა და იხილა ძჱ კაცისაჲ მარჯუენით ღმრთისა მდგომარჱ. 119. ხოლო რომელი-იგი იხილა, არა თჳსითა ძალითა იხილა, არამედ ვითარცა-იგი წიგნი იტყჳს: „სავსე იყო იგი სულითა წმიდითა, აღიხილნა თუალნი ზეცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარჱ მარჯუენით ღმრთისა“. 120. ამისვე სულისა წმიდისა ძალითა ფილიპე სახელითა ქრისტჱსითა ქალაქსა მას სამარიაჲსასა განასხმიდა არაწმიდათა სულთა. 121. ღაღადებდეს ჴმითა დიდითა და განვიდოდეს. 122. განრღუეულთა და მკელობელთა განჰკურნებდა და დიდძალსა მორწმუნეთა სიმრავლესა ქრისტესა წარუდგინებდა, რომელთათჳს მივიდეს პეტრე და იოვანე და ლოცვითა და ჴელის-დადებითა მისცემდეს სულისა წმიდისა ზიარებასა, რომლისაგან სუმუნ ხოლო მოგჳ უცხო იქმნა სამართლად. 123. მერმე კუალად ანგელოზისაგან იწოდა გზასა ზედა ღმრთის-მოშიშებისა მისთჳს ჰინდოჲსა საჭურისისა, და მასვე ჟამსა განცხადებულად სულისაგან წმიდისა ესმა, ვითარმედ: „მივედ და შეუდეგ ეტლსა იმას“. 124. ხოლო მან ასწავა ჰინდოსა მას და ნათელ-სცა და ჰინდოეთა ქრისტესა ქადაგებდა. 125. წარავლინა, ვითარცა-იგი წერილ არს, „ჰინდოთა ისწრაფონ ჴელისა მიცემად ღმრთისა“. 126. მერმე აღიტაცა იგი ანგელოზისა მისგან და ქალაქებსა მას მიმოვიდოდა და ქადაგებდა ქრისტესა. 127. ამითვე სულითა წმიდითა სავსე იყო პავლე შემდგომად წოდებისა მის უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა. 128. და მოწამედ ჩუენდა მოვედინ ანანია ღმრთის-მოშიში, რომელ დამასკეს მკჳდრ იყო, და ჰრქუა მან პავლეს: „უფალმან მომავლინა მე, იესუ, რომელი-იგი გამოგეცხადა შენ გზასა ზედა, მო-რაჲ-ხჳდოდე, რაჲთა აღიხილნე თუალნი და აღივსო სულითა წმიდითა“, 129. რომელი-იგი მეყსეულად იქმნა ხოლო, და სიბრმჱ იგი თუალთა პავლჱსთაჲ მხილველად და ცოცხლად გარდააქცია და სულსა მისსა ბეჭედი მიანიჭა და ჭურ რჩეულ ქმნა იგი, რაჲთა უთხრას სახელი მისი, რომელი-იგი ეჩუენა მას უფალი წინაშე მეფეთა და ძეთა ისრაჱლისათა; 130. რომელი-იგი პირველ მდევარ იყო, ქადაგ და მონა კეთილ ქმნა იგი და იერუსალჱმითგან ვიდრე ივლირიკედმდე აღასრულებდა სახარებასა. 131. და ასწავა დედუფალსა ქალაქთასა რჵმესა და ვიდრე სპანიამდე გულს-მოდგინებით ქადაგებაჲ იგი მიიწია და ბევრნი ღუაწლნი დაითმინნა. 132. სასწაულებსა და ნიშებსა იქმოდა, რომლისათჳს აწ კმაღა-ვყოთ სიტყუად ძალითა წმიდისაჲთავე. 133. წინამძღუარმან მოციქულთამან და კლიტჱთ-მპყრობელმან სასუფეველისა ცათაჲსამან – პეტრე ლუდას შინა, რომელსა ჰრქჳან დიოზ ქალაქ, განრღჳეული ენია განკურნა; 134. და კუალად ქველის-მოქმედი იგი ტაბითა მკუდრეთით აღადგინა, და ერდოსა ზედა განკჳრვებითა ცანი განხუმულნი იხილნა და გარდამოსატევებელი იგი, 135. ვითარცა ტილოჲსა ჭურჭელი, მრავალსახითა მით და მრავალფერითა მჴეცითა სავსჱ, ვითარმედ არარაჲ შეგინებულად და არაწმიდად შერაცხად ჯერ-არს კაცი, დაღათუ წარმართთაგანი იყოს. 136. ესე განცხადებულად ისწავა, და კორნელიაჲსგან რაჟამს იწოდა, განჩინებულად ესმა სულისაგან წმიდისა, ვითარმედ: „აჰა ეგერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ, არამედ აღდეგ და გარდაგუალე და წარვედ მათ თანა და ნურას შეორგულდები, 137. რამეთუ მე მომივლინებიან იგინი“, და რამეთუ გამოჩნდეს ესე განცხადებულად, ვითარმედ წარმართთაგანნიცა მორწმუნენი ზიარ იქმნნეს მადლსა მას სულისა წმიდისასა. 138. პეტრე რაჟამს მივიდა კესარიად და ქრისტჱსთჳს ასწავებდა, იტყჳს წიგნი კორნელიჱსთჳს და მისთანა, ვითარმედ: „ვიდრე ეტყოდაღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოეფინა სული წმიდაჲ ყოველთა მათ ზედა, რომელთა ესმოდეს სიტყუანი ესე“. 139. ვითარმედ წინადაცჳეთილებისაგანნი იგი, რომელნი შევიდეს პეტრეს თანა, განუკჳრდებოდა და დასულებულ იყვნეს და იტყოდეს, ვითარმედ; 140. „წარმართთაცა ზედა მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მიფენილ არს“. 141. და ანტიოქიას ასურეთისასა, სახელოვანსა ქალაქსა, ქრისტჱსთჳს ქადაგებასა შეეწეოდა შემწჱ იგი კეთილთაჲ. 142. ამიერ მიივლინა ბარნაბა ვიდრე ანტიოქიადმდე, კაცი „სახიერი და სავსჱ სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა“, რომელმან-იგი იხილა კრებული ქრისტჱს-მორწმუნეთაჲ მრავალი და თანა-მოღუაწედ მოიყვანა პავლე ტარსჱთ ანტიოქიადმდე. 143. ერი ისწავებდა, მათგან კრებული შეკრბებოდა და იყო განწესებაჲ პირველად ქრისტიანედ სულისა წმიდისაგან. 144. უწყებულ იყო ესე უფლისა მიერ, რაჲთა მორწმუნეთა მისთა ეწოდოს ახალი სახელი. 145. და მოეფინებოდა ღმრთისა მიერ უფროჲსი მადლი სულიერი ანტიოქიას შინა. 146. წინაწარმეტყულნი იყვნეს მუნ შინა და მოძღუარნი, რომელთაგან იყო აგაბოზ, ჰმსახურებდეს რაჲ იგინი უფალსა და ილოცვიდეს. 147. ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომიჩემენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ. 148. და ჴელნი დაასხნეს მათ ზედა და წარგზავნეს იგინი სულისა წმიდისა მიერ. 149. ჩას, რამეთუ სული წმიდაჲ იტყჳს და წარავლინებს, ცხოველ არს და მტკიცე და შემდგომი, ვითარცა-იგი ვთქუთ პირველ. 150. ამან სულმან წმიდამან ნებითა მამისა [და] ძისაჲთა ახალი შჯული კათოლიკე ეკლესიასა შინა დაამტკიცა და განმათავისუფლნა ჩუენ ძნიადისა სატჳრთავისა მისგან, ძუელისა შჯულისა ტჳრთისა: შეგინებისა მისგან და განწმედისა და საჭმელთა. 151. შაბათობასა მას ვიტყჳ თა თჳსთაობასა და წინადაცუეთასა და ბკურებათა მათ და შესაწირავთა, რომელი-იგი ჟამად-ჟამად იმსახურებოდეს. 152. „აჩრდილი იყო იგი მერმეთა მათ კეთილთაჲ“. 153. და რაჟამს მოიწია ჭეშმარიტი იგი, პირველი იგი დაეფარა სამართალად სიტყჳს-გებისა მისთჳს ანტიოქიას შინა, რომელნი-იგი იტყოდეს, ვითარმედ; 154. ჯერ-არს წინადაცუეთაჲ და დამარხვად შჯული მოსჱსი. 155. პავლე და ბარნაბა წარავლინნეს მოციქულთა მათ მიერ იერუსალჱმით ყოველთა მათგან საქმეთა და სახეთა შჯულისათა წიგნისა მის მიწერითა, 156. ყოველი სოფელი განათავისუფლეს და არა თავთა თჳსთა აჩემეს ესოდენისა საქმისა ჴელმწიფებაჲ, არამედ აღიარებენ წიგნწერითა და მიუძღუანებენ.................. |