მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. მეორჱ თქუმული ოქროპირისაჲ, დღისათჳს ამაღლებისა უფლისა ჩუენისა
2. ამას დღესა შინა იხარებდედ ცანი და მხიარულ იყავნ ქუეყანაჲ და მხიარულ იყავნ ეკლესიაჲ დიდებითა თჳსითა.
3. და შეუსხმან ჴორცნი იგი, რომელ თჳთ შექმნნა, და მიუღებიეს საშუმინველი იგი, რომელ შთაჰბერა და იმსახურების გონებათაგან, რომელი-იგი მან მისცა ყოვლადვე, შთაიცუა კაცი იგი და ყოვლითავე იჴსნა იგი;
4. კაცისათჳს დამდაბლდა ღმერთი.
5. განეხუნეს მის წინაშე ბჭენი, რომელ დაჴშულ იყვნეს საუკუნითგან.
6. და აღიზახეს და ადიდეს წესთა მათ მღჳძარეთა აღსლვაჲ იგი მისი.
7. და ჰკითხეს გუნდთა მათ მაღლისათა სწავლისათჳს, ვითარმედ: ვინ არს ესე მეუფჱ დიდებისაჲ?
8. რამეთუ ბჭენი, რომელნი საუკუნითგან დაჴსულ იყვნეს, განეხუნეს ამაღლებასა მისსა.
9. მას ჟამსა სულმან იწყო თარგმანებად ყოველთა და თქუა: უფალი ძალ არს, არს ძლიერებითა თჳსითა, უფალი – ძლიერ და მბრძოლ, რომელი ერეოდა ბოროტსა მას და დაამჴუა, ჰბრძო საცთურსა და განაქიქა იგი, დასცა სიკჳდილსა და დასულიბა იგი.
10. და ვითარცა ისწავეს მათ წინაჲსწარ, იწყეს სხუათა კითხვად შემდგომად, ვითარმედ: „ვინ არს ესე მეუფჱ დიდებისაჲ?“
11. და მიითქუა მათ მიმართ სიტყუაჲ წყალობისაჲ ვითარმედ: უფალი ძლიერ არს, რომელმან სძლო ეშმაკსა, რომელი ყოველსავე ერეოდა, და უკუნისამდე უოჴჭნო ქმნა მეუფჱ ყოველთა ზედა შექმნულთა;
12. იგი, რომელ არს მეუფჱ დასაბამითგან, მეუფებდა უკუანაჲსკნელ ჴორცთა გამო;
13. და იგი, რომელ იყო ზესკნელ[სა], ამაღლდა ჴორცითა;
14. იგი, რომელ შობილ იყო მამისაგან დაუსაბამოდ, იშვა ქალწულისაგან დასაბამით;
15. და იგი, რომელ ვერ აღიწერებოდა, მოვიდა საზომსა;
16. და იგი, რომელ ვერ შესაძლებელ იყო, დაემკჳდრა შესაძლებელსა შინა და გამოჩნდა ჴორციელად;
17. იგი, რომელ არა გამოჩინებულ სადა იყო, და ჴელის შესახებელ იქმნა;
18. იგი, რომელი არასადა ვინ ჴელთ იდვა, იგი იშვა ბეთლემს შინა, დამბადებელი იგი სოფლისაჲ, და აღმაღლდა მთისა მისგან ზეთისხილთაჲსა მაცხოვარი იგი ყოველთაჲ;
19. ყოვლად მისთჳს მოვიდა და დაემკჳდრა ქალწულისა მის თანა.
20. აღქსოვა მის თანა თჳსი იგი სამკაული, ჴორცნი შეისხნა იგინი და მოვიდა ცხადად, შთავარდა საშოსა მისსა თჳნიერად თესლვისა და იშვა მისგან სავსჱ თჳნიერად კერძოვებისა;
21. შევიდა მისა ფარულად და გამოვიდა მისგან ცხადად;
22. მიიღო თჳსისაგან და მისცა თჳსსა;
23. მიიღო უძლური საქმჱ და მოსცა დიდებული;
24. იღუაწნა დაბადებულნი და იჴსნა სოფელი;
25. აჰფხურა საცთური და დაჰნერგა ჭეშმარიტებაჲ;
26. დასულიბა ცოდვაჲ და ქადაგა სიმართლჱ;
27. შეურაცხ-ყო უსახურობაჲ და ასწავა სიდაშნჱ;
28. აღფხურნა ეკალნი და დასთესა იფქლი;
29. დაამჴუნა საკერპონი და აღაშჱნნა ეკლესიანი;
30. გამოირჩინა მწყემსნი და შეჰვედრნა სამწყსონი თჳსნი;
31. დასცნა ჴორცნი თჳსნი და გამოზარდნა ცხოვარნი თჳსნი;
32. გამოადინა სისხლი თჳსი და ასუა ჴსნილთა თჳსთა;
33. ჰფუფუნებდა სულსა თჳსსა და დაამტკიცა წყალობაჲ თჳსი;
34. განაწყვნა ყოველნი არღჳეულნი და განანათლნა ყოველნი დაბადებულნი;
35. და აჰმართნა ყოველნი დაცემულნი და განაძლიერნა ყოველნი უძლურნი;
36. განაახლა ხატი თჳსი, რომელ განრყუნილ იყო საცთურითა, განწმიდა და გამოწერა იგი, რამეთუ შეგინებულ იყო იგი ცოდვითა;
37. და რამეთუ დაემკჳდრნეს მის თანა დევნი, განასხნა იგინი ჭეშმარიტებითა თჳსითა, რამეთუ დათქნა იგინი საცთურმან, დაათქნა იგინიცა ზღუასა.
38. აღაგზნა ცეცხლი თჳსი ქუეყანასა ზედა, მაშინღა ამაღლდა;
39. აღატყდა გონებათა შინა, და მაშინღა აღიმაღლა;
40. შთაჰბერა იგი ათორმეტთა მათ, და განეგზნა სოფელსა შინა, რამეთუ განათლდეს სულნი კაცთანი ფრიად;
41. და მაშინღა იცვალა და აღდუღნა გულსა შინა ჭეშმარიტთასა, და მაშინღა ამაღლდა;
42. დაჰნერგა ჭეშმარიტებაჲ თჳსი ზრახვათა შინა და განისუენა, და დაემკჳდრნეს ნერგნი მისნი გონებათა შინა, და მაშინღა დასცხრა;
43. იშვა ბეთლემს შინა, აღვიდა მთისა მისგან ზეთისხილთაჲსა და აღმაღლდა ქუეყანით, და მიიზიდნა მისა ყოველნი, ვითარცა თქუა: მივიდე და მოვავლინო ნუგეშინის-მცემელი, ვითარცა აღმეთქუა: გარდაჰბურნა სათხეველნი თჳსნი და შეიკრიბნა ყოველნი, ვითარცა ქადაგა;
44. დადგა მათ შორის ცომი მისი და მიიზიდა ყოველი აღნადგინები მისი;
45. განქმნა სამოთხჱ თჳსი და მხიარულ არიან ნერგნი მისნი.
46. განვიდა თესლი მისი, და განთეთრდეს ყანანი მისნი.
47. იხილეს ცოდვილთა და განმწარდეს, აღილესნეს მახჳლნი და იწყეს დაკაფად მაღნართა მისთა;
48. გარდაჰკაფნეს ჴორცნი ცხადად და ვერ ეუფლნეს გონება-დაფარულთა: ერთისა წილ, რომელი აღფხურეს, აღმოცენდეს ბევრნი;
49. სისხლითა მოკლულისაჲთა განძლიერდეს ცხოვარნი;
50. ათორმეტნი მოციქულნი იყვნეს და მათ გამო ათასნი მოწამენი, დაუჴრწნდეს ჴორცნი მათნი გუემითა, და აჰმართნეს სულნი მათნი ჭეშმარიტებითა;
51. შეიმუსრნეს ძუალნი, და განირყუნეს ასონი მათნი, და დაამტკიცნეს ზრახვანი;
52. შეიკრნეს ცხადად და არა ფარულად.
53. ესე ქმნა და იქმს იგი, რომელი მოვიდა მჴსნელად საცთურისაგან.
54. და ესე ვყო, და ყოს მან, რომელმან მიიხუნა ჴორცნი ჩუენგან და ცად აღვიდა, რაჲთა აღმიყვანნეს ჩუენ;
55. და მელოდა ჩუენ თანა, რაჲთა მეზურგოს ჩუენ.
56. მივიდა და ჭეშმარიტ არს;
57. მელოდა და სარწმუნო არს, რამეთუ არარაჲ არს [თჳნიერ] ღმრთისა.
58. არა ადვილ არს: მივიდა საქმედ, რაჲთა პატივი მიყოს ჩუენ, და მელოდა, რაჲთა შემეწიოს ჩუენ;
59. აღმაღლდა და აღემატა ყოველთა, და არა განეშორა ყოველთაგან;
60. ელოდა ყოველთა და ძლით უყო ყოველთა;
61. ჴორცთა თჳნიერ მოვიდა ჴორცითა მივიდა;
62. მოსლვისა წინა ჴორცთა თჳნიერ აქავე იყო და შემდ[გომად].................