მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. საკითხავნი მარტჳლიისანი
2. თქუმული იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ დღისა მისთჳს, რომელსა მოივლინა სული წმიდაჲ
3. ...........................[და მიეფინა სული იგი ყოველთა ზედა] ჴორციელთა, ვითარცა თქუა წინაწარმეტყუელმან: „და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი“.
4. ვითარცა თქუა, მადლი მისცა ღმერთმან მონათა და მჴევალთა თჳსთა ზედა – სული იგი თჳსი.
5. დაეცნეს იგინი, ვითარცა თქუა: კნინნი მდიდართა თანა.
6. და აღივსო ქუეყანაჲ მეცნიერებითა თჳსითა, რომელი სავსე იყო საცთურითა, დამტკიცნა ჭეშმარიტებითა მისითა, რამეთუ შეეძრწუნა ცოდვასა, და აღემართა და ჰმსახურა მას, და გამოაბრწყინა მის ზედა ნათელი თჳსი და მის გამო წარემართა მოსლვად მისა.
7. იწრაფეს შეწევნათა მისთა, და აღიფხურნეს საძუირკუელნი მისნი, და გულს-იდგინეს შეწევნათა მისთა და აღჴოცნეს სავნებელნი ჩუენნი.
8. გამობრწყინდა ჴორცთა ჩუენთა ზედა და განანათლნა სულნი ჩუენნი გამობრწყინებითა თჳსითა.
9. მოვიდა ცხადად და შეეწია გონებათა დაფარულად, და იჴსნნა ათასნი ბრალისაგან და განარინნა ბევრნი სიკჳდილისაგან.
10. შეისხნა ჴორცნი, თანა-მდებნი მიწისაგანნი, და მისგან აღიღო ძლევაჲ სრულითა სიმჴნითა;
11. შთავიდა სიღრმეთა და წარმოტყუენა ტყუჱ;
12. აღჴდა მაღლად და განუყო ნიჭი თჳსი;
13. და იქმნნეს ჴორცნი მისნი მიზეზ კეთილის;
14. და განარინნა სულნი ბოროტის შეპყრობისაგან;
15. გამოუჩნდა თუალთა, რაჲთა გამოუჩნდეს გულთაცა, და შეეხნენ ჴელნიცა, რაჲთა დაემტკიცნენ გონებანიცა;
16. შესახებელ ყვნა მადლნი თჳსნი და უჩუენნა კაცთა, დაამდაბლა ცხორებაჲ იგი თჳსი და შერთო მკუდართა თანა, და არა ხოლო მით კმა-ყო, რაჲთამცა კაც ხოლო იქმნა, არამედ მოკულულცა იქმნა, და არა თუ მოკულულ ხოლო, არამედ დაფლულცა.
17. მოვიდა მადლითა თჳსითა და მოწყჳდნა ცოდვანი ჩუენნი და მოსცა ნათესავსა ჩუენსა კეთილი და თავს-ისხნა ჩუენნი ჭირნი.
18. უკუეთუმცა ძალი მისი არა აღდგომილ იყო მწედ მისა, და-მცა-ადუმეს იგი უკეთურთა მათ;
19. უკუეთუმცა მოწყალებასა მას თჳსსა არა დაემშჳდა, აღ-მცა-ეჴოცა ბუნებაჲ ესე ჩუენი.
20. ბუნებანი ბუნებათა ჩუენთა ზედა განრისხნეს ჯუარ-ცუმასა მას მისსა და შთათქმად ეგულვა ჩუენდა, დაბადებულთა.
21. რაჟამს ჯუარს-აცუეს, კლდენი განიპნეს, სამარენი აეხუნეს, მკუდარნი განცხოველდეს, რამეთუ ცხოველნი იგი განცოფნეს.
22. განაგდო ჯუარი იგი და აღვიდოდა ცად და არა დაჰმარხა მანკიერებაჲ ნათესავისა ჩუენისა თანა მისთჳს, რამეთუ დამოჰკიდეს იგი ძელსა;
23. მოავლინნა ნიჭნი თჳსნი და აღავსნა ეკლესიანი, უწოდა მკლველთაცა მათ მისთა, უკუეთუ უნდეს, იხარებდენ იგინიცა მეგობართა მისთა თანა;
24. და თუ ჰრწმენეს დამდაბლებაჲ იგი მისი, ჴორცნი თჳსნი მისცნეს მათ სიყუარულითა თჳსითა.
25. დასაბამად ნიჭთა მისთა ჴორცნი თჳსნი განუყვნის და სისხლნი თჳსნი [უსასყიდლოდ მისცნეს].
26. უსასყიდლოდ ეკლესიათა თჳსთა განუყვნა ენანი, რაჲთა ქადაგონ ჭეშმარიტებაჲ მისი;
27. და მოუვლინა ნიჭი მისი, რაჲთა წამონ სარწმუნოებაჲ მისი.
28. და იქმნა იგი თავს-მდებელ სოფლისა სასწაულებითა თჳსითა, ვითარმედ: მე ვარ ღმერთი.
29. და დააბა მან წიგნ-წერილებაჲ იგი სასწაულითა ძალისა თჳსისაჲთა, ვითარმედ: მე ვარ დამბადებელი.
30. იგი არს დამბადებელი და იგი არს მჴსნელი;
31. მის გამო აღესრულნეს საქმენი, და მის გამო იჴსნნეს კაცნი, მის გამო გამოჩნდა მამაჲ და მის გამო გამოცხადნის შემოქმედი იგი.
32. და სულისა გამო დაებეჭდა ჭეშმარიტებასა, და განიყვნეს ნიჭნი მადლთა მისთანი, და ეწამების დამდაბლებაჲ იგი მისი, და უფლებისა მისისათჳს დაჰბადნა ძალმან მისმან.
33. და ღაღად-ყვეს სასწაულთა მათ მისთა ძალითა თჳსითა, რამეთუ;
34. ღმერთი არს ჭეშმარიტად, რამეთუ აღასრულნა ჭეშმარიტად სიტყუანი თჳსნი, ვითარმედ: შემოქმედი არს ჴელოვანთ-მოძღუარი სიტყჳთ და საქმითცა, და არწმუნა სოფელსა და იმიერ და ამიერ მისცა არგანი დაბადებულთა, რამეთუ დასნეულდა კაცებაჲ ესე ჩუენი.
35. და განამრავლნა შეწყნარებანი თჳსნი, რამეთუ დასნეულდა თავისუფლებითა თჳსითა, რამეთუ დაავიწყდა იგი, დაითმინა მისი და შეაჯერა მას.
36. და ვითარცა შეეშინა მას სიმდიდრისაგან მისისა, შეეწია მას მარჯუენითა თჳსითა შემდგომად ნათლისა მის მისისა, ვითარმედ განიძარცჳეს დიდებაჲ, რომელ შთააცუა ამას ადამსა, შეირცხჳნა მიხედვად,
37. ვითარცა მამანი თჳსნი, რომელ განიძარცუნეს სამოთხესა მას შინა, იხილა შიშულოებაჲ იგი მისი და გარე-მიიქცია პირი მისი, ცოდვათაგან განბანა და განწმიდა ლხინებითა თჳსითა და შეამკო და შემოსა დიდებითა თჳსითა და წყალობითა თჳსითა დაამტკიცა ესე დასაბამსავე.
38. და მათი გამოძიება ყო უკუნისამდე.
39. არა თუ ხარკით დაჰბადა, არცა ხარკით იჴსნა და არცა ხარკით ქმნის კეთილი.
40. ნებითა თჳსითა მოვიდა მეძიებელად ვნებათა ჩუენთა და წყალობითა თჳსითა გარდამოჴდა ჴსნად აზნაურებისა ჩუენისა;
41. ნებითა ჩუენითა თანა-მდებ ვიქმნენით და ნებითა ჩუენითა ვერეოდით.
42. უკუეთუ შეეზავნენ ნებანი ჩუენნი ნებასა მისსა, ვსუფევდეთ მის თანა;
43. და თუ ჴდომად აღუდგეთ მას, თანა-მდებ ვიქმნეთ მისგან;
44. ძლევაჲ მის თჳნიერ ვერ დამტკიცნეს, და რომელი მას არა შეეახლოს, არა განეშოვროს ბოროტსა, რამეთუ განსასუენებელი ცოდვილთაჲ ნათხოვი არს და ვასხებული, რამეთუ უნდა წყალობით ფუფუნებაჲ ყოველთა ზედა.
45. ავასხა ღმერთმან, რაჲთა გულისხმა-ყონ კაცთა, და უნებს, რაჲთამცა გულისხმა-ყვეს და უფროჲსი მიიღეს – განკურნნეს ზეცისაჲთა, რომელთა უნდა კურნებაჲ სულთაჲ, რაჲთა ღირს იყო ღმრთისა ნათელსა მისითა მით, რომელი გამობრწყინდეს მათ ზედა;
46. განემზადნეს კეთილნი მისნი, და არავინ იყო მიმღებელ, დაეპყრა სიმდიდრჱ მისი, და არასადა იყვნეს ჴჳებულნი.
47. და ჯერ-იჩინა მან, რაჲთამცა იპოვნეს მიმღებელნი, რომელნი ღირს-იყვნეს მადლითა მისითა, რამეთუ ღირს-ყოფად მადლისა მისისა თჳნიერ აზნაურებისა ვერ შეუძლონ, რამეთუ აზნაურებაჲ ხოლო ღირს არს ღმრთისა კეთილითა ნებითა წმიდითა და ჭეშმარიტითა ზრახვითა,
48. რამეთუ მეცნიერებაჲ არა თავისუფალ არს, არამედ ჴელმწიფებასა დამორჩილებულ არს, და ქმნულკეთილობაჲ ძლიერებისაჲ ძლიერებისაჲ განშოვრებულ არს კეთილისაგან და არა არს ღმრთისა ღირს, გარნა ნებაჲ კეთილი და ჴელმწიფებანი.
49. ქმნულკეთილობამან ჴორცთამან განუსუენის ჴორცთა და ქმნულკეთილობამან ნებათამან ღმერთსა ახარის.
50. არიან სიკეთენი განსაშუენებელად ჴორცთა, არამედ ქმნულკეთილობასა მას წმიდათა სულთასა ვინ-მე შეუძლოს პოვნად?
51. ქმნულკეთილობაჲ ნებათაჲ უყუარს უფალსა და მისივე სიკეთისათჳს მოვიდა ძჱ ღმრთისაჲ, იგივე ქმნულკეთილობაჲ შეიმოსა.
52. არა თუმცა ვითარ-იგი მან შეამკო, არამედ რაჲთა ესე მის გამო შეიმკოს, და რამეთუ ხატი მისი არს ქმნულკეთილობაჲ ესე ჩუენი.
53. აღიყვანა და დასუა იგი ცათა შინა, და რამეთუ განაქარვა იგი სახლმან მან ადამისმან უსახურობითა ნებისა მათისაჲთა, გარდამოჴდა, განაახლა და გამოწერა იგი,
54. აღიღო და დასუა იგი ცათა შინა, და რამეთუ პატივმან მან მისმან შემოსა იგი, თაყუანის-სცეს მას ყოველთა დაბადებულთა;
55. აღიყვანა იგი ცად და უდებ-ყო იგი ქუეყანასა ზედა.
56. მივიდა ხატითა თჳსითა და მოვიდა სულითა მით თჳსითა და მიიღო მსგავსებაჲ ესე ჩუენი და მომცა ჩუენ სული იგი წმიდაჲ ნუგეშინის-მცემელი;
57. აღვიდა ჴორცითა, მოვიდა ჴორცთა თჳნიერ, არა თუ დადვა იგი...........