მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. საკითხავნი წმიდისა ამაღლებისანი
2. თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ
3. უფალი ჩუენი და ძჱ ღმრთისაჲ რაჟამს მოვიდოდა, ვერ იხილეს იგი ანგელოზთა.
4. ვითარცა აღმაღლდა იგი დღეს, ხედვიდეს მას მოწაფენი მისნი.
5. არა იხილეს ანგელოზთა მოსლვაჲ იგი მისი ჩუენდა, რამეთუ ძალი ჴორცთა თჳნიერად დაფარულად გარდამოჴდა მაღლით და განისუენა ქალწულსა მას ზედა.
6. იხილეს კაცთა ამაღლებაჲ იგი მაღლად, რამეთუ ჴორცნი ქუეყანისანი აღჴდეს მაღლად, განეფინა ღრუბელი და შეიწყნარა იგი;
7. ახარა ქალწულსა მას და შეიწყნარა იგი.
8. რაჟამს ღმრთეებაჲ იგი მისი კაცებასა ჩუენსა შეეზავებოდა და ქალწულსა მას, რომელ-იგი ქუეყანისაჲ იყო, გარდამოჴდა და დაადგრა მას ზედა;
9. ხოლო რაჟამს კაცებასა ამას ჩუენსა ღმრთეებითა თჳსითა განამდიდრებდა, ღრუბლითა მაღლითა აღამაღლებდა ჴორცთა ჩუენთა.
10. წესცა ეგრე იყო, რამეთუ ვიდრე ჩუენ თანა იყო, ძლიერებასა თჳსსა დაიმდაბლებდა, რაჲთა უძლურებასა ზედა დაემკჳდროს.
11. ეგრეცა, რაჟამს ჰქონდეს ჴორცნი ჩუენნი მის თანა, დიდებითა სიმდიდრისა მისისაჲთა აღმაღლდეს, ვითარცა შეიმოსეს ძალი მაღალთა შინა ჴორცთა მათ, რომელი-იგი ქალწულისაგან იყვნეს, გამოვიდა და ეჩუენა კაცთა.
12. ეგრევე შეიმოსეს ჴორცთა მათ ქუეყანისათა დიდებულებაჲ.
13. შორის ღრუბელსა მას აღჴდა და მოიღო თაყუანის-ცემაჲ ანგელოზთაგან მაღალთა შინა, რაჲთა აჩუენოს, რამეთუ ეზიარა კაცებაჲ ჩუენი ღმრთეებასა მისსა და განმდიდრდა ცათა შინა;
14. ღაღატ-ყო და თქუა, ვითარმედ: აღმომიყვანნა ჩუენ მარჯუენით ცათა შინა.
15. და მერმეცა თქუა წინაწარმეტყუელმან, ვითარმედ: „აღამაღლენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღმაღლდედ ბჭენი საუკუნენი, რაჲთა შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ“.
16. და მერმე თქუა, ვითარმედ: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩუენსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
17. ხოლო მოციქული იგი გამოსთარგმანებს მას, რომელსა-იგი წინაწარმეტყუელი უფლით ხადის, რაჟამს დასუამს მარჯუენით მშობელისა თჳსისა, იგი არს, რომელსა ჰრქუა გაბრიელმან უფალ, რაჟამს შთავიდა ყურსა მის ქალწულისასა.
18. ამისთჳს ვიდოდა უფალი ჩუენი მოწაფეთა მათ თანა ამას ორმეოცსა დღესა და მაშინ ამაღლდა ცად, რაჲთა დაამტკიცნეს მოწაფენი აღდგომისთჳს.
19. უკუეთუმცა აღსრულ იყო იგი ცად აღდგომისა შემდგომად და არამცა სრულ იყო მოწაფეთა მისთა თანა, ეგრემცა რაჲ-მე ეგონა, ვითარმედ საუცარ რაჲმე [არსო] და არა ვითარცა ჭეშმარიტებით განცხოველებული,
20. რამეთუ უჩუენნა მათ ჴელნი და გჳერდნი თჳსნი და ბრძჳრნი ლახურისანი, რომელი გჳერდთა მისთა იყო, და ჰრქუა მათ: მიხილეთ და განმიცადეთ, რამეთუ მე ვარ, და ნუ განიწვალებით გონებითა თქუენითა.
21. და ჯეკმა ღათუ მრავალ იყვნეს მოწამენი აღდგომისა მისისანი, ხოლო იგინი გონებითა მათითა, ვითარცა ნავნი ღელვათა შორის, შეძრწუნებულ იყვნეს.
22. რავდენმეღა უფროჲს არა თუმცა ყოფილ იყო მათ თანა, მრავალიმცა თესლი ორგულებისაჲ დათესილ იყო გულთა შიდა მათთა!
23. არამედ დადგა მათ თანა და ჭამა მათ თანა, არათუ ვითარცა მშიერმან და ნუგეშინის-ცა მათ მოკითხვითა თჳსითა და აზიარა მათ ზიარებითა თჳსითა და უბრძანა მათ ქადაგებაჲ სახარებისა მათისაჲ ყოველთა დაბადებულთა, და წარვიდა მათგან კაცებრ და იყო მათ თანა ღმრთეებითა თჳსითა.
24. და აღმაღლდა მეუფჱ იგი ჩუენი ძლევით და დაჯდა იგი მარჯუენით მამისა თჳსისა, ვითარცა მოციქულმან თქუა: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე“.
25. და დავით თქუა: „უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა, უფალმან ძალი და გარე-შეირტყა“.
26. ხოლო აწ ამას ორმეოცსა დღესა აღჳრნი მარხვისანი განგუაშოვრნა ჩუენგან, რამეთუ თავადმან თჳთ თქუა, ვითარმედ: „არა ჯერ-არს მარხვაჲ ყრმათა მექორწინეთაჲ და არცაღა გლოვაჲ, ვიდრე იგი სიძჱ მათ თანა არს.
27. ხოლო მოვიდენ დღენი, რაჟამს აღმაღლდეს მათგან სიძჱ იგი, მაშინ იმარხვიდენ“.
28. და აღვიხუნეთ ამიერითგან მარხვანი მოციქულთანი, რამეთუ ნაშობნი ვართ ქადაგებისა მათისანი.
29. უკუეთუ იგინი მარხვათა შეევედრნეს, რაჲთამცა იხილეს თუალითა გონებისა მათისაჲთა უფალი ჩუენი, რომელი დაეფარა ჴორციელებითა მათგან, რავდენღა ჩუენდა წეს-არს ნუგეშინის-ცემად მარხვითა, რაჲთა გამოვზარდნეთ სულნი ჩუენნი ტაბლისა მისგან ქრისტჱსისა.
30. ხოლო ყავნ ამიერითგან უფალმან ჩუენმან მძლემან, რომელი აღმაღლდა დღეს ძლევითა ბრძოლისაგან და აღმიყვანნა მის თანა მაღლად ჴორცითა მით, რომელ შეიმოსნა ჩუენგან, და აღმაღლდა,
31. რაჲთა მრავალთა წელთა ღირს ვიყვნეთ ჩუენ ყოფად სამისა ამის დღესასწაულისა მისისაჲ: შობაჲ, აღდგომაჲ და აღმაღლებაჲ მისი.
32. და აღმოვთქუათ მადლი სამებისა მიმართ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.